• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

ალია ავტორი - ალია
16:30 06-26-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა – PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კაპიტალის ბაზრების კომპლექსურ ტრანზაქციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ტრანზაქციის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა, რომელიც ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. შეთავაზების მოცულობამ დაახლოებით 51.3 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (~30.2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა; ტრანზაქციაში 18,000-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეთავაზებულ მოცულობას დაახლოებით 1.3-ჯერ გადააჭარბა. შედეგად, PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზებაა.

„პაშა ბანკის IPO მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც აზერბაიჯანის, ისე რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია დასტურია, რომ კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელება რეგიონულ კაპიტალის ბაზრებზე. პაშა ბანკთან და ტრანზაქციაში ჩართულ სხვა მხარეებთან თითქმის ერთწლიანმა აქტიურმა მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ბაზრის ინტერესისა და საჭიროებების უკეთ შეფასება, რამაც ტრანზაქციის წარმატება განაპირობა.

ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერულ პოზიციას რეგიონის საინვესტიციო ბანკებს შორის და ადასტურებს მის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს კაპიტალის ბაზრის კომპლექსური ტრანზაქციები არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც საქმიანობა გავაფართოვეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული პოზიციის გაძლიერებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ვამაყობთ, რომ PASHA Bank-ს მხარი დავუჭირეთ ამ რთულ პროცესში და ვულოცავთ მის გუნდს ისტორიული ტრანზაქციის წარმატებით დახურვას”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

 

“ეს დღე ისტორიულია PASHA Bank-ისთვის – აზერბაიჯანის ისტორიაში კერძო ბანკის პირველი IPO წარმატებით განხორციელდა და აქციები ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 18,000-ზე მეტი ინვესტორის ნდობის მოპოვება და შეთავაზებულ მოცულობაზე მაღალი მოთხოვნა ადასტურებს ნდობას არამხოლოდ ჩვენი ბანკის მიმართ, არამედ აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზრისადმი ძლიერ ინტერესსაც. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული მაგალითი გახდება ბაზრის მომავალი მონაწილეებისთვის და ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს”,- ჯავიდ გულიევი, PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved