• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

ალია ავტორი - ალია
12:03 08-11-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ბათუმი 10-12 სექტემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას AD BLACK SEA 2026-ს უმასპინძლებს. ფესტივალი მე-10 საიუბილეო წელს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს წამყვან შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს, მარკეტერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. AD BLACK SEA-ის დაარსების პირველივე დღიდან, თიბისის სჯერა, რომ ძლიერი შემოქმედებითი ინდუსტრია ქვეყნის განვითარების, ინოვაციისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს იმ პლატფორმებს, სადაც ახალი იდეები იბადება, შემოქმედებითი აზროვნება ვითარდება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები იქმნება.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ნამუშევრების მიღება 27 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

„უკვე ათი წელია, AD BLACK SEA-სთან ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ახალი იდეები იბადება და პროფესიული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. გვჯერა შემოქმედების ძალის, რომელიც ცვლის ადამიანებს, ბიზნესებს და გარემოს უკეთესობისაკენ. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ამ ტრანსფორმაციას ქმნის. Young Creative-ის კატეგორიაც ამ რწმენის გაგრძელებაა: გვსურს, ახალი თაობის ქართველ შემოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გავუხსნათ და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას“- მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. რეგიონის ყველაზე შემოქმედებითი კამპანიებსა და პროექტებს, 13 ძირითად კატეგორიაში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული, 30-ზე მეტი საერთაშორისო ჟიურის წევრი გამოავლენს.

ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია „ON THE EDGE“ იმ გარდამავალ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღეს მსოფლიო, ქვეყნები, შემოქმედებითი ინდუსტრია და ადამიანები იმყოფებიან. „ზღვარზე ყოფნა“ არის სივრცე, სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა. სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა.

AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალს 1 500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი დაესწრება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს, მათ შორის დევიდ დროგას(Accenture), სინდი გელოპს(MakeLoveNotPorn), ნატაშა ჯენს (Pentagram New York), მიჰნია გეორგიუს (Le Pub), კატალინდობრეს (McCann Worldgroup Romania) და იოჰანა იასკოვსკას – გაფართოებული რეალობისა და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს.

AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება, ხოლო თიბისი ამ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გრძელვადიანი მხარდამჭერია.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved