• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გუშინ 26 წლის რუსი ქალი გავიცანი, თავიდან 18 წლის მეგონა…” – რას წერს ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
13:28 08-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,789

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

“გუშინ გოგონა გავიცანი, რაღა გოგონა, ქალი, 26 წლის, რუსი. თავიდან 18 წლის მეგონა. იქ, საიდანაც ვარ, ყველანი თავის წლოვანებაზე ახალგაზრდად გამოიყურებიანო, მითხრა. თუ 50 წელს გადაცილებული მოხუცები იმ ჩვენს მხარეს ტოვებენ და საცხოვრებლად სხვაგან გადადიან, მალევე კვდებიანო. რუჯის ნასახი არა აქვს, ფერმკრთალია.
იცით საიდან არის გამოქცეული? ჩუკოტკიდან. პუტინის რეჟიმს გამოექცა. რამდენიმე ჩემი მეგობარი დაიჭირეს, სადღაც გადაკარგეს, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ერთსაც მაგადანში უკრეს თავიო. (მაგადანში!) ეს ქალი ახლობელს გაუფრთხილებია და დროზე გამოქცეულა.
არავითარი ბიზნესი არ აქვს, უფულოდ არის, აქ შეიკედლეს. ავტობუსით ვიმგზავრეთ, აღშფოთებული იყო: იქ ჩუკოტკაზე ადამიანთა მხოლოდ 1 პროცენტი ეწინააღმდეგება პუტინს, დანარჩენები მონები არიანო. ისე ემოციურად გაყვიროდა, მთელი ავტობუსი დააფრთხო. აქაც არიან პუტინისტები-მეთქი და ვიციო.
ჩუკოტკაზე სულ თეთრი ღამეებია, მზე წესიერად ვერც ამოდის, ასე ჰორიზონტზე მოძრაობს და მალევე ჩადის, ხალხი გამოათაყვანა სიბნელემ და გაუგებარმა თეთრმა ღამეებმა, სულ სმაში არიან, ბოსტნეული არ ვიცით რა არის, ჩინური პლასტმასა შემოაქვთ და იმას ვჭამთო. აღარ შემიძლია, ვეღარ დავბრუნდებიო. იქიდან საფრანგეთში გამოვიქეცი, მაგრამ რუსული პასპორტი მქონდა და არ მიმიღესო. არავინ მიღებს, მხოლოდ აქ შევძელი ჩამოსვლა, გაგეცინება და აქედან უკრაინაში მივდივარ, უკრაინა თუ მიმიღებს, თანაც იქ შეყვარებული მყავსო. ძალიან გონიერი ვინმე ჩანდა, ლაპარაკში გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის ისტორიაც კი იცოდა თავისი უცნაური დეტალებით. მე ვეხუმრებოდი და ნელ-ნელა გაიღიმა, ბოლოსკენ გავაცინე კიდეც.
მედალს მართლა ორი მხარე აქვს. ყურადღებით ვიყოთ თითოეული ადამიანისადმი.”
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved