• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუნთქვა გვიჭირს, ვიხუთებით – რა გვიყვებიან ვაგონებში, კონდიცირების სისტემის გარეშე, გამოკეტილი მგზავრები?

ალია ავტორი - ალია
18:54 07-05-2024
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,254

“ალიას” თბილისი–ფოთის მატარებლის მგზავრები დაუკავშირდნენ და გვიყვებიან, რომ თბილისიდან, სადგურიდან მატარებლის გასვლიდან მალევე, რაღაც ხმა შემოესმათ და მატარებელი გაჩერდა.

მატარებელი თბილისიდან გავიდა 17. 25 საათზე, უკვე საათნახევარი და მეტია გაჩერებულია, არ მუშაობს გამწოვი და კონდიციონერი, არ არის გახსნილი ვაგონის კარი, მოგეხსენებათ, დღეს, თბილისში ძალიან მაღალი ტემპერატურაა, მგზავრები გვიყვებიან, რომ სხედან გავარვარებულ ვაგონებში და სუთქვა გაუსაძლისია.

ადგილზე არ არის მობილიზებული, მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩინოს ვინმეს დახმარება.

ალიამ სცადა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურთან დაკავშირება, თუმცა, როგორც ჩანს, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული, პრინციპში, ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია.

ალია დაუკავშირდა რკინიგზის ცხელ ხაზსს, სადაც გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მატარებელს, ტექნიკური ხარვეზია, მუშაობენ აღმოფხვრაზე და ამ დროისათვის ზუსტად არ იციან, როდის გააგრძელებს გზას.

ჩვენ კითხვას, მუშაობს თუ არა გამწოვი და კონდიციონერი, ცხელი ხაზის ოპერატორი პასუხობს, რომ ზოგადად კი და როცა ელექტროენერგია არ მიეწოდება – არა.

კითხვას, რატომ არ ხსნიან ვაგონების კარებს, პასუხობს, რომ მოითხოვონ და გახსნიან. თუმცა, მგზავრები ჰყვებიან, რომ ამაოდ ითხოვენ.

კითხვას, რატომ არ არის ადგილზე მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორი პასუხობს, რომ თუ ვინმეს დასჭირდება ექიმი, მერე გამოიძახებენ და ამ დროისათვის საჭიროება არ დგას,

კითხვაზე, საიდან და ვინ დაასკვნა, თუ მატარებელში არ არის სამედიცინო ბრიგადა, რომ ასეთ მაღალ ტემპერატურაში, ჩაკეტილ სივრცეში, გამწოვისა და კონდიცირების გარეშე დარჩენილი ადამიანებიდან არავის აქვს დახმარების საჭიროება, პასუხი არ გაუციათ.

ისევე, როგორც არ გვაქვს პასუხი, ამ შემთხვევაში, რამდენად უსაფრთხოა მგზავრებისთვის ვაგონში დარჩენა, მაშინაც კი, კონდიცირების და ჰაერგამწოვი სისტემები რომ მუშაობდეს, 

მოგვიანებით, რამდენიმე კარგი გააღეს, თუმცა, გავარვარებულ ვაგონებში ჯერ კიდევ არ იხსნებოდა ფანჯრები და ვერც მატარებლის დატოვებას ახერხებდნენ მგზავრები.

ჩასწორება:

რამდენიმე საათის შემდეგ, მატარებელმა გააგრძელა გზა, თუმცა, რა იყო შეფერხების მიზეზი, რკინიგზის ოფიციალურ სოც. ქსელებში განცხადება არ ვრცელდება, ისევე, როგორც არ ვრცელდება განცხადება იმის შესახებ, რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები, რამდენადაა დაცული მოქალაქეების უფლებები, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და აუნაზღაურებს თუ არა, მოქალაქეებს, რკინიგზა დროის, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს, დანაკლისს. 

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved