სალომე ზურაბიშვილი უკრაინას, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უსამძიმრებს:
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში.
შეგახსენებთ, ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და სამი უკრაინელი მაღალჩინოსანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ
კომენტარები