• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ალია ავტორი - ალია
00:27 10-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

“Best SME Bank Awards 2022” ჯილდოს ფარგლებში საერთაშორისო გამოცემამ ბანკები ალგორითმის გამოყენებით, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობა.

გამარჯვებულად ის ბანკები დასახელდნენ, რომლებმაც საუკეთესოდ შეძლეს მათ ბაზრებზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილება. 

გამარჯვებულები მსოფლიოს 66 ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რეგიონებიდან დასახელდნენ.

“პანდემიამ ყველაზე ნეგატიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე იქონია. სწორედ ეს ბიზნესები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მათი მიღწევების აღიარებისთვის, Global Finance-მა SME Bank Awards Program შექმნა. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავაფასოთ ფინანსური ინსტიტუტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული საუკეთესო მომსახურებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოს ბანკმა Global Finance-ის მორიგი აღიარება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული მხარდაჭერის გამო მოიპოვა. ბანკი წლებია სექტორის საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს ნერგავს და ავითარებს. განსკუთრებით დიდი ყურადღება, ბოლო პერიოდში პანდემიის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესების გაჯანსაღებას და განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევების შესახებ, რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის ყველაზე საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. ეს ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ბანკის, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორის და კიდევ ერთი სტიმული, არ გავჩერდეთ “, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

თეგები: Global Financeსაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved