“ინფოიმერეთის” ინფორმაციით, თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
წყარო – infoimereti.ge
კომენტარები