• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირი ნიკა მელიას არც პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნელსონ მანდელობას – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:34 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:

“გირაო გადახდილია და მელიას ციხიდან გამოუშვებენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენთვის და ევროკავშირისთვის ცოტა ადრე რომ დაეჯერებინა, არც თვითონ იწვალებდა და არც სხვას აწვალებდა ამ გაჯიუტებით, რადგან მაინც ის გააკეთა, რასაც ყველა ვურჩევდით და რაც ერთადერთი ადეკვატური გზა იყო მისი ციხიდან გამოსასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ. სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა. ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შემოკრებილ პატარ-პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ. სინამდვილეში, ეს ფურცელი დასახურია და ევროკავშირის გირაოთი ამდენ ხანს უნდა გამოსულიყო. 

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა. ამდენი ხნის განმავლობაში ხომ ვამბობდი, რომ ყველას უნდა შემოსვლა, ყველა გზებს ეძებს და ყველა შემოვა-მეთქი. ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი და იქაც ვიცი, ბევრს ერთი სული აქვს, პარლამენტში შემოვიდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რაღაცნაირად სახე შეუნარჩუნონ, რადგან მიხვდნენ, რომ ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია. მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. შესაბამისად, ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა“

თეგები: ალეკო ელისაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved