გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია On.ge-სთან აცხადებს, რომ გოგი წულაიას მხრიდან ივანიშვილის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდა სამართლიანი იქნება.
“თქვენ გაქვთ უფლება მოხვიდეთ ჩემ კაბინეტთან და დედა მაგინოთ, ამის უფლება გაქვთ, ეს ხომ არის თქვენი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თქვენ თუ დარწმუნდებით, რომ ეს ცუდი ქცევა იყო, ან არ შეეფერებოდა ადამიანურ მორალს, თქვენ ხომ მოხვალთ და ბოდიშს მომიხდით, ეს ხომ ბუნებრივი ამბავია? მეც რომ იგივე დამემართოს, ხომ იგივეს გავაკეთებ? ზუსტად ამ მიზეზის გამო უნდა გააკეთოს ეს გოგი წულაიამაც, ჩემი აზრით”
კომენტარები