• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

გეოპოლიტიკური ალყა: ბაქო-ანკარას ალიანსი

ალია ავტორი - ალია
16:42 06-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,343
“პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი, დათო გოჩავა:
ხშირად გვსმენია, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის უალტერნატივო სახმელეთო ხიდია, ხოლო „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ — ჩვენი სტრატეგიული მომავალი. თუმცა, თუ ციფრებს და საერთაშორისო დოკუმენტებს გავაანალიზებთ, რეალობა ბევრად უფრო საგანგაშოა. ანკარამ და ბაქომ კარგად იციან, რა სურთ, საქართველო კი ამ დიდ თამაშში, შესაძლოა, მთავარი ფუნქციის გარეშე დარჩეს.
მოდით, ფაქტები დავალაგოთ.
⚙️ 2007 წლის ექსკლუზივი და ახალქალაქის იმედი
როდესაც 2007 წლის 7 თებერვალს თბილისში სამმხრივ ჩარჩო-ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ტერმინი „შუა დერეფანი“ ბუნებაშიც არ არსებობდა. პროექტი იგეგმებოდა, როგორც რეგიონული გზა სომხეთისთვის გვერდის ავლით. მაშინ ახალქალაქის სადგურს უნიკალური ფუნქცია მიენიჭა – ის განისაზღვრა, როგორც ლიანდის შეცვლის (Break-of-Gauge) ერთადერთი საკვანძო რკინიგზის სადგური. ვინაიდან ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ფართო ლიანდაგს (1520 მმ) იყენებენ, თურქეთი კი ევროპულს (1435 მმ), მატარებელს სავალი ნაწილი, ანუ „ურიკები“, აუცილებლად ახალქალაქში უნდა შეეცვალა, ან სადგურში ტვირთები ერთი ლიანდის ვაგონებიდან მეორეში უნდა გადატვირთულიყო.
🏗️ მსოფლიო ბანკის დოკუმენტი
ყველაზე საინტერესო კი ახლა იწყება.
საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ანკარამ 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გიგანტური პროექტი წამოიწყო (საიდანაც მხოლოდ მსოფლიო ბანკი $660 მილიონს აფინანსებს), რომელიც 2030 წლის დეკემბერში სრულდება.
გეგმის მთავარი სენსაცია:
თურქეთი ყარსიდან უშუალოდ საქართველოს საზღვრამდე აშენებს კომბინირებულ, ორმაგი ლიანდის სარკინიგზო ხაზს (Dual-Gauge)!
პროექტის აღწერილობაში, ქვეთავში „პროექტი აღნიშნულ შედეგებს მიაღწევს შემდეგი საინჟინრო გადაწყვეტილებების და პრინციპების მეშვეობით“ წერია:
„ორლიანდიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მონაკვეთზე „ყარსი – საქართველოს საზღვარი“ („ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის“ ნაწილი), რაც, საქართველოში ანალოგიური ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, სხვადასხვა ლიანდის სარკინიგზო ხაზებს შორის შეპირაპირების ოპერაციების განხორციელებას შესაძლებელს გახდის „ყარსის ლოგისტიკურ ცენტრში“ („Kars Logistics Center“), – ეს კი უზრუნველყოფს დამატებით ალტერნატივას „ახალქალაქის რკინიგზის სადგურისთვის“, სადაც მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ლიანდის შეცვლის ოპერაციები; ეს გაზრდის „ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის“ საექსპლუატაციო მოქნილობას და აღმოფხვრის პოტენციურ „ვიწრო ყელს“ „შუა დერეფანში“.
ისტორიულად, ეს ტექნოლოგია მხოლოდ სასაზღვრო ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გამოიყენებოდა. თურქეთის დღევანდელი ამბიცია კი უპრეცედენტოა — მათ ეს ორლიანდიანი სისტემა საქართველოს საზღვრიდან თითქმის 80 კილომეტრის სიღრმეში, უშუალოდ ყარსის ლოგისტიკურ ცენტრამდე შეჰყავთ. მიზანი ღიად წერია – აღნიშნული ლიანდაგის დაგება „სხვადასხვა ლიანდის სარკინიგზო ხაზებს შორის შეპირაპირების ოპერაციების განხორციელებას შესაძლებელს გახდის „ყარსის ლოგისტიკურ ცენტრში“.
თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს.
🗺️ გეოპოლიტიკური ალყა: ბაქო-ანკარას ალიანსი
აქ უკვე სუფთა პოლიტიკა იწყება. ფორმულა „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ ლოგისტიკაშიც მუშაობს. ბაქოსა და ანკარას სურთ მაქსიმალურად შეამცირონ მესამე ქვეყნებზე (მათ შორის საქართველოზე) დამოკიდებულება და სატრანზიტო გადასახადები.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ BTK-ს საქართველოს მონაკვეთი თითქმის სრულად აზერბაიჯანული სესხით აშენდა და მას ერთობლივი საწარმო (BTKI Railways) მართავს, სადაც ჩვენი ხმა გადამწყვეტი არ არის. ამას ემატება ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ აქტიური ლობირება — სარკინიგზო ხაზი სომხეთის გავლით, რომელიც აზერბაიჯანს პირდაპირ თურქეთთან, და რა თქმა უნდა, ისევ ყარსთან დააკავშირებს. თუ ეს მარშრუტი ამოქმედდა, ბაქოდან წამოსული მატარებლები საქართველოს საერთოდ გვერდს აუვლიან.
🛑 მატარებლის შეჩერების ხელოვნება — რა არის საქართველოს ინტერესი?
დრო ცოტაა — 2030 წლამდე საქართველომ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თურქული ლოგისტიკური თამაშის აყოლა ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს ჩვენს ტერიტორიაზე ორმაგი ლიანდის სარკინიგზო ხაზის გაყვანა! პირიქით, ჩვენი ინტერესია, რომ საბჭოთა სტანდარტის (1520 მმ) ლიანდაგი მხოლოდ ახალქალაქში სრულდებოდეს და აქ წყდებოდეს.
საქართველომ კბილებით უნდა შეინარჩუნოს ახალქალაქის ტექნოლოგიური ბარიერი, რათა მატარებლებმა ჩვენი გვერდის ავლით არ იარონ და ტვირთების დამუშავება ყოველთვის ჩვენთან მოხდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი, მკაცრი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი, თორემ რეგიონის დიდ ლოგისტიკურ რუკაზე ჩვენი ადგილი მხოლოდ მოკრძალებული სატრანზიტო დერეფანი იქნება.
თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დავთმოთ ახალქალაქის ექსკლუზივი თურქეთის გეგმების სასარგებლოდ, თუ მკაცრი ეროვნული პოზიცია უნდა დავიკავოთ? მოგვწერეთ კომენტარებში!👇
P.S.
1) დღეს, 2 ივნისს, საზეიმოდ გავხსნით „ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის“ საქართველოზე გამავალ მონაკვეთს – გავხსნით შუქნიშნების გარეშე, ანუ, სარკინიგზო ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ მე-19 საუკუნის ტექნოლოგიით.
2) გასცა თუ არა “საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ” უსაფრთხოების სერთიფიკატი ამ ხაზის ექსპლუატაციაზე?
#შუადერეფანი #ლოგისტიკა #საქართველო #ბაქოთბილისიყარსი #ეკონომიკა #გეოპოლიტიკა #ახალქალაქი #ყარსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved