• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს უნდა წაიკითხოთ, სულ სხვა ცოტნეს ნახავთ აქ” – ცოტნე გამსახურდიას მეგობარი

ალია ავტორი - ალია
18:52 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„ეს უნდა წაიკითხოთ, სულ სხვა ცოტნეს ნახავთ აქ. მისი ფიქრებია აქ და მართლაც უსამართლობაა, რომ ასეთი სულის ადამიანი ახლა ჩუმადაა.
მჯერა, სულ მალე ფეხზეც დადგება, სიტყვასაც იტყვის, საქმესაც მიადევნებს. სიკეთის კეთება მაგან რომ იცის, ისე უნდა. წაიკითხეთ.” – ასეთი კომენტარით გამოაქვეყნა მეგობარმა სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჩანაწერი:
…
“ავედი ამ შუაღამით მთაწმინდაზე, ჩემი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეზე.
ავედი მცხუნვარე და ხვითქგადავლილი. იქვე, პანთეონთან, საიდანღაც კოხტა ფისო გამომეგება. მომიახლოვდა, რაღაც წაიკნავლა რამდენიმეჯერ და ისევ ბნელში გაუჩინარდა. ბევრჯერ მითქვამს, ჩემში ამათი სულის ნაწილია; არ არსებობს, ახლომახლო კატა იყოს სადმე და ჩემთან არ მოვიდეს, არ გამომეცნაუროს. ეს ციცაც ალბათ ვაჟასთან იყო დაბადების დღის მისალოცად.


მივედი ჭიშკართან, დაკეტილია. შევყავი ხელი ჩუქურთმებში, ვერ გავაღე. ტყუილად ამოვედი? ეგრევე მიღება გამიჭირდა, კიდევ ვცადე, მაგრამ რაღა გზა მქონდა. გამოვედი პარაპეტთან და გადავხედე მძინარე ქალაქს.
არა უშავს, ფისო გადასცემს ვაჟას, რომ ვიყავი.


სადღაც განათდა, გრუხუნის ხმაც მოვიდა მალე. ჯანდაბას, არ დავდნები. ნელა, აუჩქარებლად დავიწყე ჩამოსვლა ბნელ ქვაფენილზე. წვიმაც უმატებს ნელნელა, ჭონქაძეზე რომ ჩამოვედი, უკვე კარგად, სერიოზულად მოდიოდა თქეში.


ალბათ, გავაჩერებ მანქანას. განა არ გამოჩნდა? ჩაიარა, არ გააჩერა. მერე მეორემ. მესამემ. არ ვიცი, უზით ვინმე, თუ ისე კატაობენ ეს შობელძაღლები? ათამდე ტაქსიმ ჩამიარა და არ გააჩერა. და მხოლოდ მერე მივხვდი: სამყარო ხომ განსაკუთრებით მუხთალია მაშინ, როდესაც გგონია, რომ რაღაც კეთილშობილურ, ქველ საქმეს, ან მისიას ემსახურები… ამიტომაც ლაჩრები და ბურჟუები მთელი ქვეყნისა საკუთარ თბილ უკანალზე ზრუნვას ამჯობინებენ.


აირია ერთმანეთში წვიმა და ოფლი. ჯიბეში ცხვირსახოციც კი დასველდა. მერე რა მოხდა, იმასაც ხომ აწვიმს საფლავში? ეგ კიდევ რა არის: იმათაც აწვიმთ, ვინც მინდორში გდია ახლა და ჯერ მიწის საბანიც არ აფარია… მე კი ცოტა ხანში ჩემს სასახლეში მივალ. თუმც ვინ იცის, რომელ სასახლეში სჯობს მისვლა ამაღამ? არც არავინ.


რა ვქნა, დავწერო? რატომ? ფაქტობრივად, არც არაფერი მოხდა. ვერც ვაჟა ვნახე, ვერც მამაჩემს დაველაპარაკე, ვერც ის გავიხსენეთ, ვაჟაზე რომ ვლაპარაკობდით ოდესღაც.
და აი, სახლში მოვსულვარ… მოვედი და წვიმაც შეწყდა. სამყაროს მუხთლობის ტიპიური სცენა გათამაშდა, ჟანრის ყველა კანონის დაცვით. შევედი სახლში, რა აზრი აქვს ჩემს შთაბეჭდილებებზე წერას, რამე აუცილებელი ან საჭირბოროტო იყოს მაინც სათქმელი? შევედი აბაზანაში და კედელზე მრავალფეხა დავინახე. აქ, ახლა, ამის მოკვლა, ხომ ვაჟას ღალატი იქნებოდა?


ხუმრობით რამდენიმე წვეთი წყალი შევასხი ხელით და დავჯექი წერად..”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved