• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თარჯიმნის ხარისხის შემოწმება საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული სასამართლოებში” – ნაზი ჯანეზაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:35 01-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,609

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.

რამდენად მნიშვნელოვანია, პირმა, რომელიც არ ფლობს სამართალწარმოენის ენას, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით და რამდენად მოწესრიგებულია თარჯიმნის მომსახურება ქართულ სასამართლოებში, ამ კითხვას ალიასთან საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს და ამბობს:

თარჯიმნის მომსახურება არის ფუნდამენტური საკითხი სამართალწარმობის პროცესში, როდესაც პირმა არ იცის სამართალწარმოების ენა, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ის უზრუნველჰყოს შესაბამისი მომსახურებით.

ჩვენ (სასამართლოს გუშაგი) ჩავატარეთ კვლევა, სასამართლოში როგორ ხორციელდება თარჯიმნით მომსახურება და რამდენად ამოწმებს სასამართლო სისტემა ამ მომსახურების ხარისხს და აღმოვაჩინეთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული. ერთდერთი რაც შეიძლება ითქვას რომ მოგვარებულია, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საერთო საამართლოების დეპარტამენტს თარჯიმათა ბიუროებთან და ამის მეშვეობით ხდება თარჯიმნის გამოძახება, მაგრამ როგორია ხარისხი თარჯიმნის მომსახურების, ამას საერთოდ არავინ ამოწმებს და ეს საკმაოდ დიდი და მწვავე პრობლემაა მართლმსაჯულების განხორციელების ეტაპზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, უზრუნველჰყოს სახელმწიფომ თავდაპირველ ეტაპზევე თარჯიმნით მომსახურება პირის, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას და ნეორს მხრივ, ვალდებულია ეს სერვისი იყოს მაღალი ხარისხის, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ის რისკები, რაც თარგმნის არასათადანო ხარისხმა შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ზიანი მიადგეს პირის უფლებებს.

ამდენად, თუკი ვერ ისარგებლა პირმა გამოძიების ან სასამართლოს ეტაპზე თარჯიმნის მომსახურებით, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ პირების, ვისაც ევალებოდათ რომ ეს სერვისი უზრუნველჰყოფილი ყოფილი იმ ადამიანისათვის, რომელმაც სამართალწარმოების ენა არ იცის. 

 

სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

თეგები: ნაზი ჯანეზაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved