• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, პარასკევი, 20 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეუბნები, ისეთი კანონი არ უნდა მიიღონ, რომ აგენტი უწოდონ ვინმესო და ახლა დგახარ და ხალხს „რუსეთის აგენტს“ ეძახი ყოველგვარი დაასაბუთების გარეშე ადამიანებს და არ გრცხვენია?!“ – როგორი კანონის მიღება უნდა ნანა კაკაბაძეს?

ალია ავტორი - ალია
17:20 03-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,555

ლევან ჯავახიშვილი 

„ალიას“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი  პოლიტპატიმრები  ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

– ქალბატონი ნანა, თქვენ მომხრე ხართ ე.წ. აგენტების კანონის მიღებისა. რა არგუმენტები გაქვთ, რატომ უნდა მიიღონ ეს კანონი?

– პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს არა იმ სახით, როგორი სახითაც დღეს არის წარმოდგენილი, არამედ სახეცვლილი. მე რასაც მხარს ვუჭერ, ეს არის არასამთავრობოების გამჭვირვალეობა. უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხის, საზოგადოების ინტერესებს, იმ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.  ასევე, უნდა დარეგისტრირდეს ყველა პროექტი, რომელთაც არასამთავრობოები ანხორციელებენ უცხოური  დაფინანსებით. რა პერიოდის ფარგლებში აფინანსებენ კონკრეტულ პროექტებს, რა ბიუჯეტით, რომ მოსახლეობამ იცოდეს, ვისაც  დასჭირდება, შევიდეს ამ რეესტრის ელექტრონულ მისამართზე  და ნახოს მათი საქმისთვის რომელი არასამთავრობოა მნიშვნელოვანი, რომელი რაში დაეხმარება და მერე  იმას მიაკითხავს, რომელიც მას კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. არასამთავრობო ორგანიზციების საქმინობა ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და თუ ამას აკეთებ, უნდა ცდილობდე, რომ ხალხისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყო. ეს ერთიანი  რეესტრი იქნება ის საშუალება, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომს გახდის  არასამთავრობოებს და მათ კონკრეტულ პროექტებს. ხშირად მირეკავენ პატიმრები ციხიდან, ციხის გარედან თუ თავისუფლებაზე მყოფი  მოქალაქეები, მეკითხებიან, ამა და ამ საკითხზე ვის შეიძლება მივაკითხოთ?  ამა და ამ პრობლემებზე ვის შეიძლება დაველაპარაკოთ? ხშირად მეც არ ვიცი, ვის უნდა მიმართოს ამ ხალხმა, ვისაც არასამთავრობოთა დახმარება სჭირდება. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის არც ვებ–გვერდი ვიცი და ეს არც არავინ იცის. არც ის არის მართებული, რომ კონკრეტული არასამთავრობოს მისამართი ინტერნეტით ეძებოს ხალხმა და არკვიოს, ვინ რა მიმართულების  პროექტებს და რა ვადებში ანხორციელებს.  აქედან გამომდინარე, საერთო რეესტრის შექმნა, სრული გამჭვირვალობა  რატომ არის მიუღებელი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, გაუგებარია, თუ სხვა, ქვენა გრძნობები არ გააჩნიათ.

–კანონის მიღების მოწინაღმდეგე არასამთავრობოები ამტიცებენ, რომ მათ ფინანსები, მათი ხარჯვა  და სხვა დანარჩენი საქმიანობაც ისედაც გამჭვირვალე აქვთ. არ არის ასე?

– დღეს ეს  ყველაფერი არის  ნებაყოფლობის  ფარგლებში, რა ფარგლებშიც თავად თვლიან მიზანშეწონილად, იმას აქვეყნებენ.  დღეს არ არის  სავალდებულო, რაც ზემოთ ვისაუბრეთ, იმ ინფორმაციის გამოქვეყნება. მე ვამბობ, რომ სავალდებულო უნდა იყოს. ეს კი, კანონის მიღებითა და ერთიანი  რეესტრის შექმნით მოგვარდება. ხალხს გაუიოლდება არასამთვრობოს მოძებნა, მათთან კონტაქტი და იმ  პროგრამებით სარგებლობა, რომლებიც დაფინანსებულია სწორედ იმიტომ, რომ მათ ისარგებლონ.

– რაც შეეხება „გავლენის აგენტებად“ არასამთავრობოების მესვეურთა, იქ დასაქმებულთა გამოცხადებას, ეს საკითხი როგორ უნდა დარეგულირდეს?
–გავლენის აგენტებისა და საერთოდ,  რაღაცა აგენტების დასახელება და ძახილი არ არის საჭირო.  კანონი არ უნდა იყოს, ამგვარი და სხვა იარლიყების მიწებების საფუძველი. თუ დაფინანსებული ორგანიზაციები ისეთ საქმიანობას ანხორციელებენ, რომელიც მათ მანდატში,  ვალდებულებაში არ შედის, მათი რეგისტრაციის ფორმაში არ შედის, რომ ის არის აპოლიტიკური, არაკომერციულ საქმიანობა და ეწევა პოლიტიკურ თუ პოლიტიზირებულ  საქმიანობას, ყველა ადამიანს ექნება საშუალება, იცოდეს, რომ ეს ორგანიზაცია არღვევს კანონს და იმის მაგივრად,  რაც უნდა აკეთოს, აკეთებს სხვა საქმეს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ფინანსური ან სხვა სახის სანქციები დააკისრონ, ჯერ ერთჯერადად, განმეორების შემთხევში ჯარიმა იყოს უფრო მეტი, ხოლო  სხვა სახის სანქცია უფრო მკაცრი. სახელმწიფო დაარეგულირებს ამას. ეს ორგანიზაციები მართლა თავის როლში იქნებიან. ჩვენ ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ეგენი დღეს არანაირ უფლებებს აღარ ემსახურებიან, არც სხვა მიმართულებით ეწევიან ხალხისთვის სასარგებლო საქმიანობას. გადაიქცნენ პოლიტიკური პარტიების  მსახურებად, ფულს იღებენ სხვა სულ  საქმის საკეთებლად და აკეთებენ სხვა საქმეს. იმ  ფულის უკანაც ხომ ხალხი დგას, ამერიკის თუ ევროპის ქვეყნების გადასახადების გადამხდელები დგანან. ისინი  იმაში არ იხდიან ფულს, რომ აქ ვიღაცებმა  თავიანთი მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილონ იმ ფულით. ფულს იხდიან დემოკრატიის, დემოკრატიული   ინსტიტუტების განვითარებისთვის. იმ ფულს, უცხოეთის ქვეყნები რომ აძლევენ,  ძალიან ბევრი არასამთავრობო, დემოკრატიის განვითარებას კი არა, საკუთარ პირს და  საკუთარ კეთილდღეობას ახმარს. ჩვენ ხომ ვხედავთ,  რომ ნახევარი „ენჯეოები“,  უფლებადამცველები პოლიტიკაში, სხვა და სხვა პარტიებში არიან მიმოფანტულები. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არასამთავრობოებს ტრამპლინად იყენებენ პოლიტიკაში და თანამდებობებზე  მოსახვედრად. ჩვენ გვინდა, რომ ის ფული, რომელიც უცხოელ გადასახადის გადამხდელებს საქართველოში დემოკრატიის გასავითრებლად აქვთ ჩვენთვის მოცემული, მოხმარდეს დემოკრატიის განვითარებას და არა, არასამთავრობოების მესვეურთა პირად ინტერესებს.

– უცხოურის გრანტების განაწილების საკითხი? მსხვილი  გრანტების დიდ ნაწილს რამდენიმე ადამიანი ანაწილებს საქართველოში და მერე, გრანტის მიმღები პირიები „ატკატის“ სახით მათ სოლიდურ თანხებს უბრუნებენ. ამაზე  რა ხანია, პოლიტიკოსებიც ღიად ლაპარაკობენ და საზოგადოების თვალსაჩინო წევრებიც, ეს პრობლემა, თქვენი აზრით არ არის მოსაგვარებელი?

– კი, მაგაზეც ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ  მე ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. მაგის მტკიცება ძალიან ძნელია, იურიდიული მტკიცებულებები უნდა მქონდეს, რომ მაგ საკითხზე ვილაპარაკო.  ის, რომ არამიზნობრივად იხარჯები გრანტები, ადამიანის უფლებებისა და  სხვა საჭიროების ნაცვლად პოლიტიკასა და პოლიტიკურ ინტერესებს ხმარდება, ეს ფაქტია.

– ქალბატონო ნანა, ჩვენი საუბრიდან დავასკვენი, რომ თქვენ  ცალსახად  არც  კანონპროეტის  ამეროკული ვარიანტის მომხრე ხართ და არც  იმ კანონისა, რუსულს, რომ ეძახიან და რუსული კანონის ასლი, რუსული კანონია კოპირებულიო. ასეა?

– დიახ, მე ვარ კანონპროექტის ქართული  ვარიანტის დახვეწის მომხრე და ამ სახით მიღებისა. ამერიკული კანონი ძალიან მკაცრია, მასში სისხლის სამართლის დევნაც არის გათვალისწინებული იმ პირთა მიმართ, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას მიიღებს. არც გავლენის და სხვა სახის აგენტებად ამ ხალხის გამოცხდებას არ ვეთანხმები. გითხარით, რომ კანონი დასახვეწია ბევრი მიმართულებით. ისე, ვინც ამ გავლენის აგენტად არასამთავრობოთა მესვეურთა გამოცხადების წინააღმდეგია, ის ხალხი პარლმენტში კანონის განხილვისას,  რომელსაც მეც ვესწრებოდი, უაპელაციოდ ეძახდნენ აგენტებს მეორე, მოწინაღმდეგე მხარეს. კანონს ებრძვიან,  კანონით აგენტებად არ მონათლოთ ხალხიო და ყოველგვარი კანონის გარეშე, ხელისუფლების წარმომადგენლებს აგენტებს ეძახიან. იმას მეუბნები, ისეთი კანონი არ უნდა მიიღონ, რომ  აგენტი უწოდონ ვინმესო და შე დალოცვილო, კანონის გარეშე დგახარ და ხალხს რუსეთის აგენტს ეძახი ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დაასაბუთების გარეშე ადამიანებს  და არ გრცხვენია?!  კანონმა, რომ დაარეგულიროს ის გრცხვენია და გაწუხებს?!  ეს უკვე დაუჯერებელია.  ე.ი. რაღაც სხვა ინტერესები გაქვს, როცა ამ კანონს ეწინააღმდეგები.

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია
ახალი ამბები

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

13:29 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ახალი ამბები

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

13:47 06-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved