თბილისში, ავარიისას დაღუპული ირაკლი ქუთათელაძის, მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ნონა კუხალაშვილი ავრცელებს და წერს:
“ჩემო უკეთილშობილესო, უნიჭიერესო, უერთგულესო, ჩემო კეთილო ადამიანო, დათო ქუთათელაძე, ერთი კვირაც ვერ გაუძლო შენმა გულმა შვილის დაკარგვის უბედურებას“
15 თებერვალს თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მომხდარ ავარიას 3 ახალგაზრდა: ირაკლი ქუთათელაძე, ნოდარ გულიაშვილი და ნიკა კეკელია ემსხვერპლნენ.
კომენტარები