• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

ალია ავტორი - ალია
16:27 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
882
იურისტი, ნიკა სიმონიშვილი:
‼️ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით მორიგ მცირე გზამკვლევს დაგიწერთ:
❓რაშია საქმე და რატომ დააყადაღეს ანგარიშები?
🔴დიდი ალბათობით, ეს იმ ჯარიმების გამოა, რომლის შესახებაც არ იცოდით და არც გქონდათ გასაჩივრებული.
🔴 ადრეც გაფრთხილებდით, რომ პერიოდულად შეგემოწმებინათ საპატრულოს ცხელ ხაზზე, რამე ჯარიმა ხომ არ გქონდათ, რადგანაც შსს ბოლო თვეებია ჯარიმების გამოქვეყნების უკანონო პრაქტიკას მიმართავს.
🔴 ანუ შეადგინეს საჯარიმო ქვითრები და ისე გამოაქვეყნეს, ისე გავიდა გასაჩივრების ვადა და ისე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ არაფერი შეგატყობინეს, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ.

❓როგორ ვიქცევით ახლა?

🟢 ვისაც ყადაღა არ მოგსვლიათ, მაგრამ ეჭვი გაქვთ, რომ ასეთი რამ შეიძლება შეგემთხვეთ, აუცილებლად დარეკეთ საპატრულოს ცხელ ხაზზე (2414242), მოიკითხეთ, რამდენი ჯარიმა გაქვთ და რამე ხომ არაა ჩაუბარებელი. თუ ასეთები იქნება, სასწრაფოდ ჩაიბარეთ და გაასაჩივრეთ, ასე გააჩერებთ მათ აღსრულებას.
ახალ ჯარიმას ვერარ დაგიწერენ, ხანდაზმულობის ვადებიც გასულია და ისედაც შეუძლებელი არის პოლიციისთვის, ამ გზით ვინმე მოძებნონ და დააჯარიმონ.
🟢 ვისაც უკვე დაგიყადაღეს ანგარიშები, მაშინ აქ საქმე ცოტა რთულადაა და მიჰყევით ამ ინსტრუქციებს
1️⃣ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში წადით და საჯარიმო ქვითრის ასლი აიღეთ;
2️⃣ აღსრულების ეროვნული ბიუროდან (შეგიძლიათ იუსტიციის სახლშიც) გამოითხოვეთ დოკუმენტები მინდინარე აღსრულების თაობაზე. ასევე ცნობა მოითხოვეთ, რომ ამ წარმოებაზე აუქციონი საჯაროდ არ გამოცხადებულა.
3️⃣ გადააწმეთ ჯარიმის გამოქვეყნების სტატუსი ამ გვერდებზე: protocols.ge და https://police.ge/protocol/index.php
4️⃣ ორივე გვერდის სქტინშოთი გააკეთეთ ან pdf-ად გადმოწერეთ. განსაკუთრებით protocols.ge-დან ინფორმაციაა მნიშვნელოვანი, სადაც მითითებული იქნება, რომ sms არ მოგსვლიათ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ და ეს შეიძლება გახდეს აღსრულების შეჩერების საფუძველი.
5️⃣ საჩივარი უნდა შევიდეს სასამართლოში, რომლითაც ქვითრების გაუქმებას და აღსრულების შეჩერებას მოითხოვთ. აღსრულების შეჩერებისთვის აუცილებელია, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტები ზედმიწევნით ზუსტად მოიპოვოთ.
6️⃣ საჩივრის შაბლონი შემიძლია გაგიზიაროთ, თუმცა სასურველია, იურისტის გარეშე არ დაწეროთ საჩივარი და ისე არ შეიტანოთ.
7️⃣ საჩივრის შეტანის შემდეგ სასამართლომ დადგენილება უნდა გამოსცეს, საჩივრის წარმოებაში მიღებაზე და იქვე უნდა გადაწყვიტოს, შეაჩერებს თუ არა აღსრულებას.
8️⃣ ამ შემთხვევაში მხოლოდ საჩივრის რეგისტრაციის ფურცელი საკმარისი აღარ იქნება ჯარიმის გასაჩერებლად და სასამართლოს დადგენილებას უნდა დაელოდოთ.
9️⃣ დადგენილების ასლი ბეჭდით დამოწმებული უნდა გამოართვათ სასამართლოში და წარადგინოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღსრულების შეჩერება.

პს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აღსრულების შეჩერებისთვის უნდა გააკეთოთ. საქმე სასამართლოში დიდ ხანს ვერ განიხილება, მანამდე კი შეჩერებული იქნება აღსრულება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved