• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

ალია ავტორი - ალია
15:04 06-25-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში უწყობს ხელს. ამ ხედვის ნაწილია საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბიც – ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით, მათემატიკითა და პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენას, შერჩევას და საერთაშორისო ასპარეზობებისთვის მათ მომზადებას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ს და თიბისის ერთობლივი პროექტია, აერთიანებს მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, აძლევს მათ ცოდნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოცდილებას. თუ აქამდე საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეთა შედარებით მცირე ნაწილს ჰქონდა, ჰაბი ამ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემას მთელი საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

გაიცანით ცოტნე ტაბიძე, რომლის ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თვითრწმენამ, ინტერესმა, შრომამ და გარემოს მხარდაჭერამ საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანოს ახალგაზრდა ადამიანი.

ცოტნეს ისტორია ბავშვობაში მათემატიკისადმი ინტერესით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ანდრია რაზმაძის სახ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლისას პროგრამირებით გატაცებაში გადაიზარდა. ეროვნულ ოლიმპიადებზე არაერთი წარმატების შემდეგ, მეცხრე კლასში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და საერთო ჯამში, ინფორმატიკის და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (აქედან 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ინფორმატიკაში). განსაკუთრებული მნიშვნელობა 2010 წელს მოპოვებულ ოქროს მედალს ჰქონდა, რადგან ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ოქრო იყო.

„როცა წლების განმავლობაში რთულამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ–ნელაუმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება თვითრწმენა, რომსაკმარისი მონდომებით დადისციპლინით ყველაფრის გაკეთებაშესაძლებელია“ – ცოტნე ტაბიძე.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებებმა ცოტნეს გზა გაუხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლა MIT-ში განაგრძო. დღეს ის აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიაში მუშაობს. ცოტნეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, შრომასა და შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაც სწორედ ესაა – მისცეს მსგავსი შესაძლებლობები საქართველოს უფრო მეტ მოსწავლეს ქვეყნის ყველა რეგიონში. ცოტნე თავის გზავნილშიც მომავალ ოლიმპიელებს ეუბნება: „არშეგეშინდეთ და არ იფიქროთ, თითქოს ესმხოლოდ ვიღაც ‘განსაკუთრებულადჭკვიანი’ ბავშვებისთვისაა“.

დიდი წარმატებები ხშირადინტერესით, აღმოჩენილიშესაძლებლობითა და საკუთარ თავშირწმენით იწყება. რადგან დასაწყისშიშესაძლოა რთულად ჩანდეს, ყველაზემნიშვნელოვანი იმის დაჯერებაა – რომმონდომებით, ცოდნითა,  შეუპოვრობით და გამბედაობით შეუძლებელიც შესაძლებელია.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved