• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

ალია ავტორი - ალია
15:37 09-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364

თბილისი (GBC) – PSP-ს ახალი კონცეფციის მესამე აფთიაქი თბილისში, ფალიაშვილის N87-ში გაიხსნა. ინოვაციური კონცეფციის პირველი აფთიაქი თბილისში, PSP-ს დაარსების ადგილას, პეკინის N67-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში, ტბელ აბუსელიძის N13-ში, გაიხსნა.

PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქები მომხმარებელს თანამედროვე და განსხვავებულ გარემოში ახალი ბრენდებისა და ინოვაციური სერვისების აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს. გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი პროდუქტის შერჩევა ამ სივრცეში კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია, განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო სარკე და ინოვაციური საპრეზენტაციო თარო კი თავის მოვლის პროდუქტების გაცნობას სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს.

სადიაგნოსტიკო სარკე ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი მონიტორია, რომლის კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლის სახის კანის მდგომარეობას აანალიზებს. გამოვლენილი მდგომარეობების – ლაქების, ნაოჭების, თვალის გარშემო მუქი წრეების, სიმშრალის, ცხიმიანობისა და სხვა პრობლემების მიხედვით ეკრანზე ჩნდება პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზება მისი კანის საჭიროებების მიხედვით.

მიღებული რეკომენდაციების გაცნობა მომხმარებელს QR კოდის დასკანერებით შეუძლია, სურვილის შემთხვევაში კი სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე მიღება.

ინოვაციური საპრეზენტაციო თარო მომხმარებელს პირველად სწორედ ახალი კონცეფციის აფთიაქში შეუძლია იხილოს. ახალ აფთიაქში წარმოდგენილია კორეული ბრენდის – „მიზონის“ საპრეზენტაციო თარო, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის გაცნობას უფრო მარტივსა და საინტერესო გამოცდილებად სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თაროზე განთავსებული პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაცია ეკრანზე მიიღოს, უკეთ გაიცნოს მისი შესაძლებლობები და მისთვის სასურველი პროდუქტი უფრო მარტივად შეარჩიოს.

მსგავსი საპრეზენტაციო თაროები შერჩეულ აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდის პროდუქტებით განთავსდება, რათა მომხმარებელს ახალი და საინტერესო მეთოდით პროდუქციის გაცნობა და მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუადვილდეს.

საზეიმო ლენტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა ანო გოგიჩაძემ და ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა ნანა გვილავამ გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.

„PSP-ს ქსელის განვითარება ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მედიკამენტებისა და მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის ბრენდების პროდუქტების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აფთიაქი მხოლოდ საჭირო პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს კომფორტული, საინტერესო და თანამედროვე გამოცდილება შესთავაზოს.

როგორც სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ინოვაციური წარმომადგენელი საქართველოში, PSP მუდმივად ნერგავს სიახლეებს როგორც ასორტიმენტის, ისე მომსახურების მიმართულებით. ახალი კონცეფციის აფთიაქიც სწორედ ამ იდეას აერთიანებს – მომხმარებელს შეუძლია ახალი პროდუქტები აღმოაჩინოს, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოსცადოს და პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით მის საჭიროებებზე მორგებული არჩევანი გააკეთოს.

გახსნასთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში მომხმარებლისთვის მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება – 5% ექსტრა ფასდაკლება ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 10% – პარაფარმაცევტულზე, ყველა 50-ლარიან შენაძენზე კი სასაჩუქრე ქისები გადაეცემათ.

2026 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 ახალი აფთიაქი გახსნა, მათ შორის ახალი დიზაინით ბათუმსა და ქუთაისში, ახლა კი უკვე ახალი კონცეფციით თბილისში. ქსელის გაფართოების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე აფთიაქი გაიხსნება, მათ შორის ახალი კონცეფციის აფთიაქი თელავში” – აცხადებენ PSP-ში.

შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ PSP აფთიაქის Facebook გვერდს.

#PSP ხარისხის გარანტი

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved