მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან
თვითმხილველების ინფორმაციით, “ჯიპ ჩეროკისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მანქანის სხვა მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო – მთავარი
კომენტარები