• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

ალია ავტორი - ალია
13:58 04-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე

 

გლობალურად მომატებული გაურკვევლობა.აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებამ და სხვა მსხვილი ეკონომიკების საპაუსხო, თუმცაღა სხვადასხვაგვარმა, ზომებმა, გასულ თვეში მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები. ვინაიდან ნაკლებსავარაუდოა რომ პროტექციონიზმსიკენ გლობალურმა გადახრამ რომელიმე ცალკეულ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედოს, ეკონომიკური ზრდის მოლოდინები შემცირდა, ხოლო საინვესტიციო მოთხოვნამ შედარებით უსაფრთხო აქტივებისაკენ გადაინაცვლა, რამაც ოქროს ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. მეორე მხრივ, გლობალური რეცესიის შიშების გამო, აშშ დოლარისა და ნავთობის ფასები შემცირდა, რაც მიმდინარე მოვლენების არაპირდაპირ ეფექტებზე აქცენტის გაკეთების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის დაწესებული პოლიტიკის გადახედვის ან სულაც გაუქმების შესაძლებლობაც.

 

სავარაუდო გავლენა საქართველოზე სატარიფო პოლიტიკის გამოცხადებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში – ზომიერად უარყოფითი ეფექტი ზრდაზე, ხოლო ლარის კურსისთვის ამ ეტაპზე პოზიტიური, თუმცა პოტენციურად ნეგატიური შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სავაჭრო ტარიფების დაწესების შედეგად, ყველაზე მეტად ევროკავშირი – საქართველოში სავალუტო შემოდინებების უდიდესი წყარო, ჩინეთი, ისრაელი და თავად აშშ დაზარალდებიან. თუმცა, გლობალური მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ეფექტები საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებზეც უარყოფითად აისახება, მათ შორის ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებების დივერსიფიკაცია ხელს უწყობს საქართველოს მდგრადობას გარე შოკების მიმართ, ჩვენი შეფასებით, პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შემცირება საქართველოს ზრდასაც დაახლოებით 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

 

მეორე მხრივ, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული დეზინფლაციური ეფექტი სწრაფად გახდება შესამჩნევი და წლიური ინფლაცია უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო თუ გლობალური ფასები უცვლელი დარჩება, ეფექტი პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტსაც მიაღწევს.

 

რაც შეეხება ლარს, ვფიქრობთ, პოტენციური ეფექტები მოკლე და გრძელვადიან პერსექტივაში განსხვავებული იქნება. კერძოდ, დოლარის გლობალურად დასუსტების მყისიერი ეფექტი ლარისთვის მკვეთრად პოზიტიურია – ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მყარდება, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებამ კი ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მცირედით დასუსტებაც გამოიწვია. თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, სავაჭრო პარტნიორებიდან მოთხოვნისა და, შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების შემცირება, ლარისთვის გარკვეული უარყოფითი ეფექტების წარმოშობასაც მოასწავებს.

 

ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია – საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე ორიენტირება მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა. ტარიფების პოლიტიკა და აშშ დოლარის მიმართ მოლოდინების გაუარესება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზრის განწყობები ხშირად მნიშვნელოვნად იცვლება, რის საპირწონედაც ჩვენი რჩევა მოკლევადიან რყევებზე ზედმეტი აქცენტის გაკეთებისგან თავის შეკავება და უფრო მეტად საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორების გათვალისწინებაა. მაგალითისათვის, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ევრო თავის წონასწორულ ნიშნულთან შედარებით გაუფასურდა, მართალია დამატებით დასუსტებას ვერ გამოვრიცხავდით, თუმცა გრძელვადიან შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენი რჩევა ევროში ნაკლები სესხის აღება იქნებოდა. შესაბამისად, ევროზონის ვალუტის ამჟამინდელი გამყარება ამ მომენტისთვის ევროში მეტი სესხის აღების მომგებიანობაზე მიანიშნებს, თუმცაღა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ ევრო/დოლარი, თავის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით, ჯერაც სუსტი რჩება. საილუსტრაციოდ, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. შედარებისათვის, საქართველოში კორპორატიული სესხების მოცულობა 22 მილიარდი ლარის ექვივალენტია.

 

მიმდინარე დინამიკა საქართველოში – უახლესი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიუთითებს, ეროვნული ბანკი კი რეზერვების შევსებას უკვე უფრო მოცულობითი ინტერვენციებით ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ბოლო მოვლენებმა საქართველოს ზრდის განტოლებაში საგარეო კომპონენტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ამასთან, რას გვიჩვენებს ეკონომიკური აქტივობის უახლესი ინდიკატორები?

 

მარტსა და აპრილში გაუმჯობესება იკვეთება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და უნაღდო დანახარჯებში, მათ შორის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, თუმცა, ჩვენი შეფასებით, მიგრანტების ხარჯები მარტში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ შედარებით შემცირდა. ექსპორტის ზრდას ძირითადად კვლავ რე-ექსპორტი განაპირობებს, ხოლო ფულადი გზავნილების მხრივ, მარტში, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, 4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა იმპორტის აღდგენის გამო, ხოლო დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა ბოლო პერიოდში მეტნაკლებად ლარისთვის პოზიტიური გახდა. შესაბამისად, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით, ლარი, წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით, უფრო სუსტია.

 

ზემოხსენებულმა ფაქტორებმა, აშშ დოლარის გლობალურ დასუსტებასთან ერთად, რეზერვების შესავსებად უფრო მოცულობითი ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომელმაც მარტში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 102 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო აპრილში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, ჩვენი შეფასებით, კიდევ უფრო დიდი იქნება. ამ ფონზე, თუკი სამომავლოდ აშშ დოლარი კიდევ უფრო მკვეთრად არ გაუფასურდება, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები სებ-ის საერთაშორისო რეზერვების შევსებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებას.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია  ბმულზე

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved