• რეკლამა
  • კონტაქტი
00:31, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

 “ევროპა ელის ჩვენ გონს მოსვლას, ევროპა ელის ჩვენგან დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას” – უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:05 06-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

პოლიტიკოსი, დავით უსუფაშვილი:

„ლელო“ არ სვამს კითხვას – იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობას ისევე, როგორც არ სვამს კითხვას, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა სუფთა ჰაერს. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა ისეთივე სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც ჰაერი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ სხვა კითხვას ვსვამთ, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ  რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ მიზანს, რაც შეიძლება მეტად ვიყოთ გაძლიერებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, თანადგომით და იმ სირთულეების დაძლევით, რაშიც დღეს ქვეყანაა მოქცეული.

შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნება. ეს არის ყველაზე სრული, მოკლე და ეფექტური გამოსავალი. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირი და ევროპა ბოლო დღეებში გადასულია გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო რეჟიმზე. ბევრი რამ 6 თვის წინ იყო შეუძლებელი, დღეს შესაძლებელია და თავად ევროპამ აღიარა თავისი წილი შეცდომები 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში დაკავებული პოზიციების გამო,  რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს დაკავებული პოზიციის გამო. მათ თვითონ გამოთქვეს მზაობა, განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე.

ჩვენი მხრიდან  ევროპა ელის  ასეთივე საგანგებო ზომების მიღებას, გონს მოსვლას, საით მივდივართ და ეს გზა მიდის თუ არა ევროპისკენ.  ევროპა ელის ჩვენგან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას  ეს იმ 9 წელიწადში იყო, ამ 9 წელიწადში იყო, თუ კიდევ იმის იქით.  ელის იმის დანახვას, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები, ქვეყნის ამ ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საკითხზე ახერხებენ ერთად დგომას და წყვეტენ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და იმ ტრადიციულ კინკლაობას, რაც საქართველოშია გამეფებული. იქნებ დარჩენილ დროში იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება ამ სტატუსის მხარდასაჭერად სამივე  ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მიუთითებენ იმ პრობლემებზე, რაც მოსაგვარებელია. გავაკეთოთ ეს ჩვენც. შევწყვიტოთ ის ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა სიტყვა ევროპაზეა. არ არის ეს ასე. და თუნდაც იმიტომ არ არის ასე, რომ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის ჰქონდა გაცხადებული განაცხადის შეტანა ანუ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელი გვქონდა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამო გაჩნდა ეს შესაძლებლობა. ამიტომ სწორი პოზიციაა არა დამუნათება, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვიმსახურებთ, არამედ მათთან დიალოგი, აღიარება იმისა, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები. სანამ ისინი რეზოლუციაში ჩაწერენ, ჩვენ არ ვიცით, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები?“

 

 

თეგები: დავით უსუფაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved