• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
17:04 07-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია.

– ბატონო კოტე, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის,  მარკო რუბიოს მიწვევით ამერიკაში გაემგზავრა. ბოჭირიშვილმა სხვა, 60  ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღო „მსოფლიო ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში და სიტყვითაც გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, რეალურად, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკაში ქართულ-ამერიკული და ქართულ-რუსულ-ირანული ურთიერთობების განსახილველად ხომ არ ჩაიყვანეს?

– ამერიკისა და ირანის ურთიერთობები კვლავ გართულდა. მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამერიკა კვლავ ბომბავს ირანს და უფრო დიდი ესკალაციაა მოსალოდნელი. ირანი ჩვენი მეზობელია, შავი ზღვის აუზი ხმელთაშუა ზღვის ნაპირს წარმოადგენს და ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტერორიზმთან ბრძოლისა და ასევე, ნარკოტრაფიკის საკითხში. ბუნებრივია, ბოჭორიშვილის ეს მიწვევა არ უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს. აქ პირდაპირ არის ლაპარაკი ირანელების ჩამოსვლაზე საქართველოში, მათ აქ დამკვიდრებაზე, აქ არის მიძინებული საფრთხეები, ტერორიზმთან სავარაუდოდ  დაკავშირებული პირები იმყოფებიან საქართველოში, მოძრაობენ – გადიან ქვეყნიდან და შემოდიან.

– მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ ამერიკა ებრძვის ტერორიზმს და მათ შორის, ჩვენს რეგიონში და ამ დროს საქართველო ტერორისტული სახელმწიფოს, ირანის პარტნიორია, ასევე, ირანის მხარდამჭერი რუსეთის. იქნებოდა 16 ივლისს კულუარებში ამ თემაზე საუბარი რუბიოსა და ბოჭორიშვილს შორის?

– რა თქმა უნდა. ეს პირდაპირი კონტაქტი რუბიოსა და ბოჭორიშვილს შორის ძალიან კარგია, რადგან რუბიო შეეცდებოდა მისთვის აეხსნა, რას ნიშნავს საქართველოს მეგობრული ურთიერთობა არა მარტო ირანთან და რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც. ეს სამი ქვეყანა დასავლური ცივილიზაციის მტერია. ჯერ კიდევ 2019 წელს, ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას,  სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ  ჩვენს პრემიერს, მამუკა ბახტაძეს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა, რომ მე გაფრთხილებ, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობა თქვენთვის საზიანო იქნებაო. ახლა სხვანაირი ადმინისტრაციაა, რუბიო უფრო ფრთხილია, უფრო დიპლომატიურია, მაგრამ იმავეს გაუმეორებდა  ბოჭორიშვილს, რაც პომპეომ უთხრა ბახტაძეს. ეს საუბარი გარდაუვალიც კია იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს რუსეთსა თუ ირანში. ფაქტიურად, პომპეოს 7 წლის წინანდელი  გაფრთხილება ახდა კიდეც. რუსეთი უკრაინასთან დიდ ომშია ჩართული და ირან-ამერიკის ომის უკვე მაორე ფაზა დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ჭკუა რომ ჰყოფნოდათ, ისინი დროულად მოახდენდნენ რუსეთთან და ირანთან დისტანცირებას და ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამის ნაცვლად,  ეკონომიკის ყველა სტრატეგიული დარგი რუსეთზე ჩამოჰკიდეს, რომლის ეკონომიკაც შავ დღეშია და კობახიძე და ყაველაშვილი მონაცვლეობით დადიან ირანელი სამხედრო თუ სასულიერო ლიდერების პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე.

-პომპეო და ბახტაძე ახსენეთ და ერთი რამ გამახსენდა  მათი შეხვედრიდან. როდესაც პომპეომ და ბახტაძამ ბრიფინგი გამართეს, პომპეომ ჩვენს პრემიერს  საჯაროდ ისიც უთხრა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა საქართველოს ხელისუფლებას და არც ის დაუმალავს, რომ ეს ამერიკის ინტერესებში შედიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ უკუღმა გააკეთა ყველაფერი.  ჯერ ამერიკელები გაყარეს ანაკლიის პორტის პროექტიდან, მერე ჩინელებს უნდა აეშენებინათ, მაგრამ ჩინურმა კომპანიამ უარი თქვა პორტის აშენებაზე. ახლა უკვე გადაწყდა, რომ სახელმწიფო თავად ააშენებს პორტს, თუმცა, შესაძლოა, ესეც შეიცვალოს. „ქართულ ოცნებას“ ცხრა  პარასკევი აქვს. შესაძლებელია, ამერიკელები კვლავ დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის აშენებით?

– რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არის ანაკლიის პორტით ვაჭრობა. ეს სერიოზული თემაა, ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს  და გავიმეორებ, ისეთ ადგილას აშენდება, ირანთან დაკავშირებით შავი ზღვის მნიშვნელობის შეფასება და გადაფასება ძალიან რთულია. ეს არის ირანის დასავლეთის ზურგი და უსაფრთხოების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. დღეს, ფრთოსანი რაკეტების უმეტესობა, ნებისმიერი ქვეყნისა, განთავსებულია საზღვაო-გამშვებ სისტემებზე. ხომ წარმოგიდგენიათ, შავ ზღვაზე არსებულ პორტთან ახლოს, ამერიკელებს ჰქონდეთ  წყალქვეშა საზღვაო ბაზები, ეს რამხელა უპირატესობა იქნება მათთვის ირანთან მიმართებაში. მით უმეტეს, ამერიკელებს არც მაშინ დაუმალიათ ანაკლიის პორტთან საზღვაო ბაზას ავაშენებთ, იქ კიდევ წყალქვეშა ნავებს განვათავსებთო,  როდესაც პორტის აშენებას ამერიკული კომპანიები აპირებდნენ. ახლა რა ხდება, რას ნიშნავს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს?! ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ, ეს სახელმწიფო ქართველ ხალხს კი არ ეკუთვნის, მე მიდევს ჯიბეში და მე უნდა დამელაპარაკოთო. ამას ეუბნება ყველას, ვისაც ანაკლიის პორტის მიმართ აქვს ინტერესი და მათ შორის, ამერიკელებიც არიან. გამოდის, საქართველოს საზღვაო აკვატორია კერძოა, ივანიშვილისაა. ცხადია, ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნების“ ლიდერებს აწყობთ, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ამერიკამ პორტის მშენებლობაზე და ესენი რას შესთავაზებენ იცი სანაცვლოდ? ჩვენი რეჟიმი აღიარეთ და მაშინ ააშენეთ პორტიო, ეტყვიან. ცახდია, ამერიკა არ არის ის ქვეყანა, მისი ლიდერები ივანიშვილს შეყვნენ ამ ვაჭრობაში, გაუხანგრძლივონ მას მმართველობა. ეს არც არაბეთთან გააკეთა ამერიკამ, არც შუააღმოსავლეთის ქვეყნებთან, არც ვენესუელასთან და არც ივანიშვილთან გააკეთებს. ანკორიჯში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გავიხსენოთ. რუსეთთანაც არ ივაჭრა ამერიკამ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ბევრი რამის დამთმობი იყო ამერიკისთვის, უკრაინის ომში ამერიკის სრული ნეიტრალიტეტის დაცვის საფასურადაც კი.

– რეალურად, ჩინეთი საბოლოოდ გავიდა ანაკლიის პორტის პროექტიდან?

– კი, ჩინეთი გავიდა და ვფიქრობ, საბოლოოდ. ჩინეთს მილიარდები ჰქონდა დაბანდებული ირანში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, კუბაში და ბევრი ქვეყანის საზღვაო პორტებში.  2 დიდი პორტი მრავალწლიანი იჯარით აქვს აღებული ირანში. ვენესუელასა და ირანში უკვე უზარმაზარ ფულს კარგავს და ვფიქრობ, ამას მალე კუბაც დაემატება. ახლა ჩინეთი აღარ გარისკავს და აღარ ჩადებს ფულს საქართველოში. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩინეთი შეეშვა სხვა და სხვა ქვეყნებში პორტების ყიდვასა და იჯარით აღებას, რადგან აღარ აქვს გარანტია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება და ეს პორტები იმუშავებს, ჩინური სახელმწიფო კომპანიები მოგებას ნახავენ. ჩინეთისთვის ამის გარანტიის მიცემა შეუძლია მხოლოდ ამერიკას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ირანს და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ეხება. დღეს თუ ხვალ, იმ ორმუზის სრუტეს, ამერიკა გააკონტროლებს. ეს აუცილებლად მოხდება.

– ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კიმ სტარმერი გადადგა და მის ადგილს მანჩესტერის მერი, ენდი ბერნემი დაიკავებს. მაინტერესებს, რა შეიცვლება მისი მოსვლით საერთაშორისო პოლიტიკაში? კონკრეტულად, დონალდ ტრამპი უკმაყოფილო იყო, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა და პირველ რიგში, დიდმა ბრიტანეთმა არ იბრძოლეს ირანთან ომში ამერიკის მხარდამხარ, საერთოდ არ აღმოუჩინეს სამხედრო დახმერება. ახალი პრემიერი ამ მხრივ რაიმეს შესცვლის?

– ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ენდი ბერნემი ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს. ის არის უკრაინის დიდი მხარდამჭერი და შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მომავალში დიდი ბრიტანეთი გაზრდის უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ცხადია, შესაბამისად, ანტირუსული განწყობა აქვს. ნატოს ქვეყნებიდან ვინ გაჰყვება ამერიკას ირანთან ომში, ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. რამდენადაც ვიცი, არც ერთ ქვეყანას პოზიცია  ჯერ არ შეუცვლია. თუმცა, შესაძლოა, შეიცვალონ. სხვა მხრივ, ევროპაში, კერძოდ ევროკავშირში კარგი ამბები ხდება. უნგრეთი დაუბრუნდა ევროკავშირს და ახალი პრემიერი, მადიარი და მისი მთავრობა, რუსეთთან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობენ.  უნგრეთის მაგალითმა სხვა ქვეყნებს აჩვენა, რომ პრორუსი ხელისუფლებების ხანა დასრულდა ევროპაში. პრორუსი ლიდერები, ან შეიცვლიან განწყობას და შესცვლიან ქვეყნების საგარეო კურსს, ან ორბანის დღე მოელით. ეს იგრძნეს სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერებმა, ფიცომ და ვუჩიჩმა და ასე ვთქვათ, ისინიც დაუბრუნდნენ ევროკავშირს, დაასრულეს მასთან კონფრონტაცია. ევროპა ძლიერდება, დღეს ევროპის უსაფრთხოების სისტემა ყველაზე საიმედოა. შესაბამისად, ყველას უნდა ძლიერთან ყოფნა. აქ მარტო ევროპაზე არ არის ლაპარაკი. კოლექტიურ დასავლეთს რომ ვეძახით, იქ ევროკავშირიც შედის, ამერიკაც,  დიდი ბრიტანეთიც, კანადაც, თურქეთიც,  იაპონიაც, სამხრეთ კორეაც და ჯამში, 50 სახელმწიფოზე მეტია ამ კოალიციაში. ერთიანი ევროპის სისტემა ძლიერდება და იმედი მაქვს, ამ ევროპის ნაწილი ჩვენც გავხდებით.

ძლიერი ევროპა იქნება ამერიკის მოკავშირე და ორივენი ერთად ჩააჩოჩენებ რუსეთს. რუსებმა ევროპასთან და ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების ყველანაირი შანსი მოსპეს უკრაინასთან ურთიერთობით, შავი პიარით, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით დარჩენილი ხიდებიც გადაწვეს და ხომ ხედავთ, რა დღეში არიან? რუსეთს იმაზე ჰქონდა პრეტენზია, რომ ნახევარ მსოფლიოს მოამარაგებდა გაზით და ნავთობით და დღეს, ბენზინსა და დიზელის საწვავზე, რუსეთის დიდ ქალაქებში რიგები დგას, ყველა სახეობის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა რუსეთმა. რუსეთის ეკონომიკა მალე დაუძლურდება, რუსეთი დაკარგავს გავლენას საერთაშორისო დონეზე, როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკასა და სამხედრო სფეროში. შესაბამისად, რუსეთი დაკარგავს ზესახელმწიფოს სტატუსს და  აღარ იქნება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშე. მსოფლიო გახდება სამპოლუსიანი – ამერიკა, ევროკავშირი და ჩინეთი იქნებიან ეს პოლუსები.

თეგები: კოტე კემულარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved