• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

ალია ავტორი - ალია
14:39 09-10-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

9 სექტემბერს, სასტუმრო პულმანმა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Tester’s Day-ს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისი ტექია.

ყოველწლიურად, ამ დღეს Tester’s Dayაერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს და ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება თიბისის სპიკერებმაცგაუზიარეს.

ცოტნე აბურჯანია – ხარისხის ინჟინერი:

“ტესტერის დღეზე სპიკერის როლში უკვე მეორედ ვმონაწილეობ. ამჯერად, წარვადგინე თემა – AI-Enabled Quality Engineering და აუდიტორიას გავუზიარე თიბისის გამოცდილება ამ მიმართულებით. გვინდა, ამ ღონისძიების საშუალებით გავავრცელოთ საუკეთესო პრაქტიკები და დავეხმაროთ IT ენთუზიასტებს, სპეციალისტებსა თუ დამწყებებს სიახლეების შესწავლაში.”

ნიკა ჟორდანია – ხარისხის ინჟინერი:

“მოხარული ვარ, რომ აუდიტორიას გავუზიარე ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ტესტირების ავტომატიზაციის არქიტექტურისა და თანამედროვე საინჟინრო მიდგომების შესახებ. ჩემი თემა იყო – „Next-Gen Test Automation: From Code Generation to AI-Driven Architecture“, სადაც ვისაუბრე თუ როგორ შეიძლება კოდის ავტომატური გენერაცია გახდეს არა უბრალოდ დროის დაზოგვის ინსტრუმენტი, არამედ საფუძველი AI-სთან უფრო ეფექტური მუშაობისთვის.

ჩემთვის ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, გავცვალო გამოცდილება სხვა პროფესიონალებთან, მოვისმინო ახალი იდეები და გავიგო, როგორ უყურებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები AI-ის განვითარებასა და მის გავლენას საინჟინრო პროცესებზე.”

წელს, Tester’s Day-ს ფარგლებში, ჩატარდა Testing Cup 2026-ის ჰაკათონი, რომლის გამარჯვებული გუნდიც დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა. გუნდი „Avengers“ – რომელიც თიბისის ხარისხის ინჟინრებითაა დაკომპლექტებული – ნინო ნოზაძე, ირაკლი ბულისკერია, მარიამ ნებიერიძე, ცოტნე აბურჯანია, ნიკა ჟორდანია. გამარჯვებული გუნდის ერთი წარმომადგენელი კი, World’s Best Tester-ის ჰაკათონზე იასპარეზებს.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას საკუთარი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ტექ საზოგადოებას – ქმნის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ახალი იდეებისა და ინოვაციების განვითარებას და აერთიანებს სფეროს პროფესიონალებსა და ახალ თაობას. ამ მხარდაჭერის მიზანია, არამხოლოდ ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაძლიერება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ და საკუთარი იდეები რეალურ შესაძლებლობებად აქციონ.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved