• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, შაბათი, 19 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

ალია ავტორი - ალია
18:06 06-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

დილით ადრე, მზის ამოსვლისას, როდესაც ტყის ყველაზე ხმაურიანი ბინადრები იღვიძებენ, საირმის ტერიტორია ფრინველთა ხმებით ივსება. ორნითოფაუნით გამორჩეულ საირმეში სხვადასხვა ზონის ბუნებრივი მრავალფეროვნება ფრინველთა 150-მდე სახეობას იზიდავს, რაც მას ეკოტურიზმის განვითარების განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. ტერიტორია საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ველური ბუნების ფოტოგრაფიით გატაცებული ვიზიტორებისთვის.

საირმეში ველური ბუნების ფოტოგრაფი, ლევან ქობალია „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მიწვევით იმყოფებოდა.

 

ლევან ქობალია, ველური ბუნების ფოტოგრაფი:„გადასაღებად გამთენიისას, დილის 5 საათზე გავედით. ეს საუკეთესო პერიოდია სამუშაოდ.ამ დროს მზის ნათება და ფერები ბევრად უფრო შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე დღის სიკაშკაშის დროს. კურორტთან ახლოს ყვითელი ბოლოქანქარა და  წყლის შაშვი გადავიღე.

მზე მაშინ ამოვიდა, როდესაც წითელ მინდორს მივუახლოვდი და ულამაზესი ხედებიცგადაიშალა. დაბარებულივით დამხვდა ხეზე კაკაჩა, რომელმაც კამერასთანაც კარგად „იმუშავა“ და ახლოს მისვლის საშუალებაც მომცა. მინდორს ჯერ – ფოთლოვანი, შემდეგ კი წიწვოვანი ტყეები მოჰყვება, გადასაღები აქაც ბევრი დაგვხვდა. შემდეგი გაჩერება კი ჩანჩქერები იყო, საიდანაც უკვე ალპური ზონა იწყებოდა.

ყოველ ახალ ბუნებრივ ზონას თავისი მობინადრეები ჰყავს და განსხვავებული მახასიათებლები აქვს. ამასთანავე, იცვლება ამინდიც და მზიანი მინდვრებიდან ნისლიან ალპურ ზონაში მოვხვდით. ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ვფიქრობ, განსაკუთრებული პეიზაჟები გადავიღეთ“.

 

ლევან ქობალიას ფოტოობიექტივის მთავარი სამიზნე ფრინველთა ის სახეობები იყო, რომლებიც უმეტესად მთიან რეგიონში ცხოვრობენ. საბოლოოდ კამერის ობიექტივში მოხვდნენ: კოჭობა, ველის კაკაჩა, ირაო,წითელშუბლა მთიულა, ასპუჭაკა, ყვითელნისკარტა მაღრანი, თეთრგულა შაშვი, ჭრელი კოდალა, ყვითელი ბოლოქანქარა და წყლის შაშვი.

 

ფრინველებთან ერთად, ფოტოგრაფის ყურადღების ცენტრში ყვავილების ნაირსახეობაც მოექცა. მათი დიდი ნაწილი ლევან ქობალიამ მაკროფოტოგრაფიით გადაიღო და, ფერად ფოთლებთან ერთად, კადრში თანმხლები მწერებიც აღბეჭდა.

 

ამბობს, რომ მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი ეკოსისტემა მუშაობისა და მოგზაურობისათვის საინტერესო პირობებს ქმნის. ამიტომაც არ გაჰკვირვებია, როდესაც ალპურ ზონაში ტურისტების რამდენიმე ჯგუფს შეხვდა. მიიჩნევს, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარების დიდი ბუნებრივი შესაძლებლობებია. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი რეგიონს უფრო მიმზიდველს გახდის.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მასშტაბური პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული 700 000 ლარის ინვესტიცია ეკოსისტემის გაჯანსაღებასა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა.

(R)

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved