NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა. შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
იენს სტოლტენბერგსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა ბრიუსელში დღეს, 18 მაისს უნდა გამართულიყო.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 17 მაისს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც ღარიბაშვილთან საუბარში ყურადღება ქვეყანაში რეფორმებისა და კანონის უზენაესობის საჭიროებაზე გაამახვილა.
კომენტარები