• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

ალია ავტორი - ალია
18:32 11-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12

რემონტი ბევრისთვის დამღლელ, თავსატეხ საქმესთან ასოცირდება,– არევ–დარევასთან, მეტის დახარჯვასთან, დროის გაწელვასთან და ნერვების დაწყვეტასთან. მეც გადამიტანია, მეც გადამიხდია იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი, მეც მინერვიულია, მეც დავრჩენილვარ კვირებით უწყლოდ, ან უშუქოდ და მერე გადავწყვიტე ლიმნისგან ლიმონათი გავაკეთო და ვისიამოვნო, ანუ, ცუდი გამოცდილება ვაქციო – შესაძლებლობად.

დღეს მოვყვები ყველა იმ წესზე, რომელიც რემონტის პროცესს გახდის სტაბილურს, დაგეგმილს და რაც მთავარია, კომფორტულს.

ოქროს რეზერვი და ბიუჯეტის სამი ნაწილი

პირველი და მთავარი წესია რეზერვი – ის უნდა იყოს სრული თანხის 20 პროცენტი, რათა ფინანსური კრიზისი არ დადგეს და რემონტის გაჩერება არ მოგიწიოს.

მაგალითად, თუ ვიცით ჯამური თანხა, რის დახარჯვასაც ვგეგმავთ, მისი 20 პროცენტი უნდა იყოს გადადებული და როგორც წესი, აუცილებლად იჩენს ხოლმე რაღაც თავს, რისთვისაც დაგჭირდება და თუ არ დაგჭირდება და არ მგონია ვერ მოიფიქრო, რას შეიძენ ამ ფულად.

როცა უკვე გადადე რეზერვის თანხა და დაგრჩა დასახარჯი თანხა, გასწავლი ერთ წესს, როგორ უნდა შეამოწმო ხელოსანთა პატიოსნება და პროფესიონალიზმი.

დარჩენილი თანხა სამ ნაწილად იყოფა:

შავი მასალები და კომუნიკაციები თანხის 30 პროცენტში უნდა ჩაეტიოს – იქნება ეს ბლოკი, ცემენტი, ქვიშა, თუ ელექტროენერგიისა და სანტექნიკის გაყვანილობისთვის ნაწილები.

მოსაპირკეთებელი, საფინალო მასალებისთვის 40 პროცენტზე მეტი არ უნდა დაგეხარჯოს, იქნება ეს კერამოგრანიტი, შპალერი, საღებავი, ჭერი, იატაკი, კარი, თუ სანტექნიკის მოწყობილებები – ონკანი, უნიტაზი.

და მესამე ნაწილი, დარჩენილი 30 პროცენტი უკვე ხელოსნებისაა. იქნება ეს შავი, თუ მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულების საფასური, დემონტაჟი, ელექტროობა, სანტექნიკა, ლესვა, თუნუქის თუ ღებვის  სპეციალისტი. თანხის 30 პროცენტს არ უნდა ასცდეს ხელოსნების
ანაზღაურება.

თუ ყველაფერს ასე კარგად გავთვლი, რა საჭიროა 20 პროცენტიანი რეზერვი?

მაგალითად, ფარული დეფექტებისთვის – ძველი კედლებისა თუ იატაკის მოშლისას, ხშირად ჩანს ისეთი დეტალები, რაც დაფარული იყო. როცა უკვე იცი, რომ მილი, რომელიც ჟანსაღი გეგონა, დაჟანგული და ჩაშლის პირასაა, ან ელექტროგაყვანილობა ლამის ავარიულია, ზემოდან იატაკს სანამ გადააგებ და ან ახალ კედელს ამოაშენებ, აუცილებლად მოგინდება მისი გამოსწორებაც.
ბაზარზე მასალის ფასი მუდმივად ცვლადია, შესაძლოა, ტრანსპორტირებაში მოგიწიოს იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე გეგმავდი და ან სულაც ბუნებრივმა დანაკარგმა იჩინოს თავი – მაგალითად, ფილების დაჭრისას 10–15 პროცენტიანმა დანაკარგმა.

ტექნოლოგიები წინ მიდის და თუ პროცესში, ხელოსანმა გითხრათ, რომ კედელს დამატებით ხმის იზოლაციის მასალაც სჭირდება, უარს იტყვით? და თუ გამაგრება დასჭირდა?

დაიმახსოვრე:

ხელოსანს თანხა უნდა გადაუხადო მხოლოდ შესრულებული და ჩაბარებული ეტაპების მიხედვით. წინასწარ სრული თანხის გადახდა დიდი რისკია.

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა?

შპალერს თუ ვერ იყიდი ზუსტად ისეთს, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა, არა უშავს, შემდგომ იყიდი, მაგრამ ფუნდამენტური კომუნიკაციები რემონტის ფესვებია და თუ მასზე დაზოგავ, ისევ გამოსანგრევი დარჩება კედელი და იატაკი კი ასაყრელი. ეს კი, პრაქტიკულად, ახალი რემონტია და ახალი დიდი ხარჯი.

ელექტროობა

აქ დაზოგვა კატეგორიულად აკრძალულია. ეს პირდაპირ უსაფრთხოების ნაწილია. გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კაბელები, საუკეთესო დამცავი ავტომატები. როცა ვამბობ, საუკეთესო ავტომატს, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმასა, რომ შესაბამისობაში უნდა იყო მოხმარებულ ელექტროენერგიასთან. თუ ვინმე თვლის, რომ ძლიერი ავტომატი უკეთ იმუშავებს სუსტი მოხმარების პირობებში – ეგაც შეცდომაა.

ცალკე უნდა დაიქსელოს ხაზები ტექნიკისთვის – იქნება ეს ღუმელი, საშრობი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თუ კონდიციონერი, რათა ქსელი არ გადაიტვირთოს.

წინასწარ შეადგინე თითოეული ოთახისთვის როზეტების ზუსტი რუკა, რომ დამაგრძელებლების გამოყენება არ მოგიწიოს შემდგომ.

სანტექნიკა და კანალიზაცია

მას სახლის სისხლძაღვებსაც ეძახიან, იმდენად მნიშვნელოვანია. რემონტის მტერია არასწორად ან ცუდი მასალებით გაკეთებული სანტექნიკა. გამოიყენეთ უმაღლესი ხარისხის მილები, ეცადეთ მილების შეერთებები არ იყოს კედლის ქვეშ და დარჩეს ხელმისაწვდომ ადგილას. პირადი გამოცდილებით გირჩევთ აბაზანისა და სამზარეულოს ზონების ჰიდროიზოლაციას რამდენიმე ფენად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი, მეზობლის სახლი გადარჩება დატბორვისგან და შენ – ზედმეტი ხარჯისგან. კანალიზაციის შემთხვევაში.

მილების მონტაჟისას, დახრის კუთხე დაახლოებით 2–3 სანტიმეტრი უნდა იყოს თითო მეტრზე, რათა წყალი სწრაფად გავიდეს და მილების გაჭედვის რისკი დაბალი იყოს.

გათბობა, განიავება, გაგრილება

ეს არაა კომფორტი, ეს თანამედროვე ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი პუნქტებია. თუ იატაკქვეშა გათბობას დაგეგმავთ, მილები უნდა იყოს ხარისხიანი და მთლიანი და არა დაჭრილი და გადაკერებული. ბეტონის მოჭიმვამდე კი, სავალდებულოა სისტემა გამოიცადოს მომატებული წნევით, ე,წ, „პრისინგით“.

გამწოვის მილები თუ არ იქნა სველ წერტილებთან გათვალისწინებული, დროთა განმავლობაში ნესტი და უჰაერობა ობს აჩენს.

და კარგი, ბატონო, კი, კონდიციონერის მილების ჩასმა ნამდვილად კომფორტის ნაწილია – თუ კედლების გასწორებამდე ჩასვამთ სამონტაჟო მილებს, ვიზუალურად ბევრად ლამაზი იქნება სახლის ეს ნაწილი.

შპალერის შეცვლა რამდენიმე საათის, ან რამდენიმე დღის სამუშაოა, გააჩნია ფართს, მაგრამ თუ წყალმა გაჟონა, ან ელექტროობას აქვს პრობლემა, ყველაფრის დანგრევა თავიდან იწყება. ამიტომაც კომუნიკაციებში ჩადებული ფული ინვესტიციაა, მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის, თანაც მრავალი წლით.

–მაინც გასაქირავებლად მინდა და…

ეს ფრაზა ხშირად მესმის ამ ბოლო დროს და ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება დაუშვა. მით უმეტეს, თუ გასაქირავებლად გინდა. ესე იგი, არც ის იცი, რამდენად კარგად და სწორად მოუვლის მდგმური და კიდევ უფრო მეტად ხარისხიანად უნდა გააკეთო რემონტი. ჩემი მეზობლები ასე იწყებდნენ ხოლმე – რა იყო, შენი ბინის ძუნწმა მეპატრონემ მაგაშიც დაზოგა ფული? ეგაც თავისი ხელით გააკეთა და იმიტომ გაფუჭდა? ხან მოდიოდა მერე და თავად აკეთებდა, ხანაც ქირიდან ვუქვითავდი ხელოსნის ფულს და მე თავად ვქირაობდი. ორივე დისკომფორტი იყო, ამიტომ ვეცადე, მალე გადავსულიყავი იმ ბინიდან.

ზევიდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ

ეს კიდევ ერთი მთავარი წესია რემონტის. ჯერ ყველაფერი უნდა მოასუფთავო, სამშენებლო ნაგავი გაიტანო და მერე იწყებ რემონტს. ჯერ კედლები უნდა იყოს იდეალურად სწორი, კუთხეები ზუსტად 90 გრადუსით, რომ მაგალითად, სამზარეულოსა და აბაზანაში ფილები მჭიდროდ ჩაჯდეს და შემდეგ იწყებ იატაკს. კედლების გალესვამდე, ამზადებ კომუნიკაციებს და ასე შემდეგ, ანუ, ზევიდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ გრძელდება რემონტი.

რემონტის ყველაზე დიდი მტერი

მისი ყველაზე დიდი მტერი ზოგს ცუდი ხელოსანი ჰგონია, ზოგსაც – მასალა, არადა, ნომერ პირველი მტერია – სიჩქარე. არა, არც დროში გაწელვა ვარგა, მაგრამ ეგ პროცესს მაინც არ აზიანებს.

არსებობს ფიზიკისა და ქიმიის კანონები, რომელსაც ვერ აუვლი გვერდს და ცემენტს, ბათქაშს, წებოს – ყველაფერს თავისი გაშრობის ვადები აქვს. მაგალითად, იატაკის მოჭიმვისას თუ დაირღვა ვადა – ლამინატს ან პარკეტს ძალიან მალე გააფუჭებს. „შპაკლის“, გრუნტისა და სხვა ფენებს შორის მინიუმ 12 და მაქსიმუმ 24 საათი უნდა გავიდეს, რათა საღებავი მალევე არ აძვრეს.
თუ დააჩქარებთ გამოშრობის პროცესს ეს იწვევს როგორც ნესტსა და ობს, ასევე მასალების გამობერვას, ამოყრას, მასალების ფერის ცვლას, კარის ჩარჩოების დეფორაციას.

ხშირად მსმენია, რომ ელექტრო გამათბობლებს დგამენ, რათა სიცხემ გამოაშროს სწრაფად, გამოშრობა უნდა მოხდეს ბუნებრივად, განიავების გზით, თუ გამოშრობას ეცდებით ხელოვნურად, არათანაბარი სითბოთი, მასალები შეიძლება დასკდეს, ან ტრანსფორმირდეს. რამდენი სახლი მინახავს, ახალგაკეთებული რემონტის მერე – ხელახლა სარემონტოა და იცი რა,
ხელოსანმა უთხრა, რომ აი, რა ქნას, ნესტიანია სახლი, ადრე არ იყო ნესტიანი და ახლა გახდა, რას ვიზამთ, შეიცვალა სამყარო… კი, შეიცვალა, განვითარდა სამყარო და მაგალითად, პარკეტის ან ლამინატის დაგებამდე უკვე შეგვიძლია სპეციალური ხელსაწყოთი გავზომოთ მოჭიმული იატაკის რეალური ტენიანობა და სანამ არ იქნება ნორმის ფარგლებში, იატაკი მანამდე არ
დავაგოთ.

ცალკე ხელოვნებაა მასალების სწორად შერჩევა. იმდენი ლაიფჰაკი დამიგროვდა უკვე, რომელი მასალა სჯობს, გამძლეობის, თუ მოვლის კუთხით, როგორ უნდა მოვუაროთ მერე სწორად, – მაგრამ ეს უკვე შემდგომი მასალის თემა იყოს.

დავგეგმე რემონტი – სად და როგორ ვიპოვნო ხელოსნები?

ნაპოვნი მყავს უკვე, ერთი არა თან, არაერთი. ბაზა მაქვს ნაპოვნი ხელოსანთა, რემონტი გადაწყვიტე? – შეხვალ, აარჩევ, დაურეკავ სახლიდან გაუსვლელად, მოუყვები შესასრულებელ სამუშაოზე, გადაუგზავნი ფოტოებს – არ მოგეწონება? ვერ შეუთანხმდები ფასზე? იქვეა სხვა ხელოსნის ნომერიც და კიდევ სხვა ხელოსნის. კომენტარებიც წაიკითხე, იქ, საკუთარ გამოცდილებაზე წერენ რეალური მომხმარებლები.

საერთოდაც, მთავარია ბიუჯეტი დაგეგმო და კონტროლი – დანარჩენს, იქნება ეს მასალების შერჩევა თუ სამუშაოების დაგეგმვა, თავად გააკეთებს. როგორ უნდა აკონტროლო და რა უნდა გაითვალისწინო, მოვყევი ზემოთ. აბა, ახლა, მართლა ყველაფერი ის თუ თავად აკეთე, რაც ზემოთ დავწერე, ხელობასაც ისწავლი, რაღა დარჩა და ეგაა. გადაწყვიტე რემონტი, დაგეგმე ბიუჯეტი, შეუთანხმდი ხელოსანს და გახსოვდეს, როგორ უნდა აკონტროლო, – სულ ესაა.

რომ თქვა იმ დიდმა კაცმა, სწავლის ძირია მწარე, თორემ, კენწეროში გატკბილდებაო, კი აღმოჩნდა მართალი, რაც მე პირადი გამოცდილებით ვიწვალე და დღეს, ძველი და მწარე ისტორიებით, კონტროლის მექანიზმების ცოდნით, – მეტად როგორღა უნდა გატკბილდეს, ელიავას გზა დამავიწყდა, ხალხნო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved