• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 08-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,003
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
დაგინიშნეს ოპერაცია. გითხრეს რომ გადაუდებელია. გითხრეს, რომ საუკეთესო ქირურგები მოიწვიეს, მოვიდა ოპერაციის დღე და…
ქირურგმა თქვენს თვალწინ ცხვირი ხელით მოიხოცა და ოპერაციას შეუდგა, ნარკოზმა ნახევრად იმუშავა, ოპერაციის შემდეგ გითხრეს, რომ არ აქვთ პალატა, სადაც დაგაწვენენ, გითხრეს, რომ არ ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა რომ რეაბილიტაციას კიდევ სამი წელი დასჭირდება, ამასთან, აღმოჩნდა რომ დიაგნოზი არასწორად იყო დასმული და ჯერ სხვა რამ გიმკურნალეს და რასაც უჩიოდით, იმას მომავალში უმკურნალებენ.
რას იფიქრებთ? რა იქნება შეკითხვები, რომლებსაც დასვამთ აღნიშნული ქაოსის შემხედვარე?
მე გეტყვით:
თუ არ იცოდნენ დიაგნოზი, რას მკურნალობდნენ? თუ არ იყვნენ მზად, რას მჭრიდნენ? ვინ მისცა ამათ ლიცენზია? გარანტირებული სახელმწიფო დაზღვევის გამო ხომ არ აკეთებენ ამ ოპერაციებს რომ ფული აკეთონ?

ეხლა კარგად დააკვირდით რუსთაველის რეაბილიტაციას:

გადაკეტეს იმაზე დიდი მონაკვეთი, ვიდრე ყველანი წარმოვიდგენდით. ერთდროულად მთელი რუსთაველის და ამასთან კოსტავას, ელბაქიძის, ზანდუკელის გადაკეტვა რომ ჯოჯოხეთს გამოიწვევდა, ამას ნებისმიერი მძღოლი გეტყოდათ, არა თუ სფეროს სპეციალისტი.
უცებ გვითხრეს, რომ აი ძალიან მოვინდომებთ კოსტავას მონაკვეთის სექტემბრამდე დამთავრებას და რუსთაველი ვნახოთო, იმედია დეკემბრამდეო. და თუ ასე ფრაგმენტულად შეიძლებოდა, რატომ თავიდანვე ასე არ გააკეთეს? გაეკეთებინათ ჯერ კოსტავა და მერე რუსთაველი. ან პირიქით.
თუ სექტემბრამდე ჰქონდათ მთელი რეაბილიტაციის დამთავრება დაგეგმილი, რანაირად გვეუბნებიან დეკემბერს? რა არ ეგონათ? არ იცოდნენ სამუშაოს მოცულობა? ახლა აღმოაჩინეს რამე ახალი? ანუ არ ჰქონდათ ხო დაგეგმილი?
შემოვლითი გზები წინასწარ კი არ იცოდნენ, არამედ უბრალოდ რუსთაველი გადაკეტეს და მოხდეს რაც მოხდებაო. საიდან ვიცით? გრიბოედოვი გადაკეტეს. ცოტა ხანში მაცხოვრებლებს სმს მიუვიდათ, ამ ქუჩაზე პარკირება გაგიუქმდათ, სადაც გინდა იქ გააჩერეთო. მერე მეორე სმსმ, მთელს მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება უფასო გაცდა და სადაც გინდათ იქ გააჩერეთო. ანუ, გრიბოედოვის მაცხოვრებლებისთვის კი არ გახდა უფასო, რომ რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად არ შეწუხდეს ადამიანი, არამედ ყველასთვის, რაც სრული აბსურდია. მე ვერ ვაყენებ სახლთან, მე შემეცვალა საცხოვრებელი პირობები და სხვას რატომ ეძლევა უფასო პარკირება?
ამას გარდა, გრიბოედოვი გახადეს ორმხრივი. რეაბილიტაციის დაწყებიდან 1 კვირაში. უცებ მოუვიდათ თავში ეს აზრი? თავიდანვე რატომ არ ქნეს? ხოდა ამ ორმხრივ გრიბოედოვს კი ჩაიშხუილებ, მაგრამ იცით სად მოხვდებით? მთაწმინდის ძალიან ვიწყრო ქუჩებში, სადაც ერთ მონაკვეთში, ოდნავ დიდმა მანქანამ მანევრები უნდა აკეთოს მოსახვევში რომ შევიდეს. გუშინ ათი წუთი ვიდექი სკუტერით. ორივე მხრიდან მანქანები რომ მოაწვება, უბრალოდ შეუძლებელია გავლა. ამას ემატება ის, რომ მაგ მონაკვეთში ქვაფენილია ამორეცხილი. დიდი ლოდები ყრია და უზარმაზარი ორმოებია. შემოვლით გზას, წინასწარ თუ გეგმავ, მოვლა არ სჭირდება? ანუ არ იყო წინასწარ გათვლილი.
ამასთან, რუსთაველის რეაბილიტაციის დაწყებიდან ერთ კვირაში დაიწყეს ლეონიძეზე რაღაც მილების გამოცვლა. შემოვლით გზაზე დაიწყეს რეაბილიტაცია.
და საფეხმავლო ბილიკებზე საუბარიც ზედმეტია. ხალხი მიწისქვეშაში ჩადის და ამოდის, რაღაც ფიზრის ხიდებზე გადადის და რესპუბლიკიდან მეცნიერების აკადემიამდე კატაკომბებით მოფოფხავს.
და ამ მთელს ორომტრიალს ემატება მშენებელთა კვალიფიკაცია. არა თუ სატვირთო ორმოში ჩაუვარდათ, იმ სატვირთოში მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ბავშვი.
ეხლა შეკრიბეთ ყველა კომპონენტი და მიხვდებით, რომ რეაბილიტაციის დაწყება ნაჩქარევად არის დაწყებული, არ იყო ნაფიქრი სატრანსპორტო კოლაფსის შესახებ, არ იყო ნაფიქრი შემოვლითი გზების შესახებ, არ იყო ნაფიქრი პარკირების შესახებ, არ იყო ნაფიქრი ვადების შესახებ და შემსრულებელთა კომპეტენცია, მინუმ ოდნავ უკეთესი შეიძლება ყოფილიყო.
ხოდა იმ წარმოსახვითი ოპერაციის არ იყოს, აქაც დასვით იგივე შეკითხვები და იქნებ დალაგდეს, სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს:
თუ მერია არ იყო მზად რეაბილიტაციისთვის, რატომ გამოაცხადეს ის ასე ნაჩქარევად აგვისტოში?
იმიტომ რომ რუსთაველს სჭირდებოდა გადაუდებელი რეაბილიტაცია? ინგრეოდა? იმიტომ, რომ მოქალაქეები ითხოვდნენ ამას? იმიტომ, რომ მერს არ ეძინა დარდით?
ნწ.
იმიტომ, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტის ფული იყო ახლობლებზე ჩამოსარიგებელი.
სხვანაირად უბრალოდ ვერ ახსნით, რატომ დაიწყო ასეთი (არ)მომზადების პირობებში მერიამ რეაბილიტაცია. ვერ ახსნით.
კორუფციის გამო იტანჯებით და სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტად დაიტანჯებით. ვიღაცის გამდიდრებისთვის დგეხართ საცობებში და ტყუილად იმშვიდებთ თავს, რომ “ნუ, რას ვიზამთ, რეაბილიტაციის დროს ეს ყველგან მოხდებოდა”. არ მოხდებოდა ასეთი ფორმით და არ მოხდებოდა ამდენი ხლის მანძილზე. მაგრამ ფეხებზე კიდიხართ ყველას, ფეხებზე ჰკიდია თქვენი ნერვები, თქვენი დისკომფორტი… მთავარია თავისიანების კომფორტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved