• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კლინიკაში ანალიზები 900 ლარი დამიფასეს, ორი ვარიანტი მქონდა: ან გული უნდა წამსვლოდა ანდა…” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:10 02-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
341

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

კლინიკაში ყველა ანალიზი ერთად 900 ლარი დამიფასეს. ორი ვარიანტი მქონდა: ან გული უნდა წამსვლოდა ანდა უნდა გავქცეულიყავი. კლინიკის მეტლახზე კოტრიალმა არ მომხიბლა და ამიტომ გარეთ გავვარდი და ავტობუსით დავგაზე. ჩემს გაჩერებაზე ჩამომხტარი არც ვიყავი ბოლომდე, როცა ვიღაც ქალმა შემაჩერა, გიცანით, მიყვარხართ ძალიანო. აქაც ორი ვარიანტი იყო, ან უნდა მეპასუხა, მეც მიყვარხარ-მეთქი, ანდა 900 ლარს ხომ ვერ მასესხებ-მაჩუქებდით-მეთქი და უცბად ქალმა დამასწრო:
– რასაც თქვენ წერთ, ეგ ნამდვილი ამბებია თუ მოგონილი?
– არ გიყვართ არა მოგონილი ამბები? – ვკითხე მე.
– არა, საერთოდ არ მიყვარს.
მივხვდი, მახეს მიგებდა და ამიტომ ეგრევე ვკითხე:
– თქვენი საყვარელი ნაწარმოები რომელია?
– პატარა უფლისწული.
– რომელი?
– პატარა უფლისწული. თქვენ არ გიყვართ?
– კი, ძალიან რეალისტურია.
– რომელი პერსონაჟი მოგწონთ?
– რომელი და მელა, – ვუპასუხე მე, – მელაკუდაა რეალიზმის სახე.
– მე – უფლისწული.
პ.ს. ჰოდა, ახლა კარგად მისმინეთ, ჩემო ვერცხლებო, ჩემო პრინცესებო და უფლისწულებო, თუ კიდევ ვინმე გამაჩერებს ქუჩაში ამ კითხვით, ჩემი ამბავი მოგონილია თუ სიმართლე, იცოდეთ, რომ ჯიბეში მიდევს…
…სტივენ კინგის და ჯორჯ მარტინის ტელეფონის ნომრები და აუცილებლად გესვრით.
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved