• რეკლამა
  • კონტაქტი
12:47, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

ალია ავტორი - ალია
12:37 11-18-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

სასტუმრო „ტელეგრაფში“ ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელიც National Geographic საქართველოს ახალი ნომრის მთავარ თემას, „ტვინს“ მიეძღვნა.

სილქნეტის მხარდაჭერით შემეცნებითი შეხვედრები 2022 წლიდან იმართება. ამ შეხვედრების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და უახლესი მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სპიკერები წარმატებული მეცნიერები, ფოტოგრაფები თუ მკვლევრები არიან, რომლებიც აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

საჯარო ლექციაზე „ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ ზაალ კოკაიამ საკუთარი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედების გამოყენების შესაძლებლობებსა და ინსულტის შედეგად დარღვეული თავის ტვინის ფუნქციების აღდგენას უკავშირდება.

ზაალ კოკაია შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევების პროფესორი და 155-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ამასთანავე, ის ჟურნალ National Geographic საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრი და ევროპის აკადემიის (Academia Europaea) თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფართო აუდიტორიასთან შეხვედრა. მგონია, რომ National Geographic საქართველო ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი წყაროა ცოდნის ამაღლების და ცნობიერების განვითარებისთვის. ეს საქმე სილქნეტმა დიდიხნის წინ დაიწყო და აგრძელებს ცოდნის გავრცელების ხელშეწყობას მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ბრენდის ქვეშ” – ზაალ კოკაია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ აუდიტორიას თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო.

ლექცია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა წარადგინა, ღონისძიების მასპინძელი კი სილქ ჰოსფითალითი იყო.

ჟურნალი National Geographic საქართველო 2012 წლიდან კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გამოიცემა. კომპანიისა და National Geographic საქართველოს თანამშრომლობით იქმნება შემეცნებითი ლექციებისა და პოდკასტების ციკლიც, რომელიც სილქნეტის ციფრულ პლატფორმებზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

ჟურნალის შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების ჯიხურებში, „ბიბლუსისა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიათა ქსელებში. გამოცემა სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი ჟურნალის რედაქციასა და სილქნეტის მომსახურების ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე: პირველი რესპუბლიკის მოედანი №1, ცინცაძის ქუჩა №2 და ყაზბეგის გამზირი №14.

(R)

თეგები: National Geographicსილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

10:17 11-18-2026
სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved