მთავარი საკანალიზაციო მილი არის მთელი შენობის, თუ კორპუსის სანტექნიკური სისტემის ხერხემალი. ყველა ჩამრეცხი წერტილი, იქნება ეს უნიტაზი, სამზარეულოს ნიჟარა თუ აბაზანის ტრაპი, საბოლოოდ უერთდება ამ ერთ ცენტრალურ მაგისტრალს. მას კი იგი შენობის გარეთ, ქალაქის ცენტრალურ კოლექტორში ან სეპტიკურ ავზში გადააქვს. შესაბამისად, მისი გამართულად მუშაობა, ყველაზე მეტად საყურადღებოა. როდესაც ეს მილი იჭედება, პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ოთახით – საფრთხე ემუქრება მთელ ობიექტს. ასეთ დროს სანტექნიკოსი გამოძახებით აუცილებლად დაგჭირდება. მთავარი აქ სხვა კითხვაა, სანტექნიკოსი გამოძახებით მოვა მაშინ, მთელი შენობა როცა იქნება საფრთხის ქვეშ, თუ პრობლემის დაწყებისთანავე? ხუთმაგს გადაიხდი შემდგომ, თუ პროფილაქტიკური გაწმენდით ბევრად იაფად გამოძვრები? ხუთმაგს გადაიხდი და დიდ დისკომფორტში აღმოჩნდები, თუ პირველივე ნიშნებზე სანტქენიკოსს გამოიძახებ და სწრაფად, იაფად აღმოიფხვრება პრობლემა?
საქმე ისაა, რომ მთავარი საკანალიზაციო მილი სიგნალებს გაძლევს, გაფრთხილებს, გეხვეწება, რომ უშველო, სანამ ბოლომდე არ გაჭედილა, სანამ არ აუყროლებია სახლი, სანამ არ დაუტოვებიხარ კანალიზაციის გარეშე, სანამ სასწრაფო წესით არ გიწევს კარგი სანტექნიკოსის ძებნა.
დღეს სწორედ ამ ნიშნებზე გიამბობ:
რამდენიმე „გაჭედვა“
როცა სახლში, თუ ოფისში, მხოლოდ სამზარეულოს ნიჟარაში არ გაედინება წყალი კარგად, ეს, როგორც წესი, ლოკალური პრობლემაა, გამოწვეულია ცხიმით ან საკვების ნარჩენებით. თუმცა, თუ შეამჩნევ, რომ წყლის გადინება ერთდროულად შენელდა უნიტაზშიც, აბაზანაშიც და სამზარეულოშიც, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ ბლოკირება, უკვე ფეხი მოიკიდა და ფესვი გაიდგა – მთავარ მილში.
დაიმახსოვრე – ლოკალური გაჭედვები არასდროს გხვდება ერთდროულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, სხვადასხვა ოთახში.
ხმები
მილია და გელაპარაკება, კანალიზაციაა და გელაპარაკება, მეტი რა უნდა ქნას? მეტად როგორ უნდა გაგაფრთხილოს? გინდ ხვეწნად მიიღე, გინდ მუქარად და გინდ გინებად, მაგრამ უცნაური ბუყბუყის ხმა თუ გესმის, ესე იგი, დროა სანტექნიკოსი გამოძახებით იპოვნო. მთავარი საკანალიზაციო მილი როცა ნაწილობრივ ან სრულად არის დაბლოკილი, მილში წყალი ვეღარ პოულობს თავისუფალ გზას და იწყებს ჰაერის ბუშტუკების გამოდევნას უკან, სისტემისკენ. სწორედ ეს იწვევს სპეციფიკურ, ხმამაღალი ბუყბუყის ხმას.
თუ ბუყბუყის ხმა მუდმივად არ ისმის? – არც უნდა ისმოდეს. აბა, როგორ მიხვდე? – ჩართე სარეცხი მანქანა და წყლის აქტიური დაცლის დროს მოუსმინე – უნიტაზიდან ან აბაზანის ნიჟარიდან გესმის ბუყბუყი? – თუ კი, ეს ნიშნავს, მთავარი მაგისტრალი სასწრაფოდ საჭიროებს მიხედვას.
წყლის ამოსვლა აბაზანაში
კანალიზაციის წყლის ამოსვლა აბაზანის ტრაპიდან ყველაზე საშიში და აშკარა სიმპტომია. აბაზანის ტრაპი შენობის სანტექნიკური სისტემის ყველაზე დაბალი წერტილია, იატაკის დონეზეა. ფიზიკის კანონია – წყალი, რომელიც ვერ გადის მთავარ მილში, იწყებს უკან ამოსვლას უახლოესი ყველაზე დაბალი ხვრელიდან. ასეთ დროს, შენ უკვე უნდა იცოდე, რომ ძალიან, ძალიან ცოტა დრო დაგრჩა. თუ ბანაობისას, ან უნიტაზის ჩარეცხვისას ხედავ, წყალი აბაზანის იატაკზე ამოდის, სასწრაფოდ წყვეტ წყლის გამოყენებას, რათა მთელი სახლი, თუ კორპუსი არ დატბორო. რადგან, ეს იმის ნიშანია, რომ ცენტრალური კანალიზაცია უკვე სრულად არის ბლოკირებული და უკვე გეგმიურად არა, სასწრაფოდ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით.
სუნი
გაჭედილი საკანალიზაციო მილი ნიშნავს, რომ ორგანული ნარჩენები, ფეკალიები და ქიმიური ნივთიერებები ერთ ადგილზეა გაჩერებული და ლპება. რაკი მილში ჰაერის ცირკულაცია წყდება, მავნე და არასასიამოვნო აირები იწყებენ გამოსვლას სახლის შიდა ნიჟარებიდან და ტრაპებიდან.
ახლა ვინც ზიზღიანი გამომტყველება მიიღეთ ამის წაკითხვისას, ან ფუო, – თქვით, ეს შეგრძნება დაიმახსოვრეთ და წელიწადში ორჯერ მაინც, პრევენციისთვის, სანტექნიკოსი გამოიძახეთ, მილის „ვაქცინაციისთვის“.
და მაინც, რა უნდა ქნა თუ ვერ მოგისწარი და უკვე დგას სახლში სპეციფიკური, მძიმე სუნი, მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირები სუფთაა? – ესე იგი, პრობლემა მილების სიღრმეშია უკვე. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მილის გაწმენდა, ან ერთ ნიჟარაში რაღაც ფხვნილების ჩაყრა შედეგს უკვე აღარ მოიტანს.
ბალახი
არა, ბალახი აბაზანაში და სამზარეულოს ონკანში არ ამოვა, ეგ არ მიგულისხმია. თუ კერძო სახლში ცხოვრობ, მთავარი მილი, რომელიც ხან სუნით განიშნებს და ხან ბუყბუყით რომ უშველო, კიდევ ერთ ნიშანს გიტოვებს ეზოში. როცა მთავარი მილი იჭედება, წნევა იზრდება და მილი შეიძლება გასკდეს მიწის ქვეშ. ფეკალური წყალი მდიდარია ორგანული სასუქებით. ეს იწვევს მის გარშემო არსებული ბალახის ან მცენარეების არაბუნებრივად სწრაფ ზრდას და მუქ მწვანე შეფერილობას. ასევე, ამ ადგილებში ნიადაგი ხდება სველი, ჩავარდნილი და რბილი.
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილიდან, თუ შეამჩნიო, არ გადადო სანტექნიკოსის გამოძახება. თან დღეს ეს ისეთი მარტივია, გიტოვებ ლინკს – სანტექნიკოსი გამოძახებით, შედიხარ, ირჩევ, უთანხმდები, სახლიდან გაუსვლელად, არც ძებნა გიწევს ქუჩა–ქუჩა და არც ლოდინი.
კიდევ ერთი დიდი პრობლემაა – წყლის ფარულად გაჟონვა!
აქ წესით კიდევ უნდა ვსაუბრობდე პრევენციის როლზე, კარგად გაკეთებულ სანტექნიკაზე და ა.შ, მაგრამ, ეს იმდენად საყურადღებო თემაა, რომ ჭკუის დარიგებას არ დავიწყებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
საქმე ისაა, რომ კედლების შიგნით, იატაკქვეშა გათბობის სისტემებში ან მიწის ქვეშ, თვეების განმავლობაში მდინარე რამდენიმე წვეთამაც კი შეიძლება გამოიწვიოს შენობის კონსტრუქციული დაზიანება, საძირკვლის შესუსტება და თუ უბედურ შემთხვევას გადავურჩით, ათასობით ლარის ზარალი.
პირველი ნიშნები:
პირველი ნიშანი ფინანსურია – წყლის გადასახადის მოულოდნელი გაზრდა. თუ ფიქსირებულ გადასახადს იხდი, შიგადაშიგ შეამოწმე ხოლმე მრიცხველი, იგივე ოდენობით წყალს მოიხმარ, რასაც წინა ზაფხულს, თუ მეტს? და ზამთრის და ზაფხულის მონაცემები ჩაინიშნე ხოლმე, რომ შეადარო.
პატარა გაჟონვის შემთხვევაშიც კი, ანუ, როცა წუთში მხოლოდ რამდენიმე წვეთი გაედინება, 24 საათის განმავლობაში ბლომად წყალი იკარგება და ეს მრიცხველს ნამდვილად დაეტყობა.
მრიცხველის ტესტირება
თუ ეჭვი შეგეპარება. უმარტივესი და ეფექტური გზაა, სახლში დაკეტო წყლის ყველა ონკანი, გამორთო სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანები და დარწმუნდე, რომ უნიტაზის ავზი არ ივსება. აი, შემდეგ კი ნახე მრიცხველი – თუ მისი პატარა ინდიკატორი ან ციფრები მაინც მოძრაობენ, ეს ნიშნავს, რომ დაკეტილ მდგომარეობაშიც კი სისტემა სადღაც აპარებს და წყალი იკარგება.
ობი და ნესტი
წყლის მუდმივი დინება კედლის, თუ იატაკის ქვეშ იდეალურია სოკოსა და ობის გასამრავლებლად. თუ შეამჩნევ, რომ კედლის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც მილები გადის, გაჩნდა შავი ან მწვანე ლაქები, ან ოთახში შესვლისას მუდმივად გცემს ნესტის, ჩახუთული სუნი, ეს მიუთითებს მილის დაზიანებაზე.
დაიმახსოვრე, ობი არამხოლოდ შენობას აზიანებს, არამედ საშიშია ჯანმრთელობისთვისაც.
საღებავის, შპალერის გაფუჭება
თუ სამშენებლო მასალები (გიფსოკარდონი, ბლოკი, ბათქაში) იწოვენ წყალს, კარგავენ სიმკვრივეს. შესაბამისად, შპალერი კუდებს წამოსწევს, საღებავი ამოიბურცება, ბათქაში ცვენას დაიწყებს. თუ ხელით შეხებისას კედელი ან ჭერი თითქოს რბილია, ნოტიო, ან თითოს დაჭერით იზნიქება, სავარაუდოდ, ეს გაჟონვის ეპიცენტრია.
თუ რომელიმე ნიშანი გეცნო, გადაკეტე შენობის მთავარი ჩამკეტი წყლის, დატბორვის თავიდან ასაცილებლად და გამოიძახე პროფესიონალს.
ვიცი, რაც არის მთავარი პრობლემა – უმრავლესობას ჰგონია, რომ ახლა თუ სანტექნიკოსს გამოიძახებს, სახლს „აუნგრევს“, ჩამოუყრის კედლებს და ამოუთხრის იატაკს. ასეთი ბარბაროსული მეთოდებით ვინც მუშაობს, ის არაა პროფესიონალი, ამიტომ წინასწარ ჰკითხეთ, როგორ აპირებს გაჟონვის ეპიცენტრის პოვნას, რა გზით?
დღეს უკვე არაერთი თანამედროვე ხელსაწყოა, მაღალტექნოლოგიური, თერმული აპარატები, რომლებიც რეალურ დროში აჩვენებენ ტემპერატურულ სხვაობას. წყლის მილიდან გაჟონილი წყალი უფრო ცივია, ხოლო გათბობის მილიდან გაჟონილი კი უფრო ცხელი. ასევე ხედავენ სველი ზონის კონტურს. არსებობს ასევე აკუსტიკური დეტექტორები, საუკეთესოა მიწისქვეშა მილებისას. სენსორების მეშვეობით მილის ნაპრალიდან წყლის გადმოწვეთების მიკრო–ხმებს, ულტრაბგერებს ამოწმებს. დაზიანებულ წერტილს როცა იპოვნიან, მხოლოდ ის ნაწილი ამოიჭრება, შემდეგ შედუღდება, ან თუ თანამედროვე მილებია, შედუღების გარეშეც მუშაობენ.
ერთი რჩევა, რაც უნდა მოგცე:
საუკეთესოა, თუ გაჟონვის აღმოჩენის და მილის შეკეთების, გამოცვლის, თუ გადამბის შემდეგ, მხოლოდ, მეორე დღეს, როცა დარწმუნდები, რომ ბოლომდე მშრალია გადამბის ადგილი, აღადგინე ბათქაში, ან კაფელი.
ძალიან საინტერესოა ასევე წყლის წნევა და მისი ზემოქმედება მილებზე, რამდენად აზიანებს, როგორ უნდა მოიქცე და ა.შ., თუმცა, სამწუხაროდ, ამ ბლოგში ამდენს ვეღარ ჩავატევ.
თუ გაგიმართლა და კარგი სანტექნიკოსი იპოვნე, ჰკითხე და აგიხნის, დაგაკვალიანებს, თუ არადა, მოგვიანებით, მეც გიამბობ.
პრინციპში, კარგი სანტექნიკოსის პოვნა არ უნდა იყოს გამართლების საგანი, ეს არაა ლატარია, არც თამაში, სერიოზული პრობლემის გამომწვევია გაუმართავი სანტექნიკა და დარწმუნებული უნდა იყო, პროფესიონალს ირჩევ. გიტოვებ გვერდს, სადაც სანტექნიკოსი გამოძახებით – არაერთი განცხადებაა, სადაც კონკურენციაა, ხარისხია გადამწყვეტი, სადაც ადამიანები თავიანთ პირად გამოცდილებაზე კომენტარებში რეალურ რეკომენდაციებს წერენ.
ვიცი, რომ ადამიანები არასოდეს, არც დაბადების დღეზე, არც ახალ წელს, არც რომელიმე კარგ დღესასწაულზე ეუბნებიან ერთმანეთს – გამართულ სანტექნიკას გისურვებ, ან გისურვებ, გეპოვნოს პროფესიონალი სანტექნიკოსი გამოძახებით საჭიროებისას და მგონია, ძალიან უსამართლოა ეს, რადგან პირადი გამოცდილება ვისაც აქვს, ის დამერწმუნება, რომ ძალიან კარგი და საჭირო სურვილია.
(R)
















კომენტარები