• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული მხარე ტერაქტს გვიმზადებს” – დაკავებები და ნაღმების ძებნა ოკუპირებულ აფხაზეთში

ალია ავტორი - ალია
18:28 12-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
393

გამოცემა “აქცენტნიუსი” ინტერნეტ-გამოცემა «Абхазский портал»  დაყრდნობით, წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლი დააკავეს და მას არარეგისტრირებული იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, თუმცა “საგამოძიებო უწყებები” სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.

გამოცემა «Абхазский портал» ხსენებულ დაკავებას დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ორი დღის წინანდელ განცხადებას უკავშირებს “საქართველოს მხრიდან მომავალი შესაძლო ტერორისტული საფრთხის” შესახებ. დე ფაქტო უწყებამ მაშინ აფხაზეთის მოსახლეობას “სიმშვიდისა და სიფხიზლის შენარჩუნებისკენ” მოუწოდა და სთხოვა, “არ აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს”.

გასულ კვირას “ქართული ოცნების” სადეპუტატო კორპუსიდან “გამოყოფილი” ე.წ. “ხალხის ძალის” წევრმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო ოპოზიცია “საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მძიმე პროვოკაციის მზადებაში” დაადანაშაულა.

გუშინ ცნობილი გახდა გამნაღმველების მიერ სოხუმის რიგი სკოლების შემოწმების თაობაზე.

მანამდე აფხაზურ ტელეგრამ-არხებში უცნობი ქალის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის თანახმად, “აფხაზეთის უშიშროების ორგანოებს მიღებული აქვთ ინფორმაცია ქართული მხარის მიერ მსხვილი ტერაქტის მზადების შესახებ”.

ოფიციალური თბილისი დე ფაქტო უშიშროების განცხადებას ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია.

წყარო – აქცენტნიუსი

თეგები: აფხაზეთი საქართველოა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved