თანამედროვე მედიცინასა და ნუტრიციოლოგიაში ინოვაციური ბიოლოგიური ნაერთები სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს. მათ შორისაა პეპტიდები, რომლებიც ჯანმრთელობისა და სილამაზის ინდუსტრიის მთავარ აღმოჩენად იქცა. პეპტიდი ორგანიზმში სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. მათი ზოგიერთი სახეობა კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენება, ზოგი კი სამეცნიერო კვლევების საგანია.
მარტივად რომ ვთქვათ, პეპტიდები ამინომჟავების მოკლე ჯაჭვებია. ისინი ორგანიზმში უჯრედულ დონეზე სიგნალების გადაცემასა და ცილების (მათ შორის, კოლაგენისა და ელასტინის) სინთეზს არეგულირებენ. ასევე, ქსოვილების სწრაფ აღდგენას, კანის ელასტიკურობის მომატებას, დაბერების პროცესების შენელებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას უზრუნველყოფენ.
როგორ მოქმედებს პეპტიდები ორგანიზმზე?
სანამ პეპტიდებს შეიძენთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, ზუსტად რასთან გაქვთ საქმე. პეპტიდი არის ორი ან მეტი ამინომჟავისგან შემდგარი ორგანული ნაერთი, რომელიც ცილის შემადგენელ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. ცილებისგან განსხვავებით, მათი მოლეკულური ჯაჭვი ბევრად მოკლეა. ეს ორგანიზმს საშუალებას აძლევს, ისინი უჯრედულ დონეზე მომენტალურად და უპრობლემოდ აითვისოს.
ადამიანის ორგანიზმი ამ ნაერთებს ბუნებრივად აწარმოებს, თუმცა ასაკის მატებასთან, სტრესთან და გარემო ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებასთან ერთად, მათი სინთეზი საგრძნობლად მცირდება. ამის გამო ორგანიზმს მათი დამატებითი წყარო ესაჭიროება.
ორგანიზმში მოხვედრისას ეს უნიკალური ნაერთები რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი ძირითადი სასარგებლო თვისებები და ეფექტები ასეთია:
- უჯრედული აღდგენა: აჩქარებს დაზიანებული ქსოვილებისა და კუნთების აღდგენის პროცესს;
- კანის გაახალგაზრდავება: აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას, ამცირებს ნაოჭებს და უბრუნებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას;
- იმუნიტეტის მხარდაჭერა: უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებასა და დამცველობითი ფუნქციების გაძლიერებას.
რატომ უნდა აირჩიოთ პეპტიდი?
ბაზარზე სხვადასხვა მრავალფეროვანი დანამატია წარმოდგენილი. ამიტომ, არჩევანის გაკეთება ხშირად მარტივი არაა. მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რატომ არის პეპტიდები უალტერნატივო პროდუქტი.
სხვა ტრადიციული დანამატებისგან განსხვავებით, ეს მოლეკულები მიზნობრივად მოქმედებენ. ისინი კონკრეტულ უჯრედულ რეცეპტორებს უკავშირდებიან და ორგანიზმს აღდგენითი პროცესების დასაწყებად ზუსტ სიგნალს აძლევენ. შედეგად, გაახალგაზრდავების ეფექტი რეალურია. თანაც არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაგან ორგანულ დონეზეც.
სადაა პეპტიდების ყიდვა შესაძლებელი?
გახსოვდეთ, ნებისმიერი ტიპის დანამატი მხოლოდ სანდო წყაროდან უნდა შეიძინოთ. ფარმას სფეროში სრულიად კავკასიაში წამყვანი ბრენდი არის PharmaHall. მის კატალოგში ხელმისაწვდომი პეპტიდები მაღალი ხარისხისაა, რასაც შესაბამისი სერტიფიკაცტიც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ „ფარმაჰოლი“ UTHER PHARMACEUTICAL-ის ოფიციალური პარტნიორია. UTHER PHARMACEUTICAL არის ამერიკული ლაბორატორია, რომელიც ჩინური პეპტიდების ლაბორატორიებისგან განსხვავებით, 100%-იან გამჭირვალობას, სიწმინდეს და უმაღლესი ხარისხის დონეს უზრუნველყოფს. ამას განაპირობებს ამერიკის შეერთებული შტატების კანონები, რის მიხედვითაც ნებისმიერი მწარმოებელი ლაბორატორია უმკაცრესად კონტროლდება.
თუ გადაწყვიტეთ, რომ გინდათ პეპტიდები ყიდვა შემდეგ კრიტერიუმებს მიაქციეთ ყურადღება:
- შემადგენლობა და სუფთა ფორმულა: დარწმუნდით, რომ პროდუქტში შემავალი აქტიური ინგრედიენტები არის მაღალი ბიოშეღწევადობის;
- მწარმოებლის რეპუტაცია: აირჩიეთ ბრენდები, რომლებიც გადიან ხარისხის მკაცრ კონტროლს;
- ორგანიზმის საჭიროებები: შეარჩიეთ კონკრეტულ მიზანზე (კანი, სახსრები, ენერგია) ორიენტირებული პროდუქტი.
გსურთ, პეპტიდის ეფექტი გამოსცადოთ? დაუკავშირდით PharmaHall-ს ნომერზე: +995 500 05 20 81, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით: pharmahallcontact@gmail.com
ხშირად დასმული კითხვები
რა არის პეპტიდები და რისთვის გამოიყენება ისინი?
პეპტიდები არის ამინომჟავების მოკლე ჯაჭვები, რომლებიც ორგანიზმში ცილების სინთეზს უწყობს ხელს. ისინი გამოიყენება კანის გაახალგაზრდავების, უჯრედული რეგენერაციის, კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.
რამდენად უსაფრთხოა პეპტიდების მიღება?
პეპტიდი ორგანიზმისთვის ბუნებრივი ნაერთია. ამიტომაც, ხარისხიანი დანამატების სწორი დოზირებით მიღება სრულიად უსაფრთხოა. თუმცა, მათ მიღებამდე რეკომენდებულია ინსტრუქციის გაცნობა ან სპეციალისტთან კონსულტაცია.
რა განსხვავებაა კოლაგენსა და პეპტიდებს შორის?
კოლაგენი არის დიდი ზომის ცილოვანი მოლეკულა, ხოლო კოლაგენის პეპტიდები დაშლილი, პატარა ამინომჟავური ჯაჭვებია. მცირე ზომის წყალობით, ორგანიზმი პეპტიდებს ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად ითვისებს, ვიდრე ჩვეულებრივ კოლაგენს.
(R)











კომენტარები