• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა აუცილებელია ერთი წესის ქვეშ მოქცევა” – რატომ დაიქირავეს “რიონის მცველებმა” აუდიტი და რა არის მათი სამოქმედო გეგმა?

ალია ავტორი - ალია
00:13 05-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

რიონის ხეობაში პროტესტი განახლდა და ამ დროისათვის ხმაურია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები რკინის კედელს ტრადიციულად აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თანამებრძოლებს მიმართა და მოუწოდა, ძალადობის გარეშე ყოველ საღამოს მივიდნენ ბარიკადებთან და ხმაურით გამოხატონ პროტესტი, “სამსახურად და ტრადიციად უნდა ვაქციოთ აქ სიარული” – თქვა მან.

გოლეთიანი პოლიციასაც მოუწოდებს, შეუშვან სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე და ნუ უზღუდავენ გადაადგილების უფლებას ხალხს. 

რიონის ხეობის მცველები დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს აუდიტის დაქირავებით პასუხობენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დაიქირავეს აუდიტი, რომელიც ფინანსებთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხებს და გამოაქვეყნებს ფეისბუქ გვერდზე:

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე – თქვა გოლეთიანმა.

გოლეთიანი სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე შემოწირულობებით ფინანსდებიან, მოუწოდებს ასევე გაასაჯაროვონ ხარჯები. როგორც გოლეთიანი ამბობს, რომ არა რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ, დაფინანსებასთან დაკავშირებით აგორებული შავი პიარკამპანია, ისინი არ დაინტერესდებოდნენ სხვების შემოსავლებით, თუმცა ახლა, აუცილებელია, “ყველას ერთი წესის ქვეშ მოქცევა”.

გოლეთიანის თქმით, სულაძის გადაწყვეტილებას ჯვართან დაკავშირებით, საზოგადების ნაწილში კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა.

მისი დედა და ძმა პრაქტიკულად შეეწირა ამ მოვლენებს და პირადი ტრაგედიები უკავშირდება ამ ამბავს. არ შეიძლება ხელაღებით ადამიანი მოჰყვეს კრიტიკის ქარცეცხლში, აუცილებელია ჩვენ ვიცნობდეთ მაკა სულაძეს, როგორც თავდადებულ ადამიანს ამ ქვეყნისთვის, როგორც ქალს, მანდილოსანს და ვცეთ პატივი თითოეულმა ჩვენთაგანმა უდიდესი პატივი იმისათვის, რაც მან გააკეთა მთელი ამ ხნის განმავლობაში” ამბობს გოლეთიანი მაკა სულაძეზე საუბრისას

თეგები: ვარლამ გოლეთიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved