• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაზის თუ ელექტრო წყალგამაცხელებელი? – დადებითი და უარყოფითი მხარეები

ალია ავტორი - ალია
21:46 06-23-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,291

კარგი ხარისხის გაზის (ე.წ. კალონკა) და ელექტროწყალგამაცხელებლების (ე.წ. ბაკი) ფასში დიდი სხვაობა არ არის და თუ სახლში გაზიც შეყვანილი გაქვთ და ელექტროენერგიაც, რომელი გამაცხელებელი უნდა აირჩიოთ?

შევადაროთ ეს ორი ტიპის გამაცხელებელი ერთმანეთს.

მონტაჟი:

წყლის ელექტროგამაცხელებლის მონტაჟი მარტივია, მისი დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ ოთახში. არ საჭიროებს ძვირადღირებული ლითონის მილების ყიდვას და სავენტილაციო სისტემის დაყენება.

გაზის წყალგამაცხელებლის მონტაჟისთვის ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, არ შეიძლება მისი ყველგან განთავსება, მათ შორის, სველ წერტილებში, საჭიროა ოთახის ხშირი ბუნებრივი ვენტილაცია, არ შეიძლება მისი დაერთება სავენტილაციო მილთან, არ შეიძლება მისი მონტაჟი აალებადი მასალისგან დამზადებულ კედლებზე, უმეტესად საჭიროებს კედლის გახვრეტას გამწოვი მილის დასამონტაჟებლად და ა.შ.

უსაფრთხოება:

მონტაჟის სირთულე ერთ შემთხვევში და სიმარტივე მეორე შემთხვევაში, თავისთავად მიგვანიშნებს იმას, რომელ წყალგამაცხელებელთან უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2022 წლიდან ახალი რეგულაციის მიხედვით გამკაცრებულია უსაფრთხოების მოთხოვნები, შესაბამისად, მხოლოდ ახალი თაობის მოდელებია პრიორიტეტული, მაგალითად, არისტონის „კალონკა“.

და თუ მაინც „კალონკის“ შეძენას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, მისმა გამონაბოლქვმა რომ არ დააბინძუროს გარემო, სჯობს, ენერგოეფექტურ მოდელზე გააკეთოთ არჩევანი, ისეთი, როგორიცაა Ariston, ან Vanward.

პროდუქტიულობა:

გაზის გამაცხელებელი (კალონკა) წყალს აცხელებს სწრაფად, ზაფხულში კიდევ უფრო სწრაფად. სამწუხაროდ, ძველი მოდელის გაზის გამაცხელებლის მუშაობა დამოკიდებულია სახლში მოშვებული ონკანების რაოდენობაზე და წყლის წნევაზე. ამ ტიპის გამაცხელებლის პირობებში რამდენიმე ონკანიდან ერთროულად ცხელ წყალს ვერ მივიღებთ „კალონკის“ ძველი მოდელებიდან. თუმცა, არისტონის მოდელის ახალმა „კალონკებმა“ დროს გაუსწრეს და რამდენ ონკანზეც გსურთ, იმდენზე მოგემსახურებათ.

ელექტრო წყალგამაცხელებლების ავზიდან დაუყოვნებლივ ვერ მივიღებთ ცხელ წყალს, წყლის გაცხელება დამოკიდებულია ავზის მოცულობაზე და გათბობის ელემენტის რაოდენობასა და სიმძლავრეზე. ზაფხულში ისიც უფრო სწრაფად ათბობს წყალს. წყლის ელექტროგამაცხელებელი ცხელ წყალს საჭირო ტემპერატურამდე იმდენ ხანს ინახავს, სანამ არ გავხარჯავთ. მას შეუძლია თავად დაარეგულიროს წყლის წნევა და რამდენიმე ონკანსაც თავისუფლად მოემსახუროს მანამ, სანამ ცხელი წყალი არ ამოიწურება ავზში.

ოპერაციული მახასიათებლები:

თუ თქვენ ძველი მოდელის „კალონკით“ სარგებლობთ და წყლის წნევა დაეცემა, გაზის წყალგამაცხელებელი არ იმუშავებს, გაზი არ აინთება. იგივე მოხდება გაზის წნევის დავარდნის შემთხვევაში. თუმცა, არისტონის ახალი თაობის „კალონკებმა“ ისტორიის ეს ფურცელიც უკან მოიტოვეს და მათ მინიმალურ წნევაზე შეუძლიათ მუშაობა (0,1 ბარიდან, რაც დაახლოებით 2 ლ/წთ-შია).

ელექტრო წყალგამაცხელებელი არ არის დამოკიდებული არც წყლის წნევაზე, არც გაზის წნევაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ელექტრო ძაბვაზეც, რადგან, წყლის გამაცხელებლების ახალი მოდელების უმრავლესობას, ელექტრო ძაბვის ცვლილების რეგულირებაც შეუძლია.

სერვისი

გაზის წყალგამაცხელებლისგან განსხვავებით,  ელექტრო წყლის გამაცხელებელს შეუძლია უფრო დიდხანს იმუშაოს სპეციალისტების ჩარევის გარეშე, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება წელიწადში ერთხელ ავზის გაწმენდა.

წყლის ელექტროგამაცხელებლები ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარი ხდება, რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. აგარაკებზე უმეტესად არ არის გაზმომარაგების სისტემა გაყვანილი, ამიტომ იქ ერთპიროვნულად ლიდერობს წყლის ელექტროგამაცხელბელი.
  2. ელექტრო წყლისგამაცხელებლებს იყენებენ აქტიურად საწარმოებშიც – რადგან ამ მოწყობილობით შესაძლებელია წყლის დიდი მოცულობის გაცხელება და შენახვა საჭირო დრომდე, მისი გამოყენებისას, კი რამდენიმე ონკანის მოშვება ერთდროულად, პრობლემას არ წარმოადგენს. გაგიკვირდებათ და საკმაოდ ეკონომიურადაც მუშაობენ, ტემპერატურის სენსორების წყალობით, რომელიც ჩართულია მხოლოდ წყლის ტემპერატურის სასურველი დონის შესანარჩუნებლად.

ეს არის წყლის გაზის და ელექტროგამაცხელებლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება, რომელი გამაცხელებელი უნდა აირჩიოთ, მაინც თქვენზეა.

აუცილებლია გაზის გამაცხელებლის მონტაჟისას გაითვალისწინოთ როგორც მწარმოებლის რეკომენდაციები, ასევე, მისი მონტაჟი მხოლოდ პროფესიონალს ანდოთ და სასურველია, ისიც გადაამოწმოთ.

ელექტრო წყალგამაცხელებელი კი უნდა დამონტაჟდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

 

 

თეგები: არისტონიცელსიუსიწყლის ელეტქროგამაცხელებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved