• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

ალია ავტორი - ალია
14:41 11-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
created by photogrid

created by photogrid

Facebook-ზე გაზიარება
22

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება:

,,მეგობრებო, ვირაზმებით პატარა გიორგის გადასარჩენად! #გიოსთვის

დღეს ჩემს მეგობრებს, ნუცას და ბექას, ჩვენი თანადგომა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.

უკვე წელიწად-ნახევარია, მშობლები საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან.

4 წლის გიორგი 2025 წლის 22 ივლისს, სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“, მესამე სართულის მოაჯირიდან 16,363 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“, არ ქონდა ელემენტალური შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული რამაც გამოიწვია გიორგის ვარდნა, ამ ვარდნის შედეგად გიორგიმ მიიღო თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება, მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა, დაკარგა მეტყველების უნარი და განუვითარდა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი.

გიოს ჩაუტარდა არაერთი ურთულესი ოპერაცია: ელენთის ამოკვეთა, მარცხენა ფეხის ოპერაცია, კრანიოტომია (თავის ქალის ძვლის დროებითი ამოღება) და კრანიოპლასტიკა (თავის ქალის აღდგენა იმპლანტებით). ძლიერი სისხლდენის გამო საავადმყოფოში მიყვანისას გიოს გული ორჯერ გაუჩერდა… ქართველმა ექიმებმა კერძოდ ინგოროყვას ბავშვთა რეანიმაციის გუნდმა კი სასწაული შეძლეს და პატარას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

2025 წლის 27 აგვისტოს გიო მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში, აჩიბადენის კლინიკაში გადაიყვანეს. თავდაპირველად „ჰუალინგი პლაზამ“ აიღო მომხდარი ფაქტის გამო პასუხისმგებლობა და დააფინანსა გიორგის 2 თვის მკურნალობა თურქეთში, მაგრამ 2 თვის მერე უარი თქვა გიორგის მკურნალობის ხარჯების დაფინანსებაზე.

ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მშობლებმა საკუთარი სახსრებითა და ახლობლების დახმარებით 800 000 ლარზე მეტი დახარჯეს. დღეს ოჯახს ფინანსური რესურსი სრულად ამოწურული აქვს.

გიოს ბრძოლა გრძელდება!

ბოლო პერიოდში დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები, რომელთა დროსაც აღინიშნება სხეულის ძლიერი დაჭიმულობა. მიმდინარეობს გულყრების ტიპის დაზუსტება, მათ შორის განიხილება სპაზმური ან ეპილეფსიური ხასიათის ეპიზოდების შესაძლებლობა.

გიორგის ეს გულყრები მალე უნდა დამთავრდეს, რადგან მისი მიღწეული განვითარების ტემპმა არ დაიწყოს
უკუსვლა. საჭიროებს მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევას, სასწრაფო მკურნალობასა და კვლევების მიხედვით დადგენილ დამატებით სამედიცინო ჩარევებს.

შესაგროვებელი თანხა: 64,000 აშშ დოლარი

თანხა საჭიროა გიორგის სრული სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობისა და აუცილებელი სამედიცინო ჩარევების დასაფინანსებლად, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრებისთვის. ფინანსური რესურსების არქონის გამო, ოჯახმა გაზაფხულზე თურქეთში გამგზავრება ვერ შეძლო.

გთხოვთ, ნუ დავტოვებთ ამ გადასარევ ოჯახს მარტო! თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. ვისაც რამდენის შესაძლებლობა გაქვთ, დაგვეხმარეთ პატარა გიოსთვის. თუ თანხის ჩარიცხვას ვერ ახერხებთ, გააზიარეთ ეს პოსტი იქნებ თქვენი ერთი გაზიარება გადამწყვეტი აღმოჩნდეს!

მე მჯერა ქართველი ხალხის ერთობის !!!!

მიმღები დედა : ნინო ბარაბაძე

TBC : #GE11TB7309545063300011

BOG: #GE55BG0000000611323211

PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved