• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

ალია ავტორი - ალია
18:21 11-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საქართველოში ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით საუკეთესოდ აღიარა. ამ კატეგორიაში თიბისიმ წელს პირველად გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებზე სალაროებით გადახდის ახალი სისტემა დაინერგა, რაც კომპანიისთვის ნაღდი ფულის მართვას ამარტივებს.

თვითმომსახურების სადგურებზე მომხმარებლები საწვავის საფასურს სპეციალური აპარატების მეშვეობით იხდიან – როგორც ნაღდი ფულით, ისე საბანკო ბარათით. აპარატები თიბისის ერთიან საბანკო სისტემაშია ჩართული, შესაბამისად, ნაღდი ფულის მართვა სრულად თიბისის პასუხისმგებლობაა. ბანკი ასევე უზრუნველყოფს საინკასაციო მომსახურებას საჭიროების მიხედვით. შედეგად, „ვისოლს“ აღარ უწევს ნაღდი ფულის დამუშავებასა და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცესებზე ზრუნვა, რაც ზოგავს კომპანიის თანამშრომლების დროს და ამცირებს საოპერაციო რისკებს.

თვითმომსახურების აპარატების საბანკო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა სრულად თიბისი ფეიმ უზრუნველყო. პროექტის პირველი ეტაპი 2025 წლის დეკემბერში განხორციელდა, წარმატებული პილოტის შემდეგ ახალი სისტემა უკვე 12 ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. აპარატების მეშვეობით ყოველდღიურად 6 200-მდე ტრანზაქცია სრულდება, პროექტის დანერგვიდან დღემდე კი 190 ათასზე მეტი გადახდაა განხორციელებული. მაღალი დატვირთულობის გათვალისწინებით, თანამედროვე აპარატები მნიშვნელოვნად ზოგავს „ვისოლის“ რესურსებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს და ბიზნესპროცესებს აუმჯობესებს. ამისთვის არა მხოლოდ ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, არამედ თავადაც ვთავაზობთ ახალ გადაწყვეტილებებს. სწორედ ჩვენი ინიციატივით დაიწყო „ვისოლის“ სადგურებზე თვითმომსახურების სალაროების დანერგვა, რაც ერთობლივი მუშაობით მოკლე დროში განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ პროექტმა Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა“, – ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

„თიბისისთან „ვისოლის“ დაარსების დღიდან, უკვე 26 წელია, ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ტექნოლოგიურ განახლებას მაშინ აქვს ღირებულება, როცა ის მომხმარებლისთვის მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის და ჩვენს გუნდს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს. ამ პროექტით სწორედ ამას მივაღწიეთ. მომხმარებელს შეუძლია საწვავის საფასური მისთვის მოსახერხებელი ფორმით გადაიხადოს — ნაღდი ფულით ან საბანკო ბარათით. ნაღდი ფულის მართვის განახლებულმა სისტემამ კი საოპერაციო რისკები შეამცირა და სადგურების გუნდებს მეტი დრო დაუტოვა მომხმარებელზე ზრუნვისთვის. ინოვაციური პროდუქტების დანერგვა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის, „ვისოლის“ ყოველდღიური საზრუნავია. შესაბამისად, Euromoney-ის ჯილდო თიბისისთან ერთად განხორციელებული პროექტისთვის, განსაკუთრებულად გვახარებს“, – ვასილ ხორავა, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი.

„ვისოლი“ თვითმომსახურების ავტოგასამართი სადგურების ქსელს 2020 წლიდან ავითარებს, რათა ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
ახალი ამბები

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

12:46 11-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved