„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე:
„მიშას შემთხვევაში,ასეთი სამახსოვრო თავგადასავალი ჩემს მეხსიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებად ცოტა არ არის,მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფდი –
ვარდების რევოლუცია, სადაც ბევრი ინიციატივის და სიტყვებით ხმაურის დროს, მან ერთმა აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა სარისკო ნაბიჯი.
2007 წლის 30 ოქტომბერი, როდესაც რუსებმა განმუხურში ქართველი ჯარისკაცები აიყვანეს ტყვედ და თავად პრეზიდენტი ჩავიდა ბრძოლის პოლიგონზე და მამაც ადამიანებთან ერთად დადგა მოღერილი კალაშნიკოვების პირისპირ.
2008 წლის ომი,როდესაც ევროპის დიდი ქვეყნის ლიდერი პუტინის დანაბარებით წარსდგა პატარა საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ,კორიდორი შესთავაზა და ქვეყნის დატოვება ურჩია.დიდი ქვეყნის ლიდერის უსუსურობა იმდენად გავლენის მქონე აღმოჩნდა,რომ დამფრთხალმა ქართველებმაც წამოიკნავლეს-კორიდორს დათანხმდიო.მიშა დარჩა …დარჩა ის კადრებიც,როდესაც აშშ ს დახმარების მომლოდინე უძალო ქვეყნის პრეზიდენტი სიმწრით ჰალსტუხს გლეჯს.ამ კადრებზე კრემლის სიცილი ისეთი გადამდები აღმოჩნდა ადგილობრივი იმბეცილებისთვის,რომ მიშას ნაცვლად ათასგზის გაქცეულები ამბობდნენ-მხდალიაო.
მიშა არამცთუ გაიქცა,ქვეყნის განვითარებას ჯიუტად აგრძელებდა და ყველა შესაძლო ტრიბუნიდან მსოფლიოს პირველ ტერორისტს უწოდებდა კაცს,რომლის წინაშეც დღესაც ძრწიან ძლიერი სახელმწიფოები.ეს ნომერ პირველი ტერორისტი თავის მხრივ,ნომერ პირველ მტრად ასახელებს მიშას.
2012 წელი, როდესაც საარჩევნო ურნების დახურვისთანავე მარცხი აღიარა და ძალაუფლებას არ გამოტირებია.
ზემოთ ჩამოთვლილი, უდიდეს ადამიანურ გამბედაობას მოითხოვს,უდიდესი შიშის დათრგუნვის ხარჯზე სწორი გადაწყვეტილება არის საგმირო საქმე.
უამრავ წარმატებას და სამშობლოში გატარებულ ძირეულ რეფორმებს თავი დავანებოთ…გადავიდეთ ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის ასპარეზზე
იქ რა ქნა მიშამ?
იმედგაცრუებული,დამარცხებული ადამიანის ძალებს აღემატება ყამირზე დაანთოს დიდი მოძრაობის ცეცხლი.მიშა და უკრაინა ისტორიის სრულიად სხვა თავია და ეს ჯერ საერთოდ გაუაზრებელია მიმდინარე რეალობაში.
დევნილი პრეზიდენტი ჯერ ჩადის აშშ ,მალევე ხვდება,რომ მშვიდი ცხოვრება და ლექციების კითხვა მისი საქმე არ არის და ისევ სარისკო არჩევანს იღებს გამოწვევად…ცვლილებების მომლოდინე,რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ცხელი მოვლენების ლიდერი ხდება,უცხო ქვეყნის დღის წესრიგს საკუთარ თავზე ირგებს და მომავალს განსაზღვრავს. სათქმელად ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში მოყვანილი ანალოგია თუ გახსენდებათ,ბოდიშს მოგიხდით…
მაიდანის ნამდვილ გმირს რევოლუციის შემდეგ თითქოს უნდა დაესვენა და ამის ყველა პირობა ჰქონდა,ისევ აუჯანყდა ბედს…წინააღმდეგობა რეალურ საფრთხედ რომ იქცა, დაუმორჩილებელი დევნილი პრეზიდენტი ჯერ შენობის სახურავზე აღმოჩნდა, მერე მოლიპულ იმ სახურავზე უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას სპეცნაზს და ბოლოს მანქანაში ჩატენვისას -“არ დანებდეთო” ყვიროდა…
არ დამავიწყდება ამ მანქანის წინ მიწაზე გაწოლილი ორსული ქალი, რომელიც მიშას დაპატიმრებას წინააღმდეგობას უწევდა. შთამბეჭდავი იყო კადრები, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის დასახსნელად უკრაინელი ხალხი თავს სწირავდა და მეც და მთელი მსოფლიოც მომსწრე გავხდით როგორ გამოგლიჯეს ტყვეობიდან კაცი,რომელიც სამშობლოში დევნილად ვაქციეთ…
დაიწყო სასამართლო პროცესი და ისიც ისტორიის ერთი დამოუკიდებელი თავია-ორი ქვეყნის თავისუფლების ჰიმნს მღეროდა ბრალდებულის საკნიდან…
მოგვიანებით,იატაკზე დანარცხებული გამოათრია ძალამ და სულ ცოტა ხანში,ამ მართლა გრიგალმა შეანგრია უცხო ქვეყნის საზღვარი,ხალხმა ხელში აიტაცა და ის დღე უკრაინამ გამარჯვებად იზეიმა.
არცერთი ინდიკაცია მედალოსანი ბიჭის ამ შესაძლებლობების დაშვებას არ იძლეოდა.ხშირად გამიგონია “მიშას ქუჩა არ აქვს გავლილი”… ოღონდ ყველას ავიწყდება,რომ არც ქუჩაში და არც ბიბლიოთეკაში მსხდომთ მეასედი სიმამაცის ჩადენა არ შეუძლიათ.
ჯეროვნად ვერ ვაფასებთ ძალაუფლების გარეშე,ერთმა კაცმა რამხელა თავგანწირვის მაგალითი მოგვცა,როცა დაღუპვის წინაშე მდგარ სამშობლოში სიკვდილთან პირისპირ შიშველი ხელებით შემოიპარა…
ის არ არის ჩვეულებრივი კაცი არც ცხოვრების წესით და არც მომავალი ცხოვრების სურვილებით.მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ დიდი ცვლილებების მოტანა.ჩვენ და უპირველესად მე,მას ვეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით,მაგრამ მე ზუსტად მესმის,რომ მხოლოდ საქმის ჯარისკაცი შემიძლია ვიყო.ვხვდები იმასაც,რომ მიუხედავად მისი ქარბორბალასავით დატრიალებული თავგადასავლებისა ჯეროვნად ვერ ვაფასებთ ახლა საკუთარი თავის განადგურებით რას სჩადის.
ალბათ ბევრს გვიფიქრია რის მიღწევას ცდილობს შიმშილობით. ბევრი აზრი არსებობს,მაგრამ პასუხი გუშინ მივიღე-ხალხი ვერ გრძნობს ქვეყანას რომ ვკარგავთ და მხოლოდ ამ გზით შემიძლია გამოვაფხიზლო…
ეს პროცესი დიდხანს ვერ გაძლებს. მიშა საკმაოდ დასუსტებულია. თუ აქამდე ამ სირთულეს ვერ შეატყობდი, გუშინ ეს თვალსაჩინო გახდა.
მიუხედავად მისი თხოვნისა, მის ჯანმრთელობაზე აქცენტი არ გაკეთდეს, მე საკუთარ თავთან ვარ მოვალე გითხრათ, რომ მას შველა სჭირდება და ეს შველა ჩვენს გამოფხიზლებაშია.
აქამდე ვცდილობდი მისი სურვილის პატივისცემას, მაგრამ როგორც არ უნდა გაბრაზდეს, მისი ნების წინააღმდეგ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს ჩვენ შეგვიძლია თბილისის დიდ აქციაზე მოვახერხოთ.
ეს უნდა შევძლოთ …
დიდი ეროვნული ტრაგედიის და სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, ეს უნდა მოვახერხოთ.
მიშა, ბოდიში, მაგრამ უნდა გადარჩე. სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაც უნდა შეძლო…ბევრს გთხოვ,მაგრამ ამ პატარა ქვეყნის გადარჩენა ახლა შენი სიცოცხლის გადარჩენაშია და ჩუმად ვერ დაველოდები საშინელი დღის გათენებას…
არ მინდა სიკვდილით გამოფხიზლებული საქართველოს ნახვა..სულ მგლოვიარე არ მინდა ვიყო….ერთ პრეზიდენტს ზუსტად შენს ასაკში უკვე გამოვემშვიდობე…ამ კრიზისს ზუსტად იგივე ასაკში გადიხარ…
უნდა შეძლო! უნდა გადარჩე…
გაუმარჯოს სიცოცხლეს.”
კომენტარები