• რეკლამა
  • კონტაქტი
05:15, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილონ მასკსTwitter-ის ყიდვა $43.4 მილიარდად სურს

ალია ავტორი - ალია
18:23 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
725

Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა სურს. მასკის თქმით, ის მზად არის Twitter-ის თითოეულ აქციაში $54.20 გადაიხადოს, შესაბამისად სოციალური პლატფორმის სრულად შეძენა $43.4 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.

მასკის თქმით, შეთავაზების წარუმატებლობის შემთხვევაში ის მის მფლობელობაში უკვე არსებულ აქციების გაყიდვაზე დაფიქრდება.

“ეს მუქარა არაა, ეს უბრალოდ არ არის კარგი ინვესტიცია, საჭირო ცვლილებების გატარების გარეშე”. – ამბობს მასკი.

5 აპრილს Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა $3 მილიარდის ღირებულების Twitter-ის აქციების 9.2%  შეიძინა, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. აღსანიშნავია, რომ მასკის შენაძენი ოთხჯერ აღემატება დამფუძნებლის, ჯეკ დორსის 2.25%-ს.

მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ “სერიოზულად ფიქრობდა” ახალი სოციალური პლატფორმის შექმნას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა Twitter-ის ერთგულებას სიტყვის თავისუფლების მიმართ. მან, ასევე, საკუთარ გამომწერებს ჰკითხა, სურთ თუ არა რედაქტირების ფუნქცია სოციალური მედიის პლატფორმაზე მუშაობისას. რასაც მოჰყვა აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის პასუხი – “ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია. ყურადღებით მიეცით ხმა”.

მასკი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი თანხმდებიან ე.წ. Web3-ზე – ინტერნეტის დეცენტრალიზებულ ვერსიაზე. დორსმა, რომელიც ფლობდა აქციათა 2%-ზე მეტს, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასულ წლის ნოემბერში დატოვა.

“მასკის რეალური ინვესტიცია მისი სიმდიდრის ძალიან მცირე პროცენტია და კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა გამორიცხული არ არის” – წერს ანალიტიკოსი, ანჯელო ზინო

თეგები: ილონ მასკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved