უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილეც არიან.
საერთო ჯამში დაღუპულია 16 ადამიანი, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. კიდევ შვიდი პირი კი, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.
დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ასევე დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.
კომენტარები