• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ ერკვევა საკითხებში…” “თანამდებობრივი შეუთავსებლობა” – დოლიძე-ჯანეზაშვილის დაპირისპირება

ალია ავტორი - ალია
17:39 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის დაპირისპირება გრძელდება – იუსტიციის არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას და ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ჯანეზაშვილს რამდენიმე წუთის წინ დოლიძემ უპასუხა და თქვა: „მე ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი არის მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან მხარდამხარ ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. არ მინდა, ეს დავაბრალო ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებლის კვალიფიკაციას და იურიდიულ კვალიფიკაციას, რომ ის ვერ ერკვევა სამართლებრივ საკითხებში. უფრო სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ამუშავდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც უმრავლესობის სახით მიიღო მან, როცა დაინიშნა იუსტიციის საბჭოს წევრად”.

მეტიც, ანა დოლიძის შეფასებით, ნაზი ჯანეზაშვილს „ქართული ოცნების“ წინაშე ვალდებულებები აქვს.

„როგორც ჩანს, მას, ვინც დანიშნა, „ქართული ოცნების“ წინაშე აქვს გარკვეული ვალდებულებები და ახლა, როცა იქმნება ახალი, სამსჯელო, სადისკუსიო ასპარეზი, სამწუხაროდ, გვირიტიშვილთან, მიქაუტაძესა და სერგოსთან ერთად ნაზი ამ ყველაფრის მონაწილეა. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ეს შეიძლება იყოს სამართლებრივი დავის საგანი და შეუძლიათ გვრიტიშვილს, მეთოფიშვილსა და ნაზის, სასამართლოს მიმართონ.“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ისევე როგორც მოსამართლეებს, აქვთ გარკვეული, შეიძლება ითქვას, მკაცრი შეზღუდვები, რომელთაგან რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას.

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ძალიან ცალსახაა და სრულიად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, საერთოდ არ მესმის ამაზე რატომ გვიწევს საუბარი.

ბუნებრივია ის, რომ საზოგადოების მხრიდან კითხვა ჩნდება იმ მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც ანა დოლიძემ სხვებთან ერთად დააფუძნა და როგორც ლიდერი აქტიურად არის ჩართული. ამ ორგანიზაციის პრეზენტაციამ, შემდგომმა განცხადებებმა და აქტივობებმა გააჩინა განცდა, რომ ეს მოძრაობა იმათავითვე პოლიტიკური მიზნებით ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა (რაც ჩემთვის არადამაჯერებელია), მაშინ, საინტერესოა, რა პროექტები აქვთ და რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას. თუ ასე არ არის, საინტერესოა, რომელი წყაროდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია?

2. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა ამისა, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ჩვენი, როგორც წევრების საქმიანობის ხელშეწყობა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეროგატივაა და არა კერძოდ ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული თანამშრომლის. ანას და მისი ორგანიზაციის საჯარო აქტივობებიდან კარგად ჩანს, რომ მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას აქვს ოფისი, ჰყავს სტაფი (პრესსამსახური), ამასთან თავად ანა, როგორც ორგანიზაციის ოფიციალური თავმჯდომარე მენეჯმენტს უწევს მოძრაობის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართავს.

3. მესამე კითხვა არის შემდეგი. ვინაიდან ის არის მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლოა, შეფასებული იქნას როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა “საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი”. თანაც იმ დროს, როდესაც მისი მოძრაობის წესდებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აკისრია აღნიშნული ორგანიზაციის მიზნებიდან (ისევ წესდებას მოვიშველიებ, სადაც წერია, რომ ამ ორგანიზაციის მიზნებია ორნიშნა ეკონომიკური განვითარება, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა და სხვა) გამომდინარე, საბჭოს წევრობის პარალელურად.” – წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved