• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმდენად სერიოზულია დარღვევაა, რომ გამამართლებელი განაჩენის საფუძველია” – ანა დოლიძე ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

ალია ავტორი - ალია
20:32 01-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
453

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.

რამდენად მნიშვნელოვანია სამართალწამოების არმცოდნე პირს ჰქონდეს თარჯიმნით სარგებლობის უფლება და სადამდე მივყვართ ასეთ უხეშ დარღვევებს, “ალიას” ამ კითხვას პოლიტიკოსი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პასუხობს.

ანა დოლიძე:

–სამართლიანი სასამართლოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანს ესმოდეს მისთვის წარდგენილი ბრალდება, საშუალება ქონდეს თავის დაცვის და მართლების, სასამართლოს წინაშე ორივე მხარე, ბრალდების და დაცვის, უნდა იყოს თანასწორი, თუ ადამიანმა არ იცის ბრალდების არსი, ვერ გაეცნო მტკიცებულებებს, როგორ იქნება თანასწორი?

სამართალწარმოების არმცოდნე ადამიანისთვის თარჯიმნის გარეშე ბრალის წარდგენა და გასამართლება, იმდენად სერიოზულია დარღვევაა, რომ ეს გამამართლებელი განაჩენის საფუძველია.

გავეცანი აღნიშნულ მასალას და იმაზე დაყრდნობით, რასაც წერს, სამწუხაროდ, გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ შეიძლება აღნიშნულ პრობლემას ჰქონდეს სასამართლოში სისტემური ხასიათი?

ალია:

– ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ სასამართლოს გუშაგის დირექტორს, იუსტიციის საბჭოს ასევე ყოფილ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც გვითხრა, მათი ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოში თარჯიმნის ხარისხის შემოწმება საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული. ასევე, დაგვიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, ისინი გვეუბნებიან, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდათ და გვთხოვენ მათი საქმის მასალებსაც გავეცნოთ. შესაბამისად, ეჭვის საბაბი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სისტემურ პრობლემასთან, არის, კი, და ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებასაც ვგეგმავთ.

ანა დოლიძე:

–დიახ, ძალიან დამაფიქრებელია, ვის სჭირდება საქართველოში თარჯიმანი, ვინ შეიძლება არ იცოდეს სამართალწარმოების ენა, რომელიც საქართველოში ქართულია? – სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ან ეროვნულ უმცირესობას, ორივე მათგანი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვარდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აუცილებლად უნდა გავიკითხოთ და გავარკვიოთ, ხომ არ არის სისტემური პრობლემა თარჯიმნის მომსახურების მიღება სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირებისთვის. 

 

სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

თეგები: ანა დოლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved