ანალირიკოსი, ზაალ ამჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
როდესაც 600 დღეზე მეტია გამოდიხარ, თანაც უწყვეტ პროტესტზე და ხედავ, გრძნობ, რომ შენი პროტესტი ფართო საზოგადოებაში მხარდაჭერას ვერ პოულობს, ამ 600 დღის მანძილზე პროტესტის ვერც ერთ გაცხადებულ შედეგს ვერ მიაღწიე, ელემენტარულმა გონიერებამ უნდა უკარნახოს მონაწილეებსაც, ორგანიზატორებსაც და სპონსორებსაც, რომ რუსთაველზე რეგულარულმა გასვლებმა, მარშებმა და სხვა მოძრაობებმა, თავი ამოწურეს. თბილისელების უმრავლესობას ამ ტოქსიკური შემადგენლობის მიმართ უკვე იმდენი ნეგატივი დაუგროვდა, რომ კიდევ მიკვირს ამდენი ხანი თავს როგორ იკავებდნენ. ალბათ ისევ ჩვენი ქართული ტოლერანტობაა მიზეზი.
პასუხი კითხვაზე, თუ რატომ განაგრძობენ უკვე პათოლოგიაში გადასული სახედარის სიჯიუტით აქციებს? თქვენ წარმოიდგინეთ ვიპოვე ფრანგული გაზეთის „Le Monde” 2 აგვისტოს სტატიაში. ამ სტატიის ფრანგი ავტორი გულისამაჩუყებლად წერს – ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობაზე, წინააღმდეგობის დემონსტრირებაზე, რომ თურმე დემონსტრანტები საქართველოს „ევროპულ მომავალს“ იცავენ და ა.შ. სტატია თითქოს მოუწოდებს მსოფლიოს, რომ მიაქციეთ ყურადღება ამ ხალხს, დააფასეთ ისინი….
ადრეც ვიყავი დარწმუნებული და ამ და მსგავსი სტატიების წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი უფრო მყარად, რომ ეს უწყვეტი აქცია ძირითადად სწორედ გარეშე, დასავლურ აუდიტორიაზეა გათვლილი. მიზანი და მიზეზი კი ძალიან ბანალური და მიწიერი – უნდათ რაიმე საერთაშორისო პრემიას, ან რამე სხვა აღიარებას გამოჰკრან ხელი.
შემიძლია მოგიყვანოთ არაერთი მაგალითი, თუ როგორ წარადგინეს სახაროვის პრემიაზე მაგალითად მოძრაობა „ირანი – ქალი, სიცოცხლე თავისუფლება,“ ბელარუსის „დემოკრატიული“ ოპოზიცია როგორც კოლექტიური სუბიექტი, „არაბული გაზაფხულის“ რამდენიმე აქტივისტი. ჰონკონგის საპროტესტო მოძრაობა და გრეტა ტუნბერგის მოძრაობა სულაც ნობელის პრემიაზე იყვნენ ნომინირებული. სიის გაგრძელება შეიძლება.
ამ უწყვეტი პროტესტის ავტორები როგორც ჩანს ამით სულდგმულობენ, შეიძლება ის ვინც ფულს უხდის, აგულიანებდეს, რომ აი ცოტაც და უწყვეტი პროტესტის ხანგრძლივობის რეკორდს მოვხსნით, საავტორო უფლებით და მერე ნახეთ თქვენი აღზევება და დაფასება.
თუმცა, ვურჩევდი გაიხსენონ მზია ამაღლობელის მაგალითი, მასაც მისცეს სამოწყალოდ სახაროვის უკვე გვარიანად გაუფასურებული პრემია პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის, და რა? გახდა ის საზოგადოების სათაყვანებელი ფიგურა? გახდა გმირი? რა თქმა უნდა არა და ვერც გახდება. ამიტომაც მინდა ვუთხრა 600+ დღე რუსთაველზე პროტესტის მონაწილეებს, ტყუილად გაქვთ გარედან აღიარების იმედი. რომც მიიღოთ, საქართველოში ეს ვალუტა არ კოტირებს, იმიტომ რომ ეს საქართველოა!











კომენტარები