• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
14:43 10-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” აგრძელებს აქტიურ საქმიანობას დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა და მათი ოჯახების დასახმარებლად.
2026 წელს დონაციის საერთო მოცულობამ 570 387 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ფონდმა 381 414 ლარით გაუწია დახმარება 76 დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლს, ასევე ბენეფიციართა არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებს.

საანგარიშო პერიოდში ფონდის მხრიდან დაფინანსდა:

  • 149 482 ლარი – თავდაცვის სამინისტროსთან ერთად თანადაფინანსებაში
    მონაწილეობა;
  • 64 677 ლარი – გადაუდებელი ოპერაციები;
  • 7 484 ლარი – მედიკამენტები;
  • 41 036 ლარი – სამედიცინო მომსახურება;
  • 78 004 ლარი – არასრულწლოვანი შვილების დახმარება;
  • 24 851 ლარი – სამხედროთა მეუღლეების დახმარება;
  • 12 991 ლარი – პროფესიული გადამზადება;
  • 2 887 ლარი – საცხოვრებლის ადაპტაცია.

ფონდის შემომწირველები სხვადასხვა კომპანია თუ კერძო პირია. დონაციის მიზანია ბენეფიციართა მხარდაჭერა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პროფესიული გადამზადებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციის მიმართულებით.

კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა და მის საქმიანობას ყოველწლიურად 300 000 ლარით აფინანსებს.

ფონდი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტულ გუნდებს და ხელს უწყობს მათი საწვრთნელი პირობების გაუმჯობესებას. მიმდინარე წელს ფონდმა სპორტული ეტლები გადასცა მჯდომარე რაგბის გუნდს, სხვადსხვა პერიოდში სპეციალური სპორტული ინვენტარით აღჭურვა მშვილდოსნები, ხოლო მჯდომარე კალათბურთის გუნდებისთვის სპორტული ეტლები შეიძინა.

ამჟამად დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდები 2027 წლის „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games) ემზადებიან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გაიმართება.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაჭრილი მებრძოლებისა და მათი მეუღლეების განათლებასა და პროფესიულ გადამზადებას. ამასთან, ფონდი რეგულარულად აფინანსებს ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს.

მიმდინარე წლის სექტემბერში ვეტერანთა არასრულწლოვანი შვილებისთვის კომპიუტერული პროგრამირებისა და ინგლისური ენის სპეციალური სასწავლო კურსი შემუშავდა. ერთწლიანი პროგრამა სექტემბერში დაიწყო და რამდენიმე ათეულ მოზარდს ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი ლიდერობის აკადემია „საბადოს“ საგანმანათლებლო პროგრამები. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ფონდსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემიას შორის გასულ წელს გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აკადემიამ 19 მოსწავლე მიიღო, რომლებიც 2025-2026 წლებში რვა თემატურ პროგრამაში ჩაერთნენ.

პროგრამები მოიცავს ადგილობრივ თვითმმართველობას, მენეჯმენტსა და ეკონომიკას, დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს, კრიზისების მართვას, პოლიტიკურ სისტემებსა და მათი მართვის საკითხებს.

მოსწავლეებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკადემია „საბადომ“ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელა. მათ შორისაა ლიდერობის კურსი (ჰარვარდი) და „პოლიტიკის ფსიქოლოგია სოციალურ მედიაში“ (სტენფორდი).

ტრადიციად იქცა დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერი ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი, რომლის მიზანია საზოგადოებაში ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება. წელს უკვე მეოთხედ, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ერთად“, სპორტული ღონისძიება უფრო მასშტაბური გახადეს. რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა „დაჭრილ
მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.

ფონდი მუდმივად ახორციელებს გაწეული საქმიანობის პასუხისმგებლიან ანგარიშგებას. ფინანსური და წლიური ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე. 

ფონდში წვლილის შეტანა და გმირების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

ვებგვერდი: www.wwsf.ge (საბანკო გადარიცხვით)

საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771

თეგები: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved