• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გადაუხდის გოგი წულაიას 6000 ლარს? – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
18:23 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, თქვენ გოგი წულაიას ადვოკატი ბრძანდებით, რომელიც საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბატონი გოგი და რატომ შეცვალა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა მისი კოლეგის გადაწყვეტილება?

– ცხადია, საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხი იყო ეს და ასეთად რჩება. საზოგადოებაში გოგი წულაიას დაჭერა იწვევდა კითხვის ნიშნებს, ხომ არ იყო ეს პოლიტიკური დევნის მორიგი ფაქტი. შეგახსენებთ, ბატონი გოგი მას შემდეგ დაიჭირეს ქალზე სექსუალური  ძალადობის ბრალდებით, რაც  ბერა ივანიშვილს ვიდეომიმართვის დროს უთხრა, გაგინებო, მაგრამ მისთვის სიტყვიერად არ შეუგინებია. თუმცა, უხმოდ გააკეთა  ბერას გინების იმიტაცია. იქვე, აუგად მოიხსენია ბერა და ბიძინა ივანიშვილები.  ეს ფაქტი აჩენდა განცდას, რომ ეს იყო შურისძიება გოგი წულაიაზე, ის დააკავეს პოლიტიკური მოტივით და ყველაფერი მოუწყეს. ბევრი  კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი სასამართლოს. თუ გოგის  წინასწარ   პატიმრობის ვადას გაუგრძელებდნენ, მაშინ  გამყარდებოდა ის მოსაზრება, რომ გოგი წულაია არის პოლიტპატიმარი, მსხვერპლი იმ გამონათქვამებისა, რომლითაც მიმართა ცნობილი ოჯახის წევრს. აქედან გამომდინარე, მოსამართლე არ იმყოფებოდა მარტო სამართლებრივ ჩარჩოში. ფაქტობრივი გარემოება იყო, რაც აღვწერე და საზოგადოების კითხვებს პასუხი უნდა გასცემოდა. ცხადია, არანაირი მოლაპარაკება წინ  არ უძღვის ასეთ დროს შუამდგომლობით ჩამოყალიბებულ საკითხებს, ისინი უშუალოდ იხილება სასამართლოში. თავად ის ფაქტი, რომ საქმე დაეწერა მოსამართლე ლეილა ორკოდაშვილს, ძალიან კარგი იყო. თუ გადახედავთ მის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, მისთვის უცხო არ არის სამართლიანი გადაწყვეტილებები. ისეთები, რომლებიც გვიკვირს, რომ მოსამართლემ როგორ გარისკა და  ასეთი გადაწყვეტილება როგორ გამოიტანაო. სასამართლო სისტემა სახელისუფლებო კონტროლქვეშ არის და იმიტომ გვიკვირს ამგვარი პრინციპული მოსამართლეების სამართლიანობა.  ამ დროს  გოგი შიმშილობდა და პროკურორისა და  მოსამართლის შეცვლას ითხოვდა. მე როდესაც შევიტყვე, რომ ლიანა ორკოდაშვილი დაინიშნა მისი საქმის მოსამართლედ, გოგი ვნახე ციხეში და დავამშვიდე – უიმედობა, პესიმიზმი ახლა არ გინდა, რადგან საქმე ისეთ მოსამართლეს დაეწერა, ის სიმართლეს არ დაგიკარგავს–მეთქი. მოგვეცა საშუალება, რათა დაგვერწმუნებინა მოსამართლე ჩვენს სიმართლეში და  შეეცვალა წინა მოსამართლის,  ლევან  გელოვანის გადაწყვეტილება. სასამართლოს წარვუდგინეთ 2 სამედიცინო დოკუმენტი, რომლებიც გაცემული იყო ციხის საავადმყოფოს მიერ და მას ხელს ამ საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები აწერდნენ. ამ დოკუმენტებში მითითებული იყო,  იმის გარდა, რომ შიმშილობდა გოგი წულაია და ამით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს, გოგი, ასევე, არაერთი  ქრონიკული დაავადების მატარებელია. ამგვარი დაავადებების დროს, მედიკამენტების მიუღებლობა და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევდა ძალიან მძიმე და გაუთვალისწინებელ შედეგებს. ფაქტიურად, პატიმრის სიკვდილს გამოიწვევდა, ეს ამას ნიშნავდა. ეს საფრთხე და რისკი რომ არსებობდა,  რაიმე რომ მომხდარიყო, ციხის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მეც არაერთხელ მთხოვეს, იქნებ მიიღოს მედიკამენტები, არავის უნდა მისი სიკვდილიო. გოგის საპროტესტო შიმშილობით, ე.წ. პერმანენტულ სუიციდთან  გვქონდა საქმე. ამ თვითმკვლელობის მიზეზი გახდებოდა სახელმწიფო – ციხის ადმინისტრაცია და სასამართლო. მოსამართლემ გაითვალისწინა ეს გარემოებები, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სასიკვდილო საფრთხე პატიმრისა. ასევე, გოგი ასაკიანი კაცია, მისი ოჯახური მდგომარეობა ფინანსურად არასახარბიელო გახლავთ. ერთი გოგის პენსია იყო ოჯახის შემოსავალი და დაპატიმრების გამო,  ისიც შეუჩერეს. ამ გარემოებების გამო, მოსამართლემ ჩათვალა, რომ გოგი წულაია არ იმსახურებდა ციხეში ყოფნას და აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა  გირაოთი. 6 000 ლარი დააკისრა გირაოს სახით. ჩვენ 5 000 მოვითხოვეთ გირაო, მაგრამ მოსამართლემ 1000 ლარი დაუმატა. 1 თვე აქვს გოგი წულაიას, რომ გადაიხადოს ეს თანხა, თუ არადა, შეაბრუნებენ ისევ ციხეში. 17 აგვისტომდე უნდა გადაიხადოს. ამ დღეს არის ჩანიშნული საქმის არსებითი განხილვა. არადა,  გოგი წულაიას მართლა არ აქვს ეს ფული და იმედია, შეუგროვებენ კეთილისმყოფელი ადამიანები. ისეთი თანხაც არ არის, რომ ვერ შეგროვდეს.

– ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ გავრცელებული ჩანაწერები, რომლებშიც ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი, ბერას დედის მაგინებლების ცემასა და დაშინებაზე ლაპარაკობენ, ყალბია, დამონტაჟებულია, არაავთენტიკურიაო.  შესაბამისად, ასეთ ფაქტებს–მუქარს და დაშინებას ადგილი არ ჰქონიაო.  მიუხედავად იმისა, რომ  ბერა ივანიშვილმა ტელევიზიით აღიარა, კი,  ასეთი სატელეფონო საუბრები შედგა 2011 წელსო. პროკურატურამ მაინც უარყო ეს  ფაქტი, ანუ  ბერას ნათქვამი. გოგი წულაიას გამოშვება ამასთან ხომ  არ იყო მიბმული? ხალხს ხომ არ აჩვენეს, რომ ბიძინა და ბერა ივანიშვილის ლანძღვა–გინებისთვის არავის იჭერენ და მოსამართლეს ხომ არ დაუკვეთეს გოგი წულაიას გამოშვება?

– არსებობის უფლება მაგ და სხვა ვერსიებს აქვთ, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. მოსამართლე ისეთი ბეგრაუნდის მატარებელია, ვერ იტყვი, რომ მან ვიღაცის დაკვეთა შეასრულა. შემეკითხნენ, მაგ მოსამართლემ  ხელისუფლების წარმომადგენელს,  თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს  10 000 ლარიანი  გირაო შეუფარდაო და იციო? ეს შეცდომით გავრცელებული ინფორმაციაა. ლეილა ორკოდაშვილს არ შეუფარდებია გირაო ილია ჯიშკარიანისთვის, მას არ განუხილავს ჯიშკარიანის აღკვეთი ღონისძიების საკითხი. ის ახლა იხილავს არსებითად მაგ საქმეს და გამოიტანს გადაწყვეტილებას, დამნაშავეა თუ არა ჯიშკარიანი. ჯიშკარიანს გირაო სხვა მოსამართლემ შეუფარდა.

თეგები: გოგი წულაიავალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved