ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
ინფორმაციისათვის
ბაქტერიული ინფექციების მატებამ მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა გააუქმეს პანდემიის შეზღუდვები, გამოიწვია ისეთი ანტიბიოტიკების დეფიციტი, როგორიცაა პენიცილინი და ამოქსიცილინი, რაც ხაზს უსვამს გლობალური მიწოდების ჯაჭვების არასტაბილურ მდგომარეობას.
35 ქვეყნიდან, რომელთა მონაცემებს აგროვებს ჯანმო, 80 პროცენტს აქვს პენიცილინთან დაკავშირებული ანტიბიოტიკების მწვავე დეფიციტი. ასე განაცხადა ლიზა ჰედმანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფის ლიდერმა მედიკამენტებზე მომარაგებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დიდმა ბრიტანეთმა გასულ კვირას შემოიღო „სერიოზული დეფიციტის პროტოკოლები“, რომლებიც ფარმაცევტებს საშუალებას აძლევს გამოეწერონ ანტიბიოტიკების ალტერნატიული ფორმულირებები მას შემდეგ რაც ქვეყანაში A ჯგუფის სტრეპტოკოკის ინფექციების გაზრდა დაფიქსირდა.
პანდემიის დროს ანტიბიოტიკებზე დაბალმა მოთხოვნილებამ, მიწოდების ჯაჭვებზე ძლიერ დაწოლასთან ერთად წამლების მწარმოებლებს მათი წარმოების შემცირებისკენ უბიძგა. ამან გამოიწვია ის სიტუაცია რომ ახლა როცა ბევრი ქვეყანა გადის თავის პირველ ზამთარს ო(რი წლის განმავლობაში შეზღუდვების გარეშე) მომატებული ინფექციებით, მიწოდებაზე ზეწოლა და მარეგულირებელი მოთხოვნები ართულებს კომპანიებს გაზარდონ წარმოება და შეამსუბუქონ დეფიციტი, აცხადებენ ჯანდაცვის ექსპერტები.
დეფიციტი ასევე მოხდა იმის გამო, რომ ქვეყნები არ ელოდნენ, რომ რესპირატორული ინფექციები ასე ძლიერად გამოვლინდებოდა პირველივე წელს ნიღბების გარეშე. ამოქსიცილინის დეფიციტი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ევროკავშირში კი 27 წევრი ქვეყნიდან 25-მა აღნიშნა ზოგიერთი ანტიბიოტიკზე დიფიციტური მიწოდება
ღარიბ ან პატარა ქვეყნებში გავლენა ნაკლებად ცნობილია, მაგრამ საშიშროება არის რომ ისინიც შეიძლება არაპროპორციულად დაზარალდეს, განსაკუთრებით თუ მათი ვალუტა გაუფასურდა ან მათ სჭირდებათ მედიკამენტების შეძენა ღია ბაზარზე, სხვა ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკების მოცულობები ამ ქვეყნებშ შეიძლება მცირე იყოს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ისინი მაინც მნიშნელოვანი როლს თამაშობენ. ამას ემატება ისიც რომ ფასების ამაღლების შიშის გამო ეს ქვეყნები ერიდებიან საჯაროდ განაცხადონ დეფიციტის არსებობის შესახებ და ეს ინფორმაცია ჯანმოს მიაწოდონ დასძინა ჰედმანმა.
ზოგიერთმა ამერიკელმა და ევროპელმა ფარმაცევტმა ასევე დააფიქსირა ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების დეფიციტი, როგორიცაა პარაცეტამოლი, რადგან ზამთრის გრიპის ტალღა, რესპირატორული სინციციალური ვირუსი (RSV) და Covid-19 შემთხვევები ზრდის მათზე მოთხოვნას. ევროკავშირის ფარმაცევტული ჯგუფის გენერალურმა მდივანმა ილარია პასარანმა თქვა, რომ ასევე დაზარალდა ისეთი ინფექციების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტუბერკულოზი და კანის ინფექციები.
მედიკამენტების დეფიციტი, დაწყებული კიბოს მედიკამენტებიდან ანესთეზიამდე, ხშირი იყო Covid-19-ის პიკის დროს, მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლის გამო. უკრაინის ომმა კიდევ უფრო შეაფერხა ანტიბიოტიკების ინგრედიენტების მიწოდება, ხოლო ენერგიის ხარჯების ზრდამ შეამცირა მარჟა ანტიბიოტიკების მწარმოებლებისთვის.
ორი წლის ჩაკეტვის შემდეგ ანტიბიოტიკების შემქმნელებს გაუჭირდებოდათ ზუსტად განესაზღვრათ მოთხოვნილების ზრდა ამ ზამთარში სამკურნალო საშუალებებზე, როგორიცაა თხევადი ანტიბიოტიკების ხსნარები ბავშვებისთვის, რამეთუ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების უმეტესობა ახლა ინდოეთიდან და ჩინეთიდან მოდის და არა ევროპიდან. ამ მასალებთან დაკავშირებით არის “მცირე გამჭვირვალობა”, რადგან წარმოების პროცესები მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც საკუთრების ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოებისთვის არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად ეს ამცირებს ჭეშმარიტი რისკების შეფასების საშუალებას
ანტიბიოტიკების მიწოდების ჯაჭვს შეუძლია ოთხი და ექვსი თვე დასჭირდეს წარმოებიდან გავრცელებამდე. მაგრამ იმისმ გამო რომ კოვიდის დროს მათი წარმოება შეჩერებული იყო, ახლა მათ გაშვებას და ინსპექტირებას უფორ მეტი დრო სჭირდება და შესაბამისად წამლის მწარმოებლებს მეტი დრო დასჭირდათ ხაზების გადატვირთვაზე.
Sandoz-მა, ჯენერიკის ანტიბიოტიკების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, განაცხადა, რომ 2022 წელს წამლების წარმოება ორნიშნა პროცენტით გაზარდა და სექტემბრიდან 140 ახალი ადამიანი დაიქირავა. მომავალ წელს იგივეს გეგმავდა, ავსტრიაში ქარხნის გახსნას. თუმცა სიტუაციას ართულებს მზარდი ხარჯები, რომელთა გადატანა უფრო რთულია ევროპულ ბაზრებზე, რომლებსაც დაწესებული აქვთ წამლების ზღვრული ფასები, მაშინ როცა აზიელ კონკურენტებს აქვთ წვდომა უფრო იაფ საწვავის წყაროებზე ენერგო ინტენსიური პროცესისთვის. ხარჯები ასევე გაიზარდა სხვა აუცილებელ ინგრედიენტებზე, მაგალითად როგორიცაა შაქარი დუღილისთვის – წარმოების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი.
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც საუბრობენ სპეციალისტები არის ის რომ ამ დეფიციტმა სამწუხაროდ შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიმიკრობული რეზიზტენტობის გაზრდას, მეტად მნიშვნელოვან პრობლემას დღევანდელ ჯანდაცვაში
ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიუწვდომლობა ნიშნავს, რომ ექიმებს და ფარმაცევტებს უფლება აქვთ დანიშნონ და გაავრცელონ სხვა კლასების ანტიბიოტიკები მოქმედებების უფრო ფართო სპექტრით, რომლებიც, როგორც წესი, განკუთვნილია ინფექციებისთვის, რომლებიც არ განიკურნება პირველი რიგის ანტიბიოტიკებით. ექიმებისთვის დამახასიათებელია ანტიბიოტიკების ზედმეტად დანიშვნა ზომიერი ინფექციების დროს ცივ თვეებში, ამიტომ დეფიციტი მიყავს დამატებით პრობლემებს რეზისტენტობის თვალსაზრისით.
Financial Times
კომენტარები