• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს” – მდინარაძე “ოცნებას” დაჩაგრულ სტუდენტს ადარებს

ალია ავტორი - ალია
20:37 09-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,098

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჯოზეფ ბორელის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ამ უკანასკნელმა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილს თანდასწრებით, ერთობლივ ბრიფინგზე თქვა და ამბობს:

“ჩემი გადასახედიდან, ჯოზეფ ბორელმა კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა, მაგალითად, იმპიჩმენტის საკითხი. უნდა ვთქვათ, პოზიტიური გზავნილებიც იყო და მკაცრი, ნეგატიური გზავნილებიც. ძალიან მენიშნა პირადად მე ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს თავის წარუმატებლობას. ვფიქრობ, ეს არასწორი შედარებაა, რადგან არ მგონია, ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც, ვთქვათ, რომელიმე პროფესორისა და სტუდენტის ცოდნა.

გვხვდება შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ ხოლმე დაბალ ქულას სტუდენტებს. ხომ არ გვაქვს საქმე ასეთ მოვლენასთან და მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სხვაზე გაცილებით წარჩინებულია, სხვაზე გაცილებით მომზადებულია სტუდენტი, რატომ იჩაგრება მაშინ ის სხვებთან შედარებით? ეს არის ყველაზე რელევანტური კითხვა. არ იჩაგრება, ეს არ არის სწორი მოცემულობა, რადგან თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც კი ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები რეფორმებით, რეკომენდაციების შესრულებით და ა.შ. რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს. გასაგებია, არ გვშურს, არ ვედრებით, კი ბატონო, და გვიხარია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმატება, განსაკუთრებით, ომში მყოფი უკრაინის, მაგრამ ამის ფონზე, რაღაც ისეთი მიზეზებით, რომელზეც საუბრობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს.”

 

“ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის?” – ბორელი

 

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved