• რეკლამა
  • კონტაქტი
17:41, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

მცირე ზომის კაფსულა, რომელმაც მედიცინაში დიდი გარდატეხა შეიტანა

ალია ავტორი - ალია
16:55 10-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მუცლის ძლიერი ტკივილი, აუხსნელი კლება წონაში და დაუდგენელი ანემია ის ჩივილებია, რომელთა მიზეზის დადგენას პაციენტები ხშირად თვეების განმავლობაში ამაოდ ცდილობენ.

წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა სწორედ ის გარდამტეხი ინოვაციაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა გასტროენტეროლოგიური დიაგნოსტიკა და პაციენტებს რთული, ფარული პათოლოგიების დროული გამოვლენის შესაძლებლობა მისცა, მათ შორის, ისეთის, როგორიც სიმსივნური პათოლოგიებია.

რას წარმოადგენს კაფსულური ენდოსკოპია, როგორ ტარდება პროცედურა და რატომ ცვლის ის ფუნდამენტურად პაციენტთა მართვის ხარისხს? – ალიას ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ენდოსკოპისტი, ზანდა კუტივაძე.

– როგორც მივხვდი, წვრილი ნაწლავის სრულყოფილი გამოკვლევა, ამ დრომდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხომ? რა არის წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა? რა ინფორმაციას გვაწვდის და რატომაა ასეთი მნიშველოვანი მედიცინის ეს ტექნოლოგიური მიღწევა?

– წრილნაწლავის კაფსულური ენდოსკოპია გახლავს თანამედროვე ინოვაციური კვლევის მეთოდი წრილნაწლავის სრულყოფილი დიაგნოსტირებისათვის.
მართალია, ამ დრომდე  წრილნაწლავის გამოკვლევა და პათოლოგიების აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მისივე ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. არსებობდა ტრადიციული ენდოსკოპიური მეთოდები, როგორიც არის გასტროსკოპია-კოლონოსკოპია და მაღალტექნოლოგიური სხვა კვლევებიც, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია თუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თუმცა, წვრილი ნაწლავი გახლავთ საკმაოდ გრძელი ნაწლავი, დაახლოებით არის 5-დან 7 მეტრამდე და მისი დიაგნოსტიკაც არის საკმაოდ შრომატევადი და რთული. ამიტომაც, მისი სრულყოფილი კვლევა შეუძლებელი იყო. წვრილი ნაწლავის კაფსულარული კვლევა გვაძლევს საკმაოდ დიდ ინფორმაციას კლინიცისტებს. შემდეგ პაციენტები უკვე შეგვიძლია გადავამისამართოთ შესაბამის ექიმთან, ეს იქნება გასტროენტეროლოგი, ქირურგი თუ ონკოქირურგი. რომელ პაციენტს რომელი ექიმის დახმარება სჭირდება და რა ტიპის კვლევა, თუ მკურნალობა – ამის სწორად და ზუსტად დიფერენცირების
საშუალებას გვაძლევს.

– რა პათოლოგიების აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს ენდოკაფსულური კვლევა და პრევენციისთვისაც თუ გამოიყენება?

– კაფსულური ენდოსკოპიით ვლინდება სიმსივნური პათოლოგიები, წყლულოვანი პროცესები, პოლიპების სახით, ანგიოდისპლაზიები, რომელიც გახლავთ სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, წყლულოვანი ენტერიტები, კრონის დაავადება, ატროფიული ენტერიტები.

ცხადია, დროულად ჩატარებული კაფსულარული კვლევა არის პრევენცია ნებისმიერი პათოლოგიისთვის. შესაძლებელია. სანამ მძიმე გართულების შემდგომ დადგინდება პრობლემის მიზეზი, საწყის ეტაპზევე დავადგინოთ დიაგნოზი. გავიხსენებ ბოლო პერიოდის ორ შემთხვევას, როდესაც წრილნაწლავის სიმსივნური პათოლოგია, პრაქტიკულად საწყის ეტაპზევე დავადგინეთ. ორივე შემთხვევაში, პაციენტები 6–8 თვის განმავლობაში მიმართავდნენ სხვადასხვა კლინიკას, იყვნენ კონსულტაციაზე არაერთ ექიმთან, მათ შორის ჰემატოლოგთანაც კი, იკეთებდნენ ათობით კვლევას, მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რენტგენს, ექოსკოპიას და დიაგნოზი არ ჰქონდათ.

– რა იყო მათი ჩივილები?

– ამ პაციენტების ძირითადი ჩივილები გახლდათ მუცლის ძლიერი ტკივილი და ანემია. სისხლნაკლებობა. როდესაც პაციენტმა მოგვმართა ჩვენ, გავაკეთეთ კაფსულარული ენდოსკოპია, გამოვავლინეთ წრილნაწლავის სიმსივნე, ამის შემდეგ უკვე ჩაიტარა ოპერაცია, ამჟამად თავს გრძნობს კარგად, იმყოფება ამბულატორიულად ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ ასეთი შემთხვევები გვაჩვენებს ყველაზე კარგად, რამდენად მნიშვნელოვანი, რამდენად ინფორმატიული კვლევაა,

– როგორ ტარდება პროცედურა, რთულია? როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი?

– პაციენტის მომზადება ხდება, სპეციალურად გაწერილი პროტოკოლის მიხედვით. პირველი ორი დღე პაციენტი არის დამზოგველ დიეტაზე, მას ეკრძალება ბოჭკოს შემცველი საკვები ნივთიერებების მიღება და კენკროვანი საკვები მიღება. კვლევის წინ დღეს კი, ის იღებს სპეციალურ საფაღარათო მედიკამენტებს და მთელი განმავლობაში იღებს მხოლოდ გამჭვირვალე, ღია ფერის სითხეებს. რათა მომზადდეს ნაწლავი კვლევისათვის, – კაფსულას
ჰქონდეს კარგი ვიზუალიზაციის შესაძლებლობა.

პროცედურა არის საკმაოდ მარტივი, იმ თვალსაზრისით, რომ არ სჭირდება სედაცია, ანესთეზია, იგივე ნარკოზი. არის მცირე ზომის. მულტივიტამინის ფორმის მინიატურული კაფსულა, რომელსაც ყლაპავს პაციენტი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გახლავთ იმისა, რომ კლინიკაში დაყოვნება არ არის აუცილებელი პაციენტისთვის, ტოვებს კლინიკას, ბრუნდება სახლში და აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ სტილს. კაფსულა ორგანიზმს ტოვებს ფიზიოლოგიური გზით.
 
– რა სიმპტომების ან ჩივილების დროს შეიძლება გახდეს საჭირო წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევის ჩატარება?

– უცნობი ეტიმოლოგიის ანემიის დროს, როდესაც გასტროსკოპიით და კოლონოსკოპიით, ტრადიციული ენდოსკოპიური მეთოდებით სისხლდენის მიზეზს ვერ ვპოულობთ, ასევე ტარდება მუცლის არეში გაურკვეველი, ქრონიკული  ტკივილის დროს, ფაღარათის შემთხვევაში, დიარეის შემთხვევაში და ფარული სისხლდენის დროს.
დაუდგენელი წონაში კლების დროს, როდესაც მაღალტექნოლოგიური კვლევებით პათოლოგიური პროცესის გამოვლენა ვერ ხდება უკვე და ანემია აქვს პარალელურად პაციენტს, აუცილებლობა დგება კაფსულარული ენდოსკოპიის ჩატარების.

– რა შემთხვევაში შეიძლება არ ჩატარდეს კვლევა?

–პირველი უკუჩვენება ეს გახლავთ ნაწლავთა გაუვალობა. თუ დარღვეულია კუჭის მოქმედება და ეჭვი არის გაუვალობაზე, ამ შემთხვევაში ეს კვლევა არ კეთდება. ან თუ არის შევიწროვება საყლაპავის სტრიქტურა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის შევიწროვება სტრიქტურების სახით, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული კაფსულარული ენდოსკოპიის ჩატარება, ვინაიდან შესაძლოა მან ორგანიზმი ვერ დატოვოს.
ნიუ ჰოსპიტალსის, როგორც მულტიფუნქციური გუნდით დაკომპლექტებული კლინიკის მაგალითზე ვიტყვი, რომ ნებისმიერი პაციენტის ჩივილები განიხილება ინდივიდუალურად და ასევე ხდება დაგეგმვა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის. სწორედ ესაა მულტიფუნციური გუნდის უპირატესობა – ყველა ანალიზი, კვლევა, ერთიანი ელექტრონული ბაზა და ყველა მიმართულების ექიმი ერთ სივრცეში.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved