• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ოთხშაბათი, 8 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იქნება ის, რაც დაემართა საბერძნეთს – ქვეყანა გამოცხადდება გაკოტრებულად!”

ალია ავტორი - ალია
17:59 01-22-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3

“ხელოვნურად დაჭერილი ლარის კურსი, ეკონომიკის მოჩვენებითი სიმყარე, ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორე ჯიბეში ჩადებული ვითომ უცხოური ინვესტიციები გასკდება და ქვეყანა თავზე დაგვემხობა”

ვამბობდით, ვწერდით, ჯიუტად ვწერდით, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, ხორბლის ტრანსპორტირება გაძვირდებოდა და შესაბამისად, პურ-პროდუქტებზე ფასები მოიმატებდა, მაგრამ ხელისუფლებამ _ არაო. მერე რა, რომ პურმა 5-7 თეთრით მოიმატა და წონაში დაიკლო (ანუ, რეალურად მატება 15-20 თეთრი გამოვიდა), ხელისუფლება მაინც ყინჩად იმეორებდა, რუსული ბაზრის ალტერნატივას ვეძებთ და მალე ვიპოვითო. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, როგორ ვართ დამოკიდებული რუსულ ხორბალზე, ციფრებს მოგიყვანთ – საქართველო წლიურად 700 ათას ტონამდე სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ამ 700 ათასი ტონიდან, 10% მოდის საქართველოში მოყვანილ ხორბალსა და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილზე, დანარჩენი კი მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, ანუ იმ პურის დასამზადებელი ხორბალი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, 90% ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდის.
ჰოდა, რუსეთი ამ თვის ბოლოს აამოქმედებს კანონს, რომლის მიხედვითაც, საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, არასატარიფო კვოტები იქნება შემოღებული, ანუ, ჩვენ იმაზე მეტს გადავიხდით, ვიდრე სხვა ქვეყნები და ამას ვერსად გავექცევით. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხორბლის შემოტანის ალტერნატიულ გზებს ეძებს და აგერ, ხელი ამერიკისკენაც გაიშვირეს, შარშან, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შემოვიდა ამერიკიდან სასურსათო ხორბალი 30 ათასი ტონა, მაგრამ რად გინდა, ამერიკამდე შორია და ხორბლის თვითღირებულებაც ძალიან დიდია. არის ყაზახური ვარიანტი და ამ მიმართულებით მთავრობამ მოლაპარაკებებიც დაიწყო, როცა სექტემბერში ყაზახურ დელეგაციას შეხვდა. მაშინ ეს თემა აღარ გაგრძელებულა და ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ ჩვენ გეტყვით – ყაზახური ხორბლის ექსპორტის უფლება… რუსეთს აქვს შესყიდული, ანუ ყაზახური ხორბლის გასაღება საკუთარ თავზე სწორედ რუსეთმა აიღო და მათ გარეშე ყაზახები ვერაფერს იზამენ.
ეს ერთი და ახლა მეორე, არანაკლებ მტკივნეული თემა. რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, ხელისუფლება ბენზინგასამართი სადგურების შემოწმებას აპირებს და ძალიან დიდი ალბათობით, „სოკარს“ რეგულაციები დაუწესდება თქო. აზერბაიჯანული კომპანია რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ხარისხის ბენზინს რომ ყიდის, ყველა მძღოლმა იცის. ამიტომ, წესითა და რიგით, ამ შემოწმების შედეგად, „სოკარს“ ქართულ ბაზარზე სერიოზული პრობლემები უნდა შექმნოდა, მაგრამ აზერბაიჯნაისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრის შემდეგ, ეს პროცესი გადაიდო. დათმობას არცერთი მხარე არ აპირებდა, მაგრამ ახლა ისე ჩანს, ქართულ მხარეს მოუწევს უკან დახევა.
სემეკ-მა საქართველოშ გაზის ექსპორტიორებს სამწლიანი ტარიფები დაუწესა. ანუ, სამი წლის განმავლობაში, გაზის ტარიფი არ უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაშ, თუ ლარი კატასტროფულად არ გაუფასურდა. სემეკ-ის განკარგულებაში ვერ მოხვდა „საქორგაზი“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“. „საქორგაზი“ არ არის ისეთი მასშტაბების, სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს, „სოკარ ჯორჯია გაზი“ კი ლამის საქართველოს ორ მესამედს ამარაგებს. ამ ორ კომპანიას ტარიფები 6 თვით დაუმტკიცდათ, ანუ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ისინი გაზს ვერ გააძვირებენ, მაგრამ ეს ვადა ივლისში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისში ორივე კომპანიას შეუძლია ახალი ტარიფი მოითხოვოს. „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოში 150 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ამ ინვესტიციის ასახვას სწორედ ტარიფში ფიქრობს და ეს თანხა მოსახლეობაზე 2020/22 წლებზე უნდა გადანაწილდეს, ანუ ინვესტიციის ამოღება „სოკარს“ მომხმარებლისგან სურს. ხელისუფლებას არ აქვს რესურსი, რომ ამ თანხის სუბსიდირება მოახდინოს და ამიტომ, „სოკართან“ მოლაპარაკებები მიდის, რომ ამოღების ვადამ გადაიწიოს და 2022 წლისთვის ან სახელმწიფო განახორციელებს სუბსიდიას, ანაც ტარიფში აისახება. ანუ, ხელისუფლება ცდილობს, წინასაარჩევნოდ გაზი არ გააძვიროს. ეს აზერბაიჯანულ მხარესაც კარგად ესმის და ამიტომ, რაღაცებზე თვალის დახუჭვას ითხოვს და ეს „რაღაცები“ პირველ რიგში სწორედ უხარისხო საწვავის რეალიზაციაა. ამასთან ერთად, ისიც ვთქვათ, რომ ჰაერშია გამოკიდებული დავით გარეჯის თემა. ხელისუფლება თითქოს ამ პრობლემის დაკონსერვებას ცდილობს, მაგრამ ის ვერ და არ დაკონსერვდება თუნდაც იმიტომ, რომ მომლოცველები და ტურისტები ყოველდღიურად მიდიან გარეჯში და ყოველდღიურად აპროტესტებენ სალოცავებამდე მისასვლელ გადაკეტილ გზებს.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა ყველა მიმართულებით მიდის. საერთაშორისო კომპანიები სწორედ ახლა ცდილობენ ხელისუფლებას ბევრი რამ გამოსტყუონ იმის სანაცვლოდ, რომ წინასაარჩევნოდ პროდუქცია არ გააძვირონ და ხალხის გულისწყრომა არ დაიმსახურონ. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს კვლავ ჩვენს ხარჯზე ხდება, თუმცა გამოსავალიც არსად ჩანს. ამ ყველაფერს თითქოს უნდა შევეგუოთ, მაგრამ…
„ადრე იქნება თუ გვიან, აუცილებლად მოხდება ისე, რომ ხელოვნურად დაჭერილი ლარის კურსი, ეკონომიკის მოჩვენებითი სიმყარე, ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორე ჯიბეში ჩადებული ვითომ უცხოური ინვესტიციები გასკდება და ქვეყანა თავზე დაგვემხობა. ეს არ იქნება ვალუტის გაუფასურება ან პროდუქტის გაძვირება, ეს იქნება ის, რაც დაემართა საბერძნეთს, ქვეყანა გამოცხადდება გაკოტრებულად და ამის ნიშნები უკვე გვაქვს“,-გვეუბნება ჩვენი მეგობარი ექსპერტი.
მისივე თქმით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანას გაკოტრების საფრთხე ემუქრება, გადახდისუუნარო მოსახლეობაა. ანუ, მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა დოვლათი დააგროვოს და რასაც შოულობს, მაშინვე ხარჯავს. შესაბამისად, ხალხში ფული არ ჩერდება, ტრიალებს და დანაზოგი მოსახლეობის 80%-ზე მეტს უბრალოდ არ გააჩნია. მათ კი, ვისაც სოლიდური დანაზოგი აქვს, ძირითადად საზღვარგარეთ ინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეს ფული არ ჩერდება. მართლაც, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვიდან თვემდე დანაზოგის გაკეთებას ახერხებენ. ესეც არის მიზეზი იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ფული უდიდეს როლს თამაშობს და პოლიტიკოსებზე ნაკლებად არ ემზადება ამომრჩეველიც მომავალი არჩევნებისთვის. ხმას ძალიან დიდი ფასი ექნება და როგორც გვეუბნებიან, მმართველი გუნდი თითო ხმას 250 ლარად ანგარიშობს. მართალია, ამდენის გადახდას ვერ შეძლებს ოპოზიცია, მაგრამ მათ ხალხის ემოციისა და პერფორმანსების იმედი აქვს.
„მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მათ წლევანდელი ბიუჯეტი უცნაურად აქვთ დაგეგმილი. ძალიან ბევრია ისეთი თანხა, რომელიც არ არის ათვისებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების წინ ამ თანხებს ხალხის მოთხოვნების შესაბამისად წარმართავენ. ამას დაერქმევა ინფრასტრუქტურული პროექტი და არა ამომრჩევლის მოსყიდვა, თუმცა უკვე აპრილის თვის ბოლოს, მუნიციპალიტეტებს ფორს-მაჟორში მოუწევთ მუშაობა, რადგან იმის იქეთ გეგმა და ფულის ხარჯვის გეგმა, მათ უბრალოდ არ აქვთ“,-ესეც ჩვენმა მეგობარმა ექსპერტმა გვითხრა.

ანი დვალიშვილი

ალია №2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

13:25 02-07-2023
„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის
ბიზნესი

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

12:52 02-07-2023
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved