• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

ალია ავტორი - ალია
14:35 08-11-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ მონაწილესა და სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ცოცვის განვითარებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.

თიბისისთვის ცვლილება ახალი შესაძლებლობების შექმნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას მივცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ძალებს გამოცდიან, დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. ეს გამოცდილება კი მათ განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, ამავდროულად კი რეგიონებში ახალ ინტერესს, მეტ ჩართულობასა და განვითარების საფუძველს ქმნის.

სპორტული ცოცვის ფესტივალი პირველად 2024 წელს სოფელ ნიქოზში გაიმართა და უკვე ტრადიციად ყალიბდება. ბოლო ორი წელია ფესტივალს ბედიანი მასპინძლობს. ორ დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების წევრები, მოყვარულები და სპორტული ცოცვით დაინტერესებული ადამიანები. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ დაბა ბედიანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავგადასავლო ბანაკის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მეტი ახალგაზრდის ჩართულობასა და სპორტული ცოცვის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ძალების გამოცდას, დამოუკიდებლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს მათ შესაძლებლობას, საკუთარი ძალები რეალურ გამოწვევებში გამოსცადონ და წინსვლისთვის ახალი ნაბიჯები გადადგან.

„ბედიანის ცოცვის ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. „კიდევ ხომ ჩატარდება?“ – ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ახალ ენერგიას მაძლევს, რომ ეს ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად თავად რეგიონის გარდაქმნასა და ახალი იდეების გაჩენასაც უწყობს ხელს“ – ლაზარე კომახიძე, მეკლდეური და ბედიანის ცოცვის ფესტივალის დამფუძნებელი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა და დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების წახალისება 30 წელზე მეტია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების გამოვლენაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved