• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

ალია ავტორი - ალია
15:29 11-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14

რკინის მოაჯირები ადამიანებს წლობით აქვთ, დამზადების შემდგომ. არავინ ამბობს, მოდი, ახლა წელს, რკინის ასეთ მოაჯირს დავამზადებინებ და მომავალ საახალწლოდ – შევცვლი. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისე პროფესიონალურად დამზადდეს, რომ დიდხანს გაძლოს და ისეთი ვიზუალით, რომ ფუნქციურიც იყოს, მოსახერხებელიც და არც მოგწყინდეს.
სტილი, ფერი, მოვლის წესების ცოდნა, ხაზები ვერტიკალური იყოს, თუ ჰორიზონტალური, როგორ უნდა იყოს შეღებილი, ბავშვებიან სახლში, რომელი უფრო უსაფრთხოა და რომელ რკინის მოაჯირს რა მასალა უხდება გასაფორმებლად – ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, სანამ შეუკვეთავ.

​ვერტიკალური და თხელი ხაზები

ვიზუალური ეფექტი აქვს, ქმნის სიმაღლისა და სივრცის ილუზიას. იდეალურია დაბალჭერიანი სივრცეებისა და მცირე ფართის შიდა კიბეებისთვის. ფოლადის ღერძები შეიძლება დამაგრდეს უშუალოდ საფეხურზე ან საფეხურის გვერდითა ნაწილზე. გვერდით ნაწილზე დამაგრება მაქსიმალურად ინარჩუნებს კიბის საფეხურის სიგანეს.

​ჰორიზონტალური ხაზები

სივრცეს სძენს დინამიურობას და თანამედროვე იერს. განსაკუთრებით პოპულარულია აივნებზე, ტერასებსა და ანტრესოლებზე. ძალიან პრაქტიკულია ბოძებს შორის გაჭიმული, გამძლე, მაგრამ თხელი, უჟანგავი ფოლადის ხაზები, პრაქტიკულად უჩინარია და სივრცეს არ ფარავს.

ბადისებრი მეტალი

ლოფტის (Loft) სტილია, –  ხშირად გამოიყენება კომერციულ სივრცეებში, ოფისებსა და თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში.უსაფრთხოება მაღალია. ვიზუალური ბარიერით და ამავდროულად, სინათლეს ატარებს.

მინიმალისტური

ამ სტილის მთავარი წესია სამაგრები, ჭანჭიკები და შედუღებების ადგილები არ ჩანდეს და იყოს დაფარული. გამოიყენება თხელი, მაგრამ მყარი ნაწილები. კონსტრუქცია არის მსუბუქი, თუმცა, ძალიან გამძლე და მტკიცე. როგორც წესი, სახელურები თავად მოაჯირის ჩარჩოს ნაწილია. იდეალურია ლოფტის ტიპის ბინებისთვის, სტუდიოებისთვის. საუკეთესოდ  საუკეთესოდ ერწყმის ბეტონს, აგურის კედლებს, ნატურალურ ხეს (მუხა, კაკალი) და მინას.

კომბინირებული დიზაინები

ორი ან მეტი განსხვავებული მასალისა და ტექსტურის  სინთეზი. ამ მიმართულების მთავარი იდეა არის „ცივი“ მეტალი „დავათბოთ“ ბუნებრივი მასალებით –  როგორიცაა ხე, მინა ან თუნდაც ქვა. ამ შემთხვევაში, მოაჯირი აღარ არის მხოლოდ უსაფრთხოებისთვის საჭირო ნაწილი –  მთავარი ვიზუალური აქცენტი სწორედ მასზე კეთდება. .
კომბინირებული დიზაინს თავის მხრივ, სხვადასხვა ვარიეციები აქვს, მათ შორის ისეთი, რომელსაც ქართულ ბაზარზე მზა სახით ვერ ნახავთ მზა სახით.

​რკინა და ნატურალური ხე

კლასიკისა და თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ნაყოფი.
მოაჯირის ძირითადი ბაზა და ღერძები მზადდება რკინისგან, ხოლო სახელური, რომელსაც ყველაზე ხშირად ეხები ხელით – მასიური ხისგან (მაგ. მუხა, კაკალი, წაბლი, ფიჭვი).ხის სახელურზე შეხება ბევრად სასიამოვნოა, რადგან ის არ არის ისეთი ცივი, როგორც სუფთა მეტალი.
​

რკინა და დამუშავებული მინა

ფართოდ გამოიყენება ძვირადღირებულ ინტერიერებში თუ ექსტერიერებში, იქნება ეს აივანი, ტერასა, თუ კიბეები. ითვლება, რომ ყველაზე ჰაეროვანია. თხელი რკინის პროფილებით იქმნება ჩარჩო, რომელშიც ჩასმულია სქელი, დამუშავებული, ლამინირებული მინა. რკინის „სიმკაცრე“ და მინის გამჭვირვალობა ქმნის სივრცის  უსასრულობის შეგრძნებას. იდეალურია სახლებისთვის, საიდანაც კარგი ხედი იშლება.

ბევრი თვლის, რომ თუ სახლში ბავშვი, ან შინაური ცხოველია, მინის და რკინის ნაზავი არაა მიზანშეწონილი, არადა, პირიქით, იდეალურია. მინა მთლიანად ფარავს აივანს, არც სივრცეა ღერძებს შორის დარჩენილი, არც ფეხის დასადგმელი და ასაცოცებელი ნაწილები აქვს.
​

მეტალი და ტყავი/თოკები

თუ გინდა ექსკლუზიური ტერასა გქონდეს, გამოიყენე ტყავის მასალები, ან სპეციალ;ური თოკები. ჯერ ერთი იდეალურად იხდენს რკინა, მეორეც ტყავით, ან დეკორატიული თოკებით გაწყობილი სახელურები ბოჰემურ, თავადურ, მეფურ სტილს სძენს დიზაინს,

​მეტალი და ქვა/ბეტონი

თუ პირიქით, სკანდიდავიური სტილის მოყვარული ხარ, მაშინ, მოაჯირის რკინის სვეტები პირდაპირ მაგრდება ბეტონში ან დეკორატიული ქვაში. მაგრამ ეს ძალიან მოსაწყენი და მარტივია. ამიტომ მეტალს უმატებენ ქვის ან იმიტირებული ბეტონის ნაწილებსაც.

რაც მთავარია, უკვე მიხვდი, იმედია, რომ ბაზარზე არსებული, სულ რაღაც რამდენიმე ათეული ნიმუშიდან არ უნდა აირჩიო რომელიმე და შეგიძლია, საკუთარი ფანტაზიით, საკუთარი სურვილი შექმნა ისეთი კიბე, მოაჯირი, თუ ტერასა, რომელიც შერწყმული იქნება სახლის დიზაინთან და შენი ხასიათის შტრიხებსაც იდეალურად წარმოაჩენს.

კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც ასევე მეტ გასაქანს გაძლევს, ეს არის თანამედროვე, ლაზერული ჭრის ტექნოლოგია. დღეისთვის ითვლება, რომ რკინის მოაჯირების დამზადებაში ეს მეთოდი რევოლუციურია, რადგან ის საშუალებას გაძლევს მეტალის მთლიანი ფურცლისგან შეიქმნას ნებისმიერი სირთულის და სიზუსტის დიზაინი, ტრადიციული ჭედურობის მძიმე პროცესის გარეშე. თაღები, თუ ქაოსური ბადეები, ფოთლები, ტოტები, თუ ხის სილუეტები, – ყველაფრის გამოჭრაა შესაძლებელი, ნებისმიერი ნახატის, რაც მთავარია უწყვეტად, ასობით გადაბმის გარეშე.

განათება

თანამედროვე კიბე, თუ აივანი აღარაა მხოლოდ მასალა, დიზაინში მონაწილეობს მისი უდიდებულესობა განათებაც და ეს დეტალი არ უნდა გამოგრჩეს დაგეგმვისას. რომელი მხრიდან და როგორ უნდა განათდეს, ამაზე იქნება გამოკიდებული მისი ვიზუალი ღამით, რამდენად გამოკვეთს დეტალებს, რამდენად გამოაჩენს სივრცის შეგრძნებას, როგორ შეერწყმება
სახლს და ხედს, ამ ყველაფერზე ღამით პასუხისმგებელი განათებაა.

ფერი

ძალიან მნიშვნელოვანია ფერი. ბაზარზე ამ მხრივ დიდი არჩევანი არაა, რადგან ადამიანების უმრავლესობა სულ რაღაც რამდენიმე ფერს ირჩევს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ფერები არაა ხელმისაწვდომი, თუ მოინდომებ.

ძირითარი ფერები მაინც ესენია:

მქრქალი შავი, ანუ, არაპრიალა – ყველაზე პოპულარული არჩევანია დღეს.. შთანთქავს სინათლეს, კი, სამაგიეროდ, ყოველი ხელის მოკიდების შემდეგ, არ ატყვია თითის ნაკვალევი და განსაკუთრებით, ბავშვები თუ გყავთ ან ხშირად სტუმარი, მარტივი მოსავლელია. მკვეთრ, ელეგანტურ კონტრასტს ქმნის თეთრ კედლებთან ან ხისფერ საფეხურებთან.

გრაფიტისფერი – იდეალურია ბეტონის ზედაპირებისთვის. ფოლადისფერი, ანუ რკინა თავისი ბუნებრივი, შავ-ნაცრისფერი ელფერით, შენარჩუნებულია შედუღების კვალის ტექსტურა და ზემოდან იფარება მხოლოდ გამჭვირვალე ლაქით ან ცვილით.
მიუხედავად იმისა, რომელ ფერს აირჩევ, დარწმუნდი, რომ ფხვნილოვანი შეღებვითაა დამუშავებული, რაც უზრუნველჰყოფს მის იდეალურად სწორ, გლუვ ზედაპირს, ნაკაწრების გარეშე.

თუ უკვე გაქვს მოაჯირი და კიბე, იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნო კარგ მდგომარეობაში, მოვლის წესებზეც მოგიყვები

მოაჯირები რეგულარულად (თვეში ერთხელ მაინც) უნდა გაიწმინდოს რბილი ქსოვილითა და თბილი, საპნიანი წყლით. მოერიდეთ ქიმიურ საშუალებებს, განსაკუთრებით მათ, რომელთა შემადგენლობაშია მჟავე, ტუტე ხსნარები, რათა არ დაზიანდეს საღებავი. გაწმენდის შემდეგ, მოაჯირი მშრალი ქსოვილით უნდა გადაიწმინდოს, რათა ზედაპირზე სისველე არ დარჩეს. თუ მეტალზე ჟანგის მცირე ლაქებია, ახლავე უნდა მიხედვა, სანამ ჟანგმა მთლიანად არ დაფარა.

დაჟანგული ადგილი ფრთხილად უნდა გაიფხიკოს ლითონის ჯაგრისით ან ზედაპირი უნდა დამუშავდეს სპეციალური ტექნიკით და ცხადია, მეორე ნაწილი სჯობს, ბევრად ეფექტურია. შემდგომ უნდა დაიფაროს ჟანგის გადამყვანი სითხით, რათა შეაჩეროს კოროზია. აუცილებლად უნდა იქნას წასმული მეტალის გრუნტი და მხოლოდ შემდეგ უნდა შეიღებოს, რადგან, გრუნტი შეღებვის სიმყარესაც უზრუნველჰყოფს და იცავს ტენიანობისგან.

რკინის მოაჯირებს პერიოდული (რამდენიმე წელიწადში ერთხელ) გადაღებვა სჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღია ცის ქვეშაა. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური მეტალის საღებავები, რომლებსაც აქვთ ანტიკოროზიული (ჟანგსაწინააღმდეგო) თვისებები. საღებავის შერჩევა ინდივიდუალურია, მქრქალი საღებავი დახვეწილობას მატებს, თუმცა, მასზე მტვერი და ნათითურები ბევრად უფრო ხშირად და მეტად ჩანს, ვიდრე პრიალაზე. შეღებვა სასურველია მშრალ, თბილ ამინდში, რათა საღებავი თანაბრად გაშრეს.

თუ რკინის კიბე გარეთაა და შესაბამისად, ზამთარის თვეებში ხშირად სველდება, ყოველ გაზაფხულზე შეამოწმეთ და პატარა დაზიანებები დროულად გამოასწორეთ, – ეს არის გარანტია იმისა, რომ დიდხანს და კომფორტულად გემსახუროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
შედუღების ადგილებს, ორნამენტებს – ყველაზე ხშირად და ყველაზე პირველად ამ ადგილებში იწყება დაჟანგვა.

და თუ უკვე დაჟანგულია და გამოსაცვლელია? ან თუ რკინის მოაჯირი ახლებურად გინდა დაამონტაჟო? თუ შენი ექსკლუზიური დიზაინი უკვე მოიფიქრე და იცი, როგორი მოაჯირის ცქერა არ მოგწყინდება არასოდეს? –  მაშინ ეს ბაზა, რომელსაც ერთი ხაზით ქვემოთ დაგიტოვებ, შენთვისაა. რკინის მოაჯირი სახლის უწყვეტი ნაწილი უნდა იყოს და შესაბამისად, ინდივიდუალური, მზა მოაჯირებში კი, ინდივიდუალიზმი ნაკლებად ჩანს. გარდა ამისა, მხოლოდ დიზაინი ხომ არაა? საჭიროა იყოს მტკიცე და უსაფრთხო. ამიტომ მისი დამზადება მხოლოდ პროფესიონალს უნდა ანდო.

გაეცანი ხელოსანთა პირობებს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაეცანი კომენტარებს, რას წერენ მასზე მომხმარებლები, უბრალოდ მოეწონათ, თუ აღფრთოვანდნენ?

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
ახალი ამბები

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

12:46 11-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved