• რეკლამა
  • კონტაქტი
05:08, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
23:22 06-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,278

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

-ბატონო კახა, ექიმ  გოგი  ჩახუნაშვილს, კიდევ უამრავ ადამიანს, 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს. მათ შორის ერთ-ერთი, ზაქრო ალბუთაშვილი ონკოპაციენტია. სხვა ქვეყნებში, ონკოპაციენტებს ციხიდან უშვებენ და ესენი იჭერენ. ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ამ ქვეყანაში?

–რელევანტური შეკითხვაა შენგან, ჩემო ლევან. მე ეს არ მიკვირს. ცოტა იმ ხალხისა კი გამკვირვებია, რომლებიც მორალს და ადამიანურ ემპათიას სთხოვენ ამ რეჟიმს, მის სხვა და სხვა სტრუქტურებში დასაქმებულებს.  საქართველოს ხელისუფლებაშია  რუსეთი, მისი „ნამესტნიკი“ ბიძინა ივანიშვილი და ამიტომ, ამათგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს. ესენი ონკოპაციენტებსაც დააპატიმრებენ, ბავშვებსაც სცემენ, დალეწავენ და კიდევ უარესებსაც გააკეთებენ. ასეთი უსულგულობა ამ რეჟიმისგან დიდი ხანია არ მიკვირს. სოლიდარობას ვუცხადებ გოგი ჩახუნაშვილს, ლაკა ხოშტარიას, ყველა უკანონო პატიმარს, რომლებიც რეჟიმის ტყვეები არიან და ვუსურვებ მხნეობას.

–მედიით გავრცელდა ქობულეთის პოლიციის შენობაში, პოლიციელთა მიერ  ახალგაზრდების ცემისა და წამების  კადრები. მანამდეც ვნახეთ, გორში ორი  უდანაშაულო ადამიანის ცემის  ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ამათ უარესები აქვთ ჩადენილი, ძალადობის კიდევ ბევრი კადრი გავრცელდება. ბევრი ამბობს, რომ ამაზე  მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ გამოვიდეს ხალხი ქუჩაში და  ეს ხელისუფლება მოიშორონ? იგივე ხალხი ამბობს და ამას სოცქსელებში აფიქსირებენ, რომ საზოგადოებაში პროტესტი მინავლდა, ახლა  „ქართული ოცნების“ რა დანაშაულის ფაქტიც არ უნდა გასაჯაროვდეს, მაინც აღარ დარჩა რესურსი ქვეყანაში, რომ „ოცნება“ პროტესტით შეიცვალოსო.

-ამას მე არ ვეთანხმები. საპროტესტო რესურსი საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ, ერთი რამ უნდა მოხდეს. ყველა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერს შეცვლის ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ, გააგრძელებს ადამიანების დაპატიმრებას, წამებას, ცემას… რაც შეეხება იმ კადრებს, ეს უმცირესი ნაწილია იმისა, რაც ჩვენ არ ვიცით. ივანიშვილმა გადაიბარა მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც თავის დროზე ვაპროტესტებდი. თუმცა, ივანიშვილმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩაუქროლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს და ის უფრო  მოდერნიზებული, სასტიკი და ულმობელი გახადა. რაც შეეხება საზოგადოებას. არ არსებობს ხელისუფლება, რაც არ უნდა ულმობელი იყოს ის, თუ საზოგადოებაშია მტკიცე პროტესტი, ის ხელისუფლება იხევს უკან. ივანიშვილზე უარესი დიქტატორები ყოფილან და წასულან ხელისუფლებიდან. თავისი ნებით არავინ წასულა, ხალხს გაუშვია პროტესტით, დიდი ბრძოლითა და წინააღდეგობით. ქართულ საზოგადოებაში პროტესტის რესურსი არ ამოწურულა. თუ მინავლდა პროტესტი, ეს დროებითია. მალე ორი წელი გახდება, რაც ქართველი ხალხი ქუჩაშია და ადამუანურადაც კი შეუძლებელია, ყოველდღე ერთი და იგივე რაოდენობის ხალხი გამოვიდეს.

– რატომ არ იყო იმხელა პროტესტი ამ კადრების  გასაჯაროების მერე, რასაც საზოგადოები ნაწილი ელოდა?

–ბევრჯერ მითქვამს, მათ შორის, შენთან ინტერვიუებშიც და ახლაც გავიმეორებ-200-250 ათასი კაცი იდგა ქუჩაში და არაერთხელ. რა მოხდა? ეს მძლავრი  საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ გადაზარდა პოლიტიკურ პროტესტში. ეს არის მიზეზი, რომ დღეს პროტესტი არის მინავლული. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური სპექტრი, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს ამ პროცესის ერთი მიზნისკენ კონცენტრირებას და საზოგადოებაში არსებული პროტესტი აუცილებლად შეიძენს პოლიტიკურ შემადგენელს.

-კი, მართალს ბრძანებთ, პროტესტის მართვის სადავეები პოლიტიკოსებს უნდა აეღოთ ხელთ, ერთი ოცჯერ მაინც გამოვიდა 100 ათასი და უფრო მეტი ადამიანი ქუჩაში და ამაში პოლიტიკოსების ხელი არ ერია, ხალხი თვითონ და თვითორგანიზებით გამოვიდა. რაც „ქართული ოცნებაა“ მოვიდა ქვეყნის სათავეში, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ერთხელაც ვერ მოახერხეს 100 ათასი კაცის გამოყვანა. თუმცა, აქამდეც, წინა წლებში, ხალხი სხვა და სხვა მიზეზით გამოდიოდა ქუჩაში „ოცნების“ თუ მათი ლიდრების  სხვა და სხვა მავნებლური ქცევების გასაპროტესტებლად და ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ამ პროტესტების ერთხელ მაინც პოლიტიკურ წინააღდეგობაში გადაზრდა, ხალხისა და პოლიტიკური სპექტრის ერთობლივ და ეფექტურ  პროტესტი გადატანა, „ქართული ოცნების“ კედელთან მიყენება, რომ ბევრი რამ დაეთმო და შეეცვალა ისე, როგორც ხალხს სურდა. იგივე პოლიტიკოსები მომავალში, სხვა ვითარებაში როგორ მოახერხებენ ხალხის პროტესტის ისე გამოყენებას, რომ შედეგები დაიდოს?

–რაც შეეხება ისევ იმ ხალხს. პროტესტი მიდის, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება აუცილებლად მოხდება. ეს  ბუნებრივი პროცესი მიდის, რაც ხდება პოლიტიკურ სპექტრში. ვგულისხმობ, კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების ურთიერთ ქიშპობას, რაც ნამდვილად არ მიკვირს, ბევრი მსგავსი მინახავს, თუმცა, დიდად არ მიხარია. ზოგადად, ამგვარი პროცესები პოლიტიკური პროტესტის თანმდევი იყო მუდამ. ვერ ვიჩქარებთ, პროცესებს ხელოვნურად ვერავინ დააჩქარებს.  უნდა დასრულდეს გამოფხიზლების პროცესი პოლიტიკურ სპექტრში. უნდა მოხდეს კონცენტრირება ერთი პრობლებისკენ. ერთმანეთს კი არ უნდა დაეჯახონ და პასუხი მოსთხოვონ ოპოზიციურმა პარტიებმა, არამედ ვექტორი უნდა გაასწორონ და ეს წინააღდეგობის ვექტორი მიმართონ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისკენ. თუმცა, წარსულის შეცდომების გაანალიზება და  დასკვნების გამოტანა ნამდვილად არგებთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთონ, მტერი არ გაახარონ და მათ მომხრე საზოგადოებაში იმედგაცრუება არ უნდა დათესონ. იმედი მაქვს, ეს პროცესები მალე დაიწყება და სწორედ ეს იქნება საფუძველი საზოგადოების გაერთიანებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღდეგ მძლავრი ოპოზიციური წინააღდეგობის შექმნისა.

–ბატონო კახა, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა გადახალისდნენ. რაც შეიძლება, მეტი პროტესტანტი მოქალაქე უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, ცხადია, არა მხოლოდ აქტიური პროტესტანტები,  პატრიოტები, არამედ მათგან გამორჩეული კვალიფიციური ადამიანები. მათ უნდა გაახალგაზრდავონ პარტიები, ეს ხალხი პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა ლიდერებმა უნდა ჩამოაყალიბონ პოლიტიკოსებად და ამ ლიდერების ნაწილმა, მათ თავიანთი ადგილი უნდა დაუთმონ პარტიებში. პოლიტიკურ პარტიებში ბევრი ხელმოცარული ლიდერია, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილიც არ ენდობა და შესაბამისად, არც სათანადო რეიტინი გააჩნიათ, რომ ხალხი მოძღვრონ და წინ წარუძღვნენ მათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. კი, მათ გააჩნიათ წარუმატებელი, მაგრამ მრავალწლიანი ბრძოლის  გამოცდილება. აქვთ სხვა სახის ცოდნა და გამოცდილებაც და ხომ შეიძლება, ამ ხალხმა, დაძლიოს პირადი ამბიციები, პარტიულ ლიდერობაზე უარი თქვან, იმ პარტიებში მრჩევლებად, კონსულტანტებად დარჩნენ, რომ მათი პოზიტიური გამოცდილება არ დაიკარგოს, მაგრამ ახალ სახეებს მისცენ საქმის ახლებურად კეთების საშუალება. არა მარტო პარტიების პირველ პირებს, ზოგადად, პირველი რიგის პარტიულ შეფებს ვგულისხმობ.

–ვერ გეტყვი ახლა,  ისინი მრჩევლებად დარჩებიან თუ წავლენ  თუ ლიდერებად დარჩებიან ისევ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის გადახალისება რომ აუცილებლობას წარმოადგენს, ამას  წლებია  ვლაპარაკობთ ორივენი. პოლიტიკოსებმა, სამწუხაროდ, დაკარგეს რეალობის აღქმის უნარი. ყველამ არა, მაგრამ ბევრს ეხება. მათ იფიქრეს, რომ სასურველის რეალობად წარმოჩენა, იქნებოდა გამოსავალი. ეს ასე არ არის. რეალობის აღქმის უნარია მთავარი პოლიტიკური პროცესის დროს  და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ მოძრაობებთან  ერთად, შეძლებენ გაძლიერებას და ბიძინა ივანიშვილის წინააღდეგ ეფექტურ ბრძოლას. სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია. ცხადია, იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, იქნება დასავლეთიდან ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრების დასანქცირება, მაგრამ  დასავლეთი გარედან ვერ შეცვლის ხელისუფლებას, ეს ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის პრეროგატივაა.

.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved